x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„ამ გარეწარმა მძღოლმა, რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი, დაახლოებით 2 კმ.ი, სულ რვიანებით იარა" - დარეჯან ლიპარტელიანი

image

ფრთხილად, ქალაქში "მკვლელი ტრაილერი" დადის!

დღეს, სტუმრებთან ერთად მცხეთაში მანქანით მივდიოდი, რა დროსაც მოულოდნელად, ჩვენს სავალ ზოლში, მთელი სისწრაფით შემოვარდა ეს უზარმაზარი, ე.წ. "მკვლელი ტრაილერი"... რომ არა, პროფესიონალი მძღოლის ძალისხმევა, ახლა ცოცხლები არ ვიქნებოდით და საფრანგეთის ტრაგედია, მართლა მონაგონი იქნებოდა... მადლობა უფალს ამისთვის!
ამ გარეწარმა მძღოლმა, რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი, დაახლოებით 2 კმ.ი, სულ რვიანებით იარა, პირველი ზოლიდან, მესამე ზოლში გადახტებოდა და ლამის ამოხოცა ხალხი.... მოკლედ, ტრასაზე ჩვენი პატრონი, მხოლოდ სათვალთვალო კამერები იყო და სხვა მეტი არავინ... ნორმალურ ქვეყანაში, ასეთ მძღოლებს, წესით, გზიდანვე მოხსნის პოლიცია, კიდეც დააჯარიმებს და კიდევაც აუკრძალავს მართვას, მით უმეტეს, ამ ძონძ-ძროხა და უსახურ მანქანებზე, რომლებმაც შესაძლოა, უამრავი ადამიანი იმსხვერპლოს ... მოკლედ, რომ ვერაფერი გავაწყვეთ ამ ურჩხულთან, დავგაზეთ როგორც იტყვიან ხოლმე, გაბრაზებულ გულზე და "ჩავაკარტოჩკეთ", ეს მახინჯი და 'მკვლელი" ნაძირალა... ამის შემდეგ, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მან სიჩქარესა და ცელქობას მოუკლო და ე.წ. რვიანებით არ დადიოდა... ძველებურად არ გვაშინებდა და არ გვაწიოკებდა ის, ჩვენ, საცოდავ და უპატრონო მძღოლებს!...
პ.ს. იქნებ იკადროთ და დაინტერესდეთ შესაბამისი ორგანოები ხსენებული ფაქტით..თუ, მაინც და მაინც უნდა ამოვეჭლიტეთ და გავესრისეთ, ამ მახინჯ და საზიზღარ არსებას???... მაშინ ალბათ, ყველა მობრძანდებოდით და გულზე მჯიღს იკრავდით, აფსუს ეს რა უბედურება მოხდაო?!... ჯვარი გვწერია და მართლა კარგად ვართ, მაგრამ ხომ შეიძლება, ვიღაცამ ადამიანად ჩაგვაგდოს და ნაცვლად იმისა, რომ ფაქტებით დაინტერესდეთ, ნუ გამოვარდებით ახლა, პრესსამსახურის გენიოსები და ნუ დამაწიწკნით თმებს, რაღა შენ უნდა გადააწყდე ყველაფერსო... არა გენაცვალეთ, მარტო მე კი არ ვაწყდები ამ ფაქტებს, სხვაც, მაგრამ მე ვწერ მხოლოდ და ეს გწყინთ თქვენ?!... ხოდა, წყალი დალიეთ, ჩემო კარგებო, გაგრილდებით!
image

0
550
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0