x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
5 წესი, თუ როგორ დავეხმაროთ ბავშვს ახალ სკოლასთან შეგუებაში
image

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, აქტუალური ხდება საკითხი, თუ როგორ უნდა შეაგუოს მშობელმა შვილი ახალ სკოლას ან სკოლაში პირველად შესვლას. სკოლის შეცვლამ მოსწავლეში შესაძლოა პანიკა და ისტერიკა გამოიწვიოს, გაუჩინოს სხვადასხვა შიში და ა.შ. გამოცემა edu.aris.ge მშობლებს სთავაზობს 5 წესს, რომელიც მათ შვილებისთვის სკოლის შეგუებაში დაეხმარებათ.


1. გააცანით სკოლა, მასთან ერთად დაათვალიერეთ შენობა. გაარკვიეთ ბავშვი, სადაა კაფეტერია, ბიბლიოთეკა, საპირფარეშო.


2. განცალკევებით შეხვდით პედაგოგს. ჯობს, სანამ ბავშვს შეხვდება, თავად გაესაუბროთ მასწავლებელს. მიაწოდეთ მას თქვენი შვილის შესახებ მცირე ინფორმაცია: რისი კეთება მოსწონს, რომელ საგნებშია ძლიერი და სად სჭირდება დახმარება.



3. გააცანით ბავშვს სკოლის წესები.


4. დაეხმარეთ, მოემზადოს პირველი დღისთვის – დაძინების წინ დაამშვიდეთ შვილი და უთხარით, რომ მას არაჩვეულებრივი გარემო ელოდება. ეცადეთ, მშვიდად იძინოს. დილით ასაუზმეთ და არავითარ შემთხვევაში არ დააგვიანებინოთ. სასურველია, სკოლაში 20 წუთით ადრე იყოთ, კარგი იქნება თუ გაკვეთილის დაწყებამდე ახალ კლასელებსაც შეხვდება.


5. დაარიგეთ ბავშვი – უთხარით მას, რომ შეასრულოს მასწავლებლის ინსტრუქციები, თუმცა ზომიერება აუცილებელია და მან მეგობრების შეძენაც უნდა დაიწყოს. ასევე, გადახედოს მიცემულ დავალებებს და გაურკვეველი საკითხები ჰკითხოს პედაგოგს.image

0
10
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0