x
image
თამილა გურაშვილი
ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ" - რუსეთი აშშ-ს იგორ გიორგაძის განცხადებებზე განმარტებას სთხოვს

image
რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს მი­მარ­თავს გან­მარ­ტე­ბა გა­კეთ­დეს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში აშშ-ს სამ­ხედ­რო და კერ­ძო კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ი­დუმ­ლო ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რებ­დნენ ადა­მი­ა­ნებ­ზე.

ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­რია ზა­ხა­რო­ვამ გა­ნა­ცხა­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში სა­ი­დუმ­ლო ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ტარ­დე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა იგორ გი­ორ­გა­ძემ გა­ავ­რცე­ლა.

„სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, ამ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ ექ­სპე­რი­მენ­ტებს და ცდებს არ უნდა ატა­რებ­დნენ. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს ოფი­ცი­ა­ლურ გან­მარ­ტე­ბას მოს­თხოვს იგორ გი­ორ­გა­ძის მიერ წარ­დგე­ნილ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და მა­რია ზა­ხა­რო­ვამ.


მი­სი­ვე თქმით, რუ­სეთს ეს სა­კი­თხი აწუ­ხებს, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ას­თან მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­შია.

„ჩემი აზ­რით, სუ­ვე­რე­ნულ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა იმი­ტომ არ მო­ი­პო­ვეს, რომ მათ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე უცხო­ელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ბი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ჩა­ა­ტა­რონ. ზუს­ტად ეს ხდე­ბა“, - დას­ძი­ნა მან.

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0