საზოგადოება "მორგში მიცვალებული გამოფხიზლდა და წვეულებაზე წავიდა" 2018, 18 სექტემბერი, 16:15 "მორგში მიცვალებული გამოფხიზლდა და წვეულებაზე წავიდა" საინტერესო და საშიში ისტორია გადახდათ პოლონეთის ერთ-ერთი ქალაქის თანამშრომლებს მორგში. ადამიანი, რომელიც "გარდაცვლილი" იყო ზედმეტი ალკოჰოლის მიღების გამო, მოულოდნელად გამოფხიზლდა და წვეულებაზე წასვლა ითხოვა. როგორც "PatrztuNews" იტყობინება, 31 წლის მამაკაცი მოულოდნელად გახდა ცუდად, გონება დაკარგა და გარდაიცვალა ალკოჰოლური მოწამვლის გამო. გარდაცვალების ფაქტი დაამტკიცეს ადგილზე მისულმა ექიმებმა, რომლებმაც მისი გვამი მორგში გაგზავნეს. მაგრამ ეს არ იყო დასასრული.. მორგში "მიცვალებული" მოულოდნელად გამოფხიზლდა და დახმარებას ითხოვდა. ალბათ ვერც წარმოვიდგენთ იმ თანამშრომლის რეაქციას, რომელმაც გაიგო ხმა, გააღო "მაცივარი" და იქიდან გამოიყვანა "გაყინული, ცოცხალი მიცვალებული".. მან მოითხოვა პლედი, რომ გამთბარიყო და როცა გამოფხიზლდა, უარი თქვა საავადმყოფოში წასვლაზე და წავიდა ღამის კლუბში, სადაც სვამდნენ მისი მეგობრები.. როგორც ცნობილია, ექიმს, რომელმაც მამაკაცი მიცვალებულად შერაცხა, ელოდება სასამართლო მცდარი დიაგნოზისთვის. იხილეთ ასევე: "გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებამ დაახლოებით 70 სახლი იმსხვერპლა" ( ვიდეო ) - რამოდენიმე ქალაქში მოხდა აფეთქვებების სერია, რისი მიზეზიც გაზის გაჟონვა აღმოჩნდა. პოლიციამ უკვე დაახლოებით 70 აფეთქების შესახებ მიიღო შეტყობინება. ხანძრის ჩაქრობაში დაახლოებით 50მდე ეკიპაჟმა მიიღო მონაწილეობა. სახანძრო "შტაბის" უფროსის განცხადებით ეს "არმაგედონს" ჰგავდა - პანიკა, ხანძარი, სახლების ნგრევა და ბოლი განუსაზღვრელი ოდენობით, რომელიც ცას ფარავდა... 215 6-ს მოსწონს
|