არქიტექტურა სიახლე მშენებლობაში – სახლები, რომლის ღირებულება მხოლოდ 15 000$-ია 2018, 3 ოქტომბერი, 10:07 ოდესმე თუ გიფიქრიათ ბეტონის წყლის მილში ცხოვრებაზე? არ იღელვოთ, ის არც მიწის ქვეშაა და არც წყალით არის სავსე. სინამდვილეში ძალიან კომფორტული და თანამედროვე ტიპის ბინაა, მხოლოდ 8 ფუტი(243, 84სმ.) სიგანის, გააჩნია საცხოვრებელი, სამზარეულო და სააბაზანო აღჭურვილობები. აღნიშნულ პროექტს OPod-ს უწოდეს, რომელის კონსტრუირება James Law Cybertecture მოახდინა. მათი მთავარი მიზანი ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ბინის შეთავაზება იყო ისეთ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, როგორიცაა ჰონგ-კონგი. ამ ცილინდრული მილების განთავსება შესაძლებელია უკვე არსებულ შენობებს შორის და ამასთან, ერთმანეთზე დაწყობაც კი. ბეტონის მილის სახლები ერთმანეთის თავზე ისე თავსდება, რომ კორპუსის მსგავსი ნაგებობა იქმნება. ინტერიერს რაც შეეხება – სააბაზანო ოთახი, შესაბამისად, პატარაა. კედლები მრუდეა და დაფარულია ექვსკუთხა ფილებით. ტიპური OPod მოიცავს მისაღებს, პატარა სამზარეულოს და სააბაზანოს უკანა ნაწილში. ეს უჩვეულო ბეტონის მილები გათვალისწინებულია ერთ ან ორ ადამიანზე – ხელმისაწვდომი და მყუდრო ადგილია ხალხმრავალი ქალაქის ცენტრში, სადაც მანამდე არაფერი იყო. მოდულური სახლები (მოდულური შენობები დროებითი სტრუქტურებია, რომლებიც შეიძლება დამონტაჟდეს საძირკვლის გარეშე, მათი დაშლა და გადაადგილება მარტივადაა შესაძლებელი) იწონის 22 ტონას. მისი მონტაჟის ფასი დაბალია, რადგან არ საჭიროებს ჭანჭიკებს და ბრეკეტებს. ეს საშუალებას იძლევა, რომ ბეტონის მილის ფასი 15 000 $ ცოტა მეტი იყოს. ამ ფასად თქვენ მიიღებთ მყუდრო პაწაწინა სახლს, რომელსაც აქვს მომრგვალებული ფორმის კედლები, ბრტყელი ხის იატაკი, მინის ფასადი, გრძელი სკამი, რომელიც საწოლად შეიძლება გადაკეთდეს, საჭმლის მოსამზადებელი კუთხე და სააბაზანო განყოფილება საშხაპეთი და ტუალეტით. სწორი ხის იატაკი ამარტივებს გადაადგილებას და ამასთან, უზრუნველყოფს უფრო მყარ ზედაპირს ავეჯის დასადგმელად. რამდენიმე ასეთი წყლის მილი შეიძლება ჩაიდგას უკვე არსებულ შენობებს შორის, სადაც პრობლემას წარმოადგენს საცხოვრებელი ბინის პოვნა. ამ გონებამახვილური გადაწყვეტილების წყალობით ნებისმიერს შეუძლია გადავიდეს ქალაქის ცენტრში, სადაც თავისუფალი ბინის პოვნა მარტივ საქმეს არ წარმოადგენს.OPod პაწაწინა სახლია, რომლის ფართი სულ რაღაც 9.29 კვ.მ.-ია. ამ ბეტონის წყლის მილის სიგანე კი 2.5 მეტრია.
OPod-ები არა მხოლოდ შენობებს შორის, არამედ ნებისმიერ ადგილას შეიძლება დამონტაჟდეს. აღნიშნული პროექტი აჩვენებს, თუ როგორ არის მოწყობილი ეს ბეტონის სახლები და როგორ ახერხებენ მისი ავტორები ხელმისაწვდომი ფასის შენარჩუნებას. ასევე დაგაინტერესებთ: მისაღები ოთახი – 30 ორიგინალური იდეა რემონტამდე და რემონტის შემდეგ ბაღის, ეზოსა და სახლის მოწყობა ხის მეორადი პალეტებით – 80 კრეატიული იდეა უნიკალური შენობები, რომელთა აშენებისას არქიტექტორებმა უარი თქვეს ხეების გაჩეხვაზე ორიგინალური კიბეები თქვენი სახლისთვის – ინტერიერი და დიზაინი ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად კომფორტულია ამ პაწაწინა სახლში ცხოვრება გაინტერესებთ, თუ რატომ ღირს ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სახლი 7 600 000 $? ამ ფოტოების ნახვის შემდეგ ვერ დაიჯერებთ, რომ ბინის ფართობი მხოლოდ 22 კვ.მ-ია 502 9-ს მოსწონს
|