x
image
ზოგადი განათლება
ილია მეორე – ''ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა'' (იხ. ვრცლად)



პატრიარქი ილია მეორე სამებაში ქადაგებისას კანაფის მოხმარებაზე ადმინისტრაციული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.



image

„ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა“ - ილია მეორე




გთავაზობთ ილია მეორეს მიერ საკვირაო ქადაგებაზე გაკეთებულ განცხადებას:



''ამ ბოლო დროს საქართველოში დიდი მღელვარება შემოვიდა. ეს მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებადართული გახდა ნარკოტიკების მიღება, ნებადართული გახდა მარიხუანას მიღება. ეს არის დიდი შეცდომა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკები ერთ დონეზე არ ჩერდება. რაც დრო გადის ადამიანის ბუნება უფრო მძიმე ნარკოტიკებს ითხოვს და ვეღარ იკავებს თავს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებართვა არის მტრობა ჩვენი ერისა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ეს ნებართვა ნარკოტიკებზე, თვითონ არ არიან თანახმანი, მაგრამ იმდენად დიდია მათზე პრესი, ზეგავლენა, რომ იძულებული გახდნენ ეს დადგენილება გამოეტანათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ნარკოტიკებს დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ნარკოტიკებით ვაჭრობა და ნარკოტიკების მოყვანა. მთავარი რაც არის, ეს გამოიწვევს მეზობელი ქვეყნებიდან ახალგაზრდების ჩამოსვლას - მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნილი ახალგაზრდები და შეიქმნება მთელი ცენტრი ნარკოტიკების. ამიტომ მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებას, ინტელიგენციას და ახალგაზრდობას, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს, გავუფრთილდეთ შვილებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკის ყოველი გასინჯვა დაცემის დასაწყისია. მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაღუპავთ შვილებს, ნუ დაუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა მოგცეთ ძალა და სიბრძნე''



image

იხილეთ ასევე

ა)5 საკვები პროდუქტი, რომელიც საქართველოში პოპულარულია, სხვადასხვა ქვეყნებში კი აკრძალული!

ბ) რატომ არ გაიცემა ნობელის პრემია ლიტერატურაში 2018 წელს?

გ)რატომ არის სიცოცხლისთვის საშიში: ფანტა, კექსი, ნაყიდი ვაშლი...

დ)ქართული ფრაზეოლოგიზმების განმარტებანი

ე)საერთაშორისო კვლევამ 2018 წლის საუკეთესო კომპიუტერული ბრენდი გამოავლინა! კომპანიებმა ეიფლი უკან ჩამოიტოვეს!

ვ)რა განსხვავებაა ამერიკულ და ბრიტანულ ინგლისურს შორის?

ზ)კანაფის საერთაშორისო ასოციაცია კანაფის შესახებ ფაქტებსა და სტატისტიკას აქვეყნებს!

თ) რა შემოსავალს მიიღებს საქართველოს ბიუჯეტი კანაფის ექსპორტისგან?


ი)მართმადიდებელი ეკლესია ქართულ ოცნებას უპირისპირდება და ერის ღალატში ღიად ადანაშაულებს - განხეთქილება იწყება!







0
24
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0