x
მეტი
  • 04.07.2024
  • სტატია:135788
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510178
ბიძინა ივანიშვილი ბრალს სდებს
imageევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა ბიძინა ივანიშვილმა.


როგორც საინფორმაციო სააგენტო "პირWელი" იუწყება, ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა კმაყოფილება იმ პოზიცებთან დაკავშირებით, რაც ევროპარლამენტის დეპუტატების გამოსვლებში გაჟღერდა.


თუმცა ჩვენს განსაკუთრებულ ყურედღებას იქცევს ბიძინა ივანიშვილის სხვა პოზიცია - "სააკაშვილმა და მერაბიშვილმა ის ილაპარაკეს, რაც ხელოვნურად ჩაწერეს".

ამ შემთხვევაში, საუბარია სააკაშვილისა და მერაბიშვილის იმ ჩანაწერზე, რომელიც ბოლო დღეებში აქტიურად გავრცელდა ქართველ მომხმარებელთა შორის.

ჩანაწერში სააკაშვილი კმაყოფილებას გამოთქვამს ევროპარლამენტში დებატების მიმდინარეობითა და შედეგებით, არცთუ სახარბიელო ფრაზეოლოგიის მოშველიებით.


თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ჩანაწერის ყველაზე აქტიური გამავრცელებელი იყო ტელეკომპანია "მაესტრო", რომელმაც სათანადოდ დააანონსა ე.წ. "ექსკლუზიური" მასალა, ბუნებრივად იბადება კითხვა:


ასრულებდა თუ არა, ბიძინა ივანიშვილის აზრით, ტელეკომპანია "მაესტრო" ხელისუფლების დაკვეთას, როდესაც ახდენდა ამ ჩანაწერის ფართოდ პოპულარიზაციას?


დასკვნა ყველამ თავად გააკეთოს...

2
295
3-ს მოსწონს
ავტორი:Livingstone
Livingstone
295
  
2012, 7 ივლისი, 14:24
როგორ არ გრცხვენია,აზრზე გეტყობა რომ შენ ხარ,თანაც მაგარ აზრზე.......გეყოფათ,მომავალი არ გაგაჩნიათ?როგორ უნდა ჩახედოთ თვალებში თქვენს შვილებს,შვილიშვილებს?განა ღირს ეს ერთი მუჭა უღირსი ხელისუფალი ამად?მიყვებით და სად?პოლიტიკურ სამარეში?სანამ დროა იქნება დაფიქრდეთ.
2012, 7 ივლისი, 10:12
ივანიშვილი რის ბრალის დამდებია ეს ფილთაქვა.რა იცის ამან რა არის ბრალი და საერთოდ აზრზე არ არის!!!!!
0 1 2