კახეთი დედოფლისწყაროში ბრინჯაოს უნიკალური ნივთები აღმოაჩინეს 2018, 15 სექტემბერი, 11:50 უკვე მეორე წელია, რაც მთა ნაზარლებზე (შირაქი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) მდებარე გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ნაქალაქარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის ლაბორატორიისა და ჰალეს (გერმანია) მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის არქეოლოგიისა და ხელოვნების ინსტიტუტის ერთობლივი ექსპედიცია სწავლობს. მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ნამოსახლარის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური საველე სამუშაოების პროცესში ბრინჯაოს სამეურნეო და საკულტო ნივთები - უნიკალური განძი გამოვლინდა, რომელიც ნაქალაქარის ციტადელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საკულტო ნაგებობის ინტერიერში, დასავლეთ კედელთან იყო დაუნჯებული. აქ აღმოჩნდა 200-მდე ბრინჯაოს მახვილის იმიტაცია, ასევე ბრინჯაოს ნამგლები, აფთები, სატევარები, მახვილები და, რაც ძალზე საყურადღებოა, ბრინჯაოს ორმხრივპირიანი ცული. პროექტის ფარგლებში ნაქალაქარის შესწავლა კვლავაც გაგრძელდება და მეცნიერთა შეფასებით, იქ კიდევ ბევრი საყურადღებო აღმოჩენა გველის. ექსპედიციას აფინანსებს გერმანიის მხარე; კვლევითი პროექტი კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ კიდევ 2007 წელს შემუშავებული საუნივერსიტეტო პროექტის გაგრძელებას წარმოადგენს. 61 შეფასება არ არის
|