კახეთი ელდარში 40 წლის კაცი გველმა დაკბინა 2018, 16 სექტემბერი, 17:49 დედოფლისწყაროში, სოფელ კასრისწყალში 40 წლის მამაკაცი გიურზამ დაკბინა. ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი საღამოს სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც შემთხვევით ქვეწარმავალს ფეხი დაადგა, გველმა კი ის ფეხის არეში დაკბინა. შალვა გაწირიძე ოჯახის წევრებმა დაუყოვნებლივ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცს ანტიგიურზინის ვაქცინა დაუყოვნებლივ გაუკეთდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი დედაქალაქში გადაყვანის აუცილებლობა მაინც დადგა. კატასტროფის ცენტრის ეკიპაჟმა პაციენტი თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების თქმით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სოფელში, რომელიც რაიონული ცენტრიდან ათეული კილომეტრით არის დაშორებული, წლებია სასწრაფოს ბრიგადის ამოქმედებას ითხოვენ. სოფელში არ მოქმედებს არც აფთიაქი. სოფელი კასრისწყალი ელდარის ზამთრის საძოვრებზეა გაშენებული, რის გამოც ტერიტორია ქვეწარმავლების სიმრავლით გამოირჩევა. კასრისწყალი რამდენიმე ათეული წელია ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის, თუმცა დედოფლისწყაროში მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა, სიახლოვის გამო სამედიცინო თუ საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით დედოფლისწყაროში ჩადის. მუნიციპალიტეტის ცენტრისგან სოფელი 45 კილომეტრით არის დაშორებული. 207 შეფასება არ არის
|