x
image
თამილა გურაშვილი
ყველაზე საიდუმლო ადგილები პლანეტაზე,სადაც ვერანაირი რაოდენობის ფულით ვერ მოხვდებით
image
ჩვენს პლანეტაზე არც ისე ცოტა ადგილია, სადაც ჩვეულებრივ ხალხს არ მოუნდემა მოხვედრა. ეს არ არის, მხოლოდ სუპერ საიდუმლო სამხედრო ბაზები. ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით ზოგიერთ საიდუმლო ადგილებს, სადაც სურვილი არ გაგიჩნდბათ, რომ მოხვდეთ.


დახურული ბიბლიოთეკა ვატიკანში


image

სინამდვილეში საუბარია ღია ბიბლიოთეკის დახურულ განყოფილებაზე. ბიბლიოთეკაში შედის ასობით ათასი ხელნაწერი და მანუსკრიპტები, რომელიც შეიცავს რელიგიის მთელ ისტორიას.


მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ არსებობს სპეციალური საიდუმლო განყოფილება, დამალული უცხო თვალისგან, სადაც ძალიან რთულია მოხვედრა. გარდა იმისა, რომ აუცილებელია იყო მეცნიერი და მიიღო სპეციალური ნებართვა, მაინც წარმოუდგენლად რთულია იქ მოხვედრა, თქვენ მაინც არ გექნებათ წვდომა ყველა წიგნზე.

თქვენ მოგეცემათ მხოლოდ იმის წაკითხვის საშუალება, რაზეც გაქვთ ნებართვა. გარდა ამისა, თქვენ არ გექნებათ რაიმე საშუალებით გადაღების უფლება. უბრალოდ წარმოვიდგინოთ ახლა, თუ რა საიდუმლოება შეიძლება ინახებოდეს წიგნებში, რომელიც არ უნდა წაიკითხოს არავინ, თვით ამ განყოფილებაშიც!


ჩრდილოეთ სენტილენსკის კუნძული


image


ეს კუნძული ინდოეთს ეკუთვნის და თქვენ უბრალოდ ვერ ნახავთ მას.იმის გამო, რომ იქ ცხოვრობს აბორიგენთა ტომის მკვიდრნი, რომლებიც კლავენ ყველა უცნობს. მას შემდეგ, რაც რამდენიმე მეთევზე არ დაბრუნდა ამ კუნძულიდან, მთავრობამ აკრძალა იქ წასვლა. მეცნიერთა აზრით, ეს პატარა ტომი სხვა ადამიანებთან კონტაქტში არ ყოფილა 60 000 წლის განმავლობაში!


ჩინური მუზეუმი


image


ერთი შეხედვით გავს ადგილს, სადაც შეიძლება ყველა მოხვდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს, ამ შენობას მუზეუმთან ნაკლებად აქვს საერთო. ფაქტია, რომ ეროვნული უსაფრთხოების მუზეუმი მთლიანად დახურულია უცხოელებისთვის. აქ რომ მოხვდეთ, უნდა იყოთ ჩინეთის მოქალაქე და უნდა გქონდეთ სპეციალური ნებართვა.

მაგრამ რა არის იქ საიდუმლო? ფაქტია, რომ ამ მუზეუმში არსებობს ჯაშუშური მოწყობილობები და თვალთვალის მეთოდები, რომლებიც 1980-იან წლებში იყო. ინფორმაცია ამ წლის შემდეგ ყველასთვის გასაიდუმლოებულია, რადგან ეს ჯერ კიდევ აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ მნახველებს გადაღება ეკრძალება, თავად მუზეუმმა რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. იქ შეიძლება ნახოთ მართლაც საოცარი გამოგონება, ჩვენი დროისთვისაც კი. მაგრამ ეს დაახლოებით 1980-იანი წლებია!


მარცვლეულის შესანახი


image


ამგვარი მიწისქვეშა მარცვლეულის ბუნკერები ნორვეგიაშია, მსოფლიოს მარცვლეულის შესანახ ბუნკერს ასევე უწოდებენ განკითხვის დღის შესანახ ბუნკერს, სადაც შეიძლება შეინახოს მთელი პლანეტის მარცვლეული, რაც დედამიწაზე იზრდება.ის შეიძლება გამოყენებულ იქნას დედამიწაზე რაიმე კატაკლიზმის დროს. მარცვლეულის შესანახი ბუნკერის შესასვლელი ღიაა მხოლოდ პერსონალისთვის.


ოთახი 39


image


ეს ოთახი, უფრო სწორად, განყოფილება მდებარეობს ჩრდილოეთ კორეაში. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია, მრავალი ჭორების თანახმად, ეს ოთახი მდებარეობს დედაქალაქში. სინამდვილეში, ეს არის სახელმწიფო ობიექტი, რომელიც ეწევა უკანონო საქმიანობას. თითქმის არავინ იცის რა საქმიანობას. მხოლოდ წარმოიდგინეთ, რა შეიძლება ხდებოდეს დახურულ ქვეყანაში და დახურულ ოთახში ...













0
490
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
490
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0