x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
მადლობა მთავრობას ცივილურ სამყაროსთან დაახლოების მცდელობისათვის - IClub Apple fan club

image

მარიხუანის კულტივაციასთან და ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარებით პირდაპირ არის დაინტერესებული, გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და გავაკეთოთ განმარტება !

პირველ რიგში მივესალმებით ცივილური სამყაროს ნაწილთან მიერთებას და მთავრობის ინიციატივას, მარიხუანის კულტივაციასა და რეალიზაციასთან დაკავშირებით, არც ერთ ცივილურ ქვეყანაში არ არის ტაბუდადებული მარიხუანაზე და მეტიც, მხოლოდ წინა საუკუნეში ჩარჩენილი, გაღარიბებული და ძალზედ დაბალი “IQ” -ის მქონე ქვენებშია აკრძალული მარიხუანა !

მეორე - ეკონომიკური ინტერესი და შემოსავალი ძალიან მნიშვნელოვანია და საჭირო, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება, ჩვენის აზრით, მარიხუანის კულტივაცია–რეალიზაცია თუ მხოლოდ სახელმწიფოს ბიუჯეტი იქნება მიმღები, მოგვცემს უამრავი საჭირო პროექტის დაფინანსების საშუალებას, ამ სფეროდან მიღებული დამატებითი შემოსავალი ბიუჯეტისათვის საჭიროა მაგალითად იმისათვის, რომ აიწიოს განათლების დონე, დაფინანსდეს ბევრად აქტიურად სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, გაიზარდოს პენსიები და მინიმუმ, რუსულ პენსიას გაუტოლდეს (რუსეთში 300$ -400$ ია), აუცილებელია წახალისდეს შობადობის ზრდა და ყოველ მესამე შვილზე სახელმწიფომ აჩუქოს მშობლებს სოლიდური თანხა (რუსეთში 10 000$ ია და იქნებ ამდენი შევძლოთ ჩვენც) მინიმუმ 10 000$ მესამე შვილზე, 15 000$ მეოთხე შვილზე, 20 000$ მეხუთე შვილზე და ასე ყოველ მომდევნოზე +5000$ და გარდა ამისა, ყოველთვიური სოლიდური დახმარება, რომ ხელი შევუწოთ ჩვენი ერის სწრაფ გამრავლებას !


მესამე - მთავარი საკითხია აქ კანონმდებლობა და რეგულაციები კულტივაციის, არ შეიძლება კულტივაცია დაშვებული იყოს მონოპოლიზირებული ჯგუფისათვის და საზოგადოების და ბიზნესის ფართო წრეს უნდა შეეძლოს აღნიშნულ პროექტში ჩართულობა, არის მხოლოდ ორი საშუალება, ერთი - სახელმწიფოს შემოსავალი უნდა იყოს აქციზით რომელიც იქნება ძალიან მაღალი (გრამი 10 ლარი), ან მეორე - სახელმწიფომ უნდა შექმნას შპს და თავად სახელმწიფომ მოახდინოს ოპერირება და აღნიშნული შემოსავლის პირდაპირ ბიუჯეტში მიმართვა ! დაუშვებელია სხვა მესამე ვარიანტი - მაგალითად კერძო მონოპოლიზებულმა ჯგუფებმა და მხოლოდ მცირე რაოდენობის ბიზნესმენებმა ჩაიგდონ ხელში აღნიშნული სფერო და ფული ბიუჯეტის მაგივრად წარდინდეს მათ პირად ანგარიშებზე, ამას საზოგადოება არ დაუშვებს! ჩვენ ვფიქრობთ რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება, სახელმწიფომ შექმნას შპს, რომელიც პირდაპირ ბიუჯეტზე იქნება მიბმული, მთელი შემოსავალი კი მხოლოდ ბიუჯეტში შევიდეს ! კონტროლიც მაინც სახელმწიფოს პრეროგატივაა და მთლიანად სახელმწიფომ უნდა აითვისოს ეს სფერო, როგორც მისი კონტროლის, ისე შემოსავლის თვალსაზრისით !

მეოთხე- აუცილებელია გამოიყოს სპეციალური ზონები, სადაც გაიყიდება მარიხუანა, როგორც ცივილურ ქვეყნებშია, რადგან
შემოვიდეს ტურისტების დიდი რაოდენობა, რაც გამოიწვევს ყველა იმ სფეროს განვითარებას, რასაც ტურისტები ეხებიან, მაგალითად სასტუმროების, რესტორნების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და საშუალებების, ტაქსების, ტურისტული რეგიონების, მაღალმთიანი რეგიონების, მაღაზიებისა და სუპერმარკეტების ამუშავებას, ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდას და ამ დარგის გაცოცხლება განვითარებას და შესაბამისად ამ სერვისებზე მოთხოვნის გაზრდა გამოიწვევს სხვადასხვა ქარხანა–ფაბრიკების ამუშავებას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანის წახალისებას, რადგან პროდუქციაზე მოთხოვნა მათზე ფასის ზრდას და შესაბამისად მიწოდებაზე ზრუნვას განაპირობებს, დაიწყება სასტუმროების მშენებლობა, სასტუმროს ასაშენებელი მასალების ქარხნების გახსნა, მაღაზიების გახსნა და ადამიანების დასაქმება და სხვა უამრავი ძალზედ დიდი და მრავალფეროვანი დარგების გაცოცხლება განვითარება, შესაბამისად დასრულდება ყველა კორპუსის მიმდებარედ ახალგაზრდების სპირტის ბოთლებით სირბილი და დილიდან საღამომდე ქეიფი, როდესაც იქნება ქარხნები და როდესაც ახალგაზრდებს ექნებათ განათლება, თუმცა ამ ყველაფერს ფულის და შემოსავლის გარეშე ვერ გავაკეთებთ და სწორედ ეხლა არის საჭირო და აუცილებელი ქვეყანაში ტურისტების გასამმაგება და თანხის შემოდინება, რომ ადამიანები დასაქმდნენ, რომ ადამიანების განათლების დონის ამაღლება შევძლოთ და რომ იცოდნენ, მარიხუანა არის ტურისტებისათვის და არა მათთვის და ისინი ამას გაიგებენ, რადგან ჩვენ ჭკვიანი ერი ვართ !

და ბოლოს - ტურისტიც და ჩვენი მოქალაქეებიც, ვისაც უნდა, ყველა ეწევა და უმეტესობას დათესილი აქვს, სწორედ ეხლა არის აუცილებელი ლეგალიზაცია რომ მოხდეს მიწისქვეშეთიდან და დახლისქვეშეთიდან კანონიერ ჩარჩოში მოქცევა, არც ახალგაზრდობა დაგვეხოცება საშინელი ქიმიური მინაერთებით, არც აკრძალული ხილი იქნება გემრიელი, ქვეყანას შემოსავალი გაუჩნდება და ადამიანები დასაქმდებიან, შესაბამისად, არ მოიხმარენ მარიხუანას (ვისაც მოხმარება უნდა, ეხლაც მოიხმარს თავისუფლად ), განათლების დონე აიწევს და ბოლოს და ბოლოს, დავემსგავსებით ცივილურ საზოგადოებას !

მთავარია, მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ავტოტრანსპორტის მართვა იყოს სსკ–ის წესით დასჯადი, რომ არავინ გაბედოს ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება!

ყველაზე ბოლოს კი იმასაც გეტვით რომ, ღვინის კულტურის ქვეყნად რუსეთის გარდა, საქართველოს არავინ იცნობს, ცნობენ იტალიას, საფრანგეთს, პორტუგალიას და თქვენ წარმოიდგინეთ, მოლდავეთსაც კი, მაგრამ ამერიკაში არავინ იცის ქართული ღვინო და არც სმენიათ (თითზე ჩამოსათვლელი ადამიანების გარდა)! გარდა ამისა, საქართველო გარშემორტყმულია მუსლიმი მეზობლებით, რომლებიც სპირტიან სასმელს არ გეახლებიან ( იშვიათი გამონაკლისის გარდა), თუმცა მოსაწევზე არასოდეს ამბობენ უარს და ჰოლანდიაში და ევროპის სხვადასხვა ქვენებში ძალზედ დიდ თანხას ტოვებენ, რატომ არ დატოვონ ჩვენთან? იმიტომ, რომ ჩვენს შვილებს ვერ ვაკონტროლებთ? რატომ? არ გვყოფნის იმის შესაძლებლობა, რომ ავუხსნათ, რა არის კარგი და რა ცუდი? რომ ტურისტებისათვის და იმისთვის, რომ უწამლოდ აღარ დაგვეღუპოს ახალგაზრდები თუ მოხუცები, განათლება მიიღონ ადამიანებმა ნორმალური, რომ ოჯახებს ბავშვების გაჩენის და რჩენის საშუალება გაუჩნდეთ? ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ ვართ ჭკვიანი ერი და ჩვენი ახალი თაობისათვის იმის ახსნა თუ რატომ უნდა იყოს მარიხუანა ქვეყანაში ლეგალური და რატომ არ უნდა მოიხმარონ თავად ჩვენმა ახალგაზრდებმა, არ მგონია პრობლემას წარმოადგენდეს, მეტიც, ახლა არის ეს მდგომარეობა, სწორედ რომ დღეს ყველა ეწევა, იმის გამო, რომ არ აქვთ სამსახური, არ აქვთ განათლება, არ აქვთ ინფორმაცია, ხოლო ამ ყველაფრის გამოსწორებისა და შეცვლის საშუალება როგორც ეს ყველა ცივილურმა ქვეყანამ მოახერხა, ისევე და მით უმეტეს, უნდა მოვახერხოთ ჩვენ !

მადლობა მთავრობას ცივილურ სამყაროსთან დაახლოების მცდელობისათვის, იმედი გვაქვს ყველაფერი კარგად იქნება !

პატივისემით iPhone+ ის გუნდი და მისი
დამფუძნებელი მამუკა მარგიშვილი !image



1
51
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
51
  
2018, 14 სექტემბერი, 12:27
ბებია გიცხონდებათ, მარიხუანით გაბრუებულ თაობას ჯანსაღი შვილები გაუჩნდებათ ხომ იცით!!!
0 1 1