"გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებამ დაახლოებით 70 სახლი იმსხვერპლა"
რამოდენიმე ქალაქში, ბოსტონთან ახლოს, მოხდა აფეთქვებების სერია, რისი მიზეზიც გაზის გაჟონვა აღმოჩნდა. პოლიციამ უკვე დაახლოებით 70 აფეთქების შესახებ მიიღო შეტყობინება. უკანასკნელი ინფორმაციით გარდაცვლილია ერთი ადამიანი ხოლო დაშავებულია თორმეტი. ათასობით ადამიანიიყო ევაკუირებული შტატ "მასაჩუსეტსიდან" სადაც აფეთქებების სერია მოხდა სხვადასხვა ქალაქებში. შემთხვევა მოხდა 13 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში. ხანძრის ჩაქრობაში დაახლოებით 50მდე ეკიპაჟმა მიიღო მონაწილეობა. სახანძრო "შტაბის" უფროსის განცხადებით ეს "არმაგედონს" ჰგავდა - პანიკა, ხანძარი, სახლების ნგრევა და ბოლი განუსაზღვრელი ოდენობით, რომელიც ცას ფარავდა.
ივარაუდება, რომ აფეთქებების მიზეზი არის კომპანია Columbia Gas-ის სისტემაში შეცდომები. ინციდენტამდე კომპანიამ განაცხადა, რომ მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. ადგილობრივებს, რომლებიც სარგებლობენ ზემოთ აღნიშნული კომპანიის ბუნებრივი აირით, პოლიციამ მოუწოდა, რომ საკუთარი უსაფრთხოებისათვის დატოვონ სახლები, ასევე იმათმა ვინც მეზობლად ცხოვრობს ასეთი სახლების. პოლიციელები აგრძელებენ გამოძიებას, იმის დასადგენათ თუ რა გახდა მიზეზი ამ აფეთქებების. როგორც ცნობილია, გარდაცვლილია ერთი ადამიანი - 18 წლის ლეონელ რონდონი, რომლის მანქანასაც სახლის ნანგევები დაეცა.
გთავაზობთ ვიდეოს :
იხილეთ ასევე: