x
image
თამილა გურაშვილი
"..დაფიქრდით,შეჩერდით,ვისაც ეს ეხება და ხელეწიფება,დარჩით ადამიანებად!!!" - ხათუნა მარგველაშვილი

image
ადამიანებო თქვენი გული არ იკუმშება შიშით, როდესაც ტელეფონი რეკავს, ფორსმაჟორი, ნარკო კომა შემოდისო, ფიქრობ მოასწრებ თუ არა...თქვენ არ დასდევთ საავადმყოფოს დერეფნებში ჰალუცინაციებით გაგიჟებულ გოგო, ბიჭებს, სისხლიანი ხელები და ამოგლეჯილი გულები რომ ელანდებათ და ვერაფრით აწყნარებ, არც ტაბლეტების მუჭებითჩამყრელი ახალგაზრდების ატირებული დედები და მამები გინახავთ დაინტუბირებული, აპარატიანი შვილების საწოლებთან..არ იციან გონზე როდის მოვა გულყრებით განადგურებული მათი შვილები..ან მოვა კი საერთოდ?..ჰკითხეთ სასწრაფოს, ემერჯენსის ექიმებს, რეანიმატოლოგებს, ამოიღეთ სტატისტიკა, თუნდაც ბოლო რამდენიმე თვის..წლების წინ თვეები გადიოდა, ნარკანი ვადაგასული ხდებოდა, ამიტომ ვცვლიდით..ახლა დღე არ გავა და, არა ერთი, ბევრჯერ რამდენიმე შემთხვევა დღეში..და ეს, როგორც გვეუბნებიან, მხოლოდ დასაწყისია..
დაფიქრდით, შეჩერდით, ვისაც ეს ეხება და ხელეწიფება, დარჩით ადამიანებად!!!

0
64
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0