ბევრს არ შეუძლია შეიძინოს დიდი სახლები და საცხოვრებელი ბინები, ამიტომ პატარა ფართითაც კმაყოფილდება.
თურმე 22 კვადრატული მეტრი ფართის ბინაც შეიძლება სრულფასოვანი იყოს.
ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში არქიტექტორულმა ფირმამ მარტოხელა კლიენტის შეკვეთა შეასრულა, რომელიც ხშირად დადიოდა მივლინებებში და სახლში იშვიათად იყო.
კლიენტის შეკვეთა არ იყო ადვილი შესასრულებელი, რადგან მათ პატარა ფართობზე მყუდრო და კომფორტული ბინა უნდა შეექმნათ ზედმეტი ავეჯისა და ტექნიკის გარეშე.
საბედნიეროდ ჭერის სიმაღლე 3, 3 მეტრი იყო, რამაც დიზაინერებს საშუალება მისცა სივრცე ორ იარუსად გაეყოთ.
პირველ დონეზე განთავსდა სამზარეულო, დასასვენებელი ზონა, სააბაზანო, მეორე დონეზე საძინებელი და ბიბლიოთეკა.
ცენტრალური ადგილი რომ ცარიელი ყოფილიყო ყველა ზონა პერიმეტრზე, კედლების გასწვრივ განთავსდა. რამაც მეორე იარუსთან მისასვლელი გაანთავისუფლა.
თეთრი ფერის და ნატურალური მუხის შეხამებამ თითქოს ოთახის ფართობი გაზარდა და გაანათა.
მოდით უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ბინა–სტუდიის ყოველი ზონა.
აივნისა და ოთახის გაერთიანებით წარმოქმნილ არეში დასასვენებელი ადგილი გაკეთდა, სადაც პატარა დივანი ჩადგეს გამოსაწევი უჯრებით.
გვერდით კედლებზე კარადები და თაროები განთავსდა. დაბურული ფანჯრიდან შემოსულმა სინათლემ სიმყუდროვისა და ოჯახური სითბოს გარემო შექმნა.
სამზარეულო პატარა გამოვიდა, მაგრამ აქ ყველაფერია რაც საჭიროა — გაზქურა, სველი წერტილი, სამუშაო მაგიდა, მაცივარი და სარეცხი მანქანაც. კედელზე ჩამოკიდული კარადებია ჭურჭლისა და სურსათისათვის.
ზედმეტი ავეჯით ფართი რომ არ ჩაეხერგათ, კედელთან ორი ვიწრო მაგიდა მოთავსდა, მათ თავზე კი ორიგინალური სანათი.
საჭიროების შემთხვევაში მაგიდები ისე შეიძლება განლაგდეს, რომ სასადილო მაგიდა ან ბარის დახლი გამოვა.
სააბაზანო ძალიან პატარა რომ არ გამოჩენილიყო, კედლები თეთრი ფერის ფილებითაა, თარო სარკიანი კარებით. სანტექნიკა კომპაქტურია.
ბოილერი და ყველა საკომუნიკაციო მილი დიდი სარკიანი გასაწევი კარით დაიფარა.
ძილის ადგილი ზედა იარუსში განთავსდა. სადაც დიდი ზომის საწოლია მაღალ კარადაზე, სადაც სხვადასხვა ნივთებს ინახავენ.
საწოლისაგან თავისუფალი ადგილი შეიძლება გამოიყენონ დამატებით საწოლისათვის, ან სხვა რამისთვის. კედლებთან ფართო წიგნის თაროები და ჟურნალის მაგიდაა.
მეორე იარუსზე მოსახვედრად ძალიან მოხერხებული კიბე გაკეთდა, კიბის ქვემოთ დამატებითი სათავსებია.
ჭერის ქვეშ მოთავსებულ წიგნებთან მოსახსნელი მეტალის კიბით ახვალთ.
ბინა მინიმალისტური სტილით არის გაფორმებული, მაგრამ ის ძალიან პრაქტიკული და კომფორტული გამოვიდა.
საბედნიეროდ ჭერის სიმაღლე 3, 3 მეტრი იყო, რამაც დიზაინერებს საშუალება მისცა სივრცე ორ იარუსად გაეყოთ.
პირველ დონეზე განთავსდა სამზარეულო, დასასვენებელი ზონა, სააბაზანო, მეორე დონეზე საძინებელი და ბიბლიოთეკა.
ცენტრალური ადგილი რომ ცარიელი ყოფილიყო ყველა ზონა პერიმეტრზე, კედლების გასწვრივ განთავსდა. რამაც მეორე იარუსთან მისასვლელი გაანთავისუფლა.
1. სასტუმრო
აივნისა და ოთახის გაერთიანებით წარმოქმნილ არეში დასასვენებელი ადგილი გაკეთდა, სადაც პატარა დივანი ჩადგეს გამოსაწევი უჯრებით.
გვერდით კედლებზე კარადები და თაროები განთავსდა. დაბურული ფანჯრიდან შემოსულმა სინათლემ სიმყუდროვისა და ოჯახური სითბოს გარემო შექმნა.
2. სამზარეულო
სამზარეულო პატარა გამოვიდა, მაგრამ აქ ყველაფერია რაც საჭიროა — გაზქურა, სველი წერტილი, სამუშაო მაგიდა, მაცივარი და სარეცხი მანქანაც. კედელზე ჩამოკიდული კარადებია ჭურჭლისა და სურსათისათვის.
3. სასადილო და სამუშაო კუთხე
ზედმეტი ავეჯით ფართი რომ არ ჩაეხერგათ, კედელთან ორი ვიწრო მაგიდა მოთავსდა, მათ თავზე კი ორიგინალური სანათი.
საჭიროების შემთხვევაში მაგიდები ისე შეიძლება განლაგდეს, რომ სასადილო მაგიდა ან ბარის დახლი გამოვა.
4. სააბაზანო
სააბაზანო ძალიან პატარა რომ არ გამოჩენილიყო, კედლები თეთრი ფერის ფილებითაა, თარო სარკიანი კარებით. სანტექნიკა კომპაქტურია.
ბოილერი და ყველა საკომუნიკაციო მილი დიდი სარკიანი გასაწევი კარით დაიფარა.
5. საძინებელი
ძილის ადგილი ზედა იარუსში განთავსდა. სადაც დიდი ზომის საწოლია მაღალ კარადაზე, სადაც სხვადასხვა ნივთებს ინახავენ.
საწოლისაგან თავისუფალი ადგილი შეიძლება გამოიყენონ დამატებით საწოლისათვის, ან სხვა რამისთვის. კედლებთან ფართო წიგნის თაროები და ჟურნალის მაგიდაა.
6. კიბეები