x
image
- ლანა -
ფეხის ზომა და ადამიანის ხასიათი
imageფეხის ზომა 35 : გულკეთილი, კაცთმოყვარე პიროვნება. ბუნებაში გასვლა შვებას ჰგვრის. ცხოვრებაში მისთვის მთავარი სიამოვნების მიღება კი არა, გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენაა. დროის სვლას ფეხს უწყობს და მოდას არ ჩამორჩება.

ფეხის ზომა 36 : კარგად აღზრდილი პიროვნება. სადაც არ უნდა იყოს, მეგობრებს მარტივად იძენს. ახალ გარემოს უმალ ერგება. სასიამოვნო მოსაუბრეა. მის გულში ადგილი ყველასთვის მოიძებნება. გულუხვი და უბრალოდ, კარგი ტიპია.

ფეხის ზომა 37 : ენთუზიასტი. ნებისმიერ საქმეში მგზნებარეა, სულს აქსოვს. რამე თუ არ მოსწონს, მარტივად ამბობს ''არას''. განკარგულებასაც სიამოვნებით იძლევა. საკუთარი თავის ფასი იცის, ბრძენია. ბევრს სურს, მისი მსგავსი იყოს.

ფეხის ზომა 38 : შარმიანი ვინმეა. სიტყვებით ''თამაში'' გამოსდის და ამით ხიბლავს სამიზნეს. მახვილი გონება აქვს. შეუძლია, ადამიანს საიდუმლო ათქმევინოს. მის თვითშეფასებას ვერავინ დაწევს. ეს ლიდერი ხალხისთვის შეუცნობელია.

image

ფეხის ზომა 39 : ''ერთხელ ცხოვრობ და უნდა შეირგო''. წყენას გულში არ იდებს, მხიარული და ემპათიკურია. სანამ ადამიანს განსჯის, მის ადგილას წარმოიდგენს თავს. თუ უყვარს, უყვარს არსებით. წნეხს იოლად აღწევს თავს.

ფეხის ზომა 40 : თავდაჯერებული და დამოუკიდებელი. უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამს. გეგმებზე არ საუბრობს და არც სხვის საქმეში ერევა. კრიტიკას იტანს. ხალხის ნათქვამიდან გულთან მხოლოდ საუკეთესო მიაქვს.

ფეხის ზომა 41 : ორი უკიდურესი ჩვევა: ბეჯითად და ნაყოფიერად მუშაობა, გამოწვევის სიყვარული, ან - მთელი დღე საწოლში ''გდება''. წვეულება, გართობა და ცხოვრება სინანულის გარეშე - ეს ყველაზე მეტად მოსწონს!

ფეხის ზომა 42 : მშვიდობისმოყვარეა, უსიამოვნო სიტუაციებს ერიდება. ხალხს მარტივად არ იმეგობრებს, მაგრამ ვინმეს მეგობარი თუ უწოდა, ცხოვრების ბოლომდე მის გვერდში იდგება. ბუნებაში გასვლა და მოგზაურობა, ახალი რამის შესწავლა იტაცებს.

ფეხის ზომა 43 ან მეტი : მოხდენილი პიროვნება გონივრული ფიქრებით. ცხოვრებაში ბევრი რამ გამოუცდია. საიმედოა, ხალხი დასახმარებლად ხშირად მიმართავს. ჯანსაღი წესით ცხოვრებას ცდილობს. სპორტულია, კარგი ამტანობა აქვს.

0
325
2-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0