სიახლეები ვლადიმერ პუტინი:"რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა"-რუსეთში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები გაიმართა სსრკ-ს დაშლის შემდეგ 2018, 13 სექტემბერი, 16:17 ![]() "ცუგოლის" პოლიგონზე, იმიერბაიკალში, ჩატარდა სამხედრო წვრთნების "ვოსტოკ-2018"-ის ძირითადი ეტაპი, რომელიც ყველაზე მსხვილმასშტაბიანია საბჭოთა პერიოდის შემდეგ. 13 სექტემბერს, სამხედრო მანევრებს თვალს ადევნებდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მანევრები "ვოსტოკი 2018" 11-იდან 17 სექტემბრამდე ჩატარდება შორეული აღმოსავლეთის ზღვის აკვატორიაში, წვრთნებში არა მარტო რუსეთის აღმოსავლეთის და ცენტრალური ოლქების ჯარები მონაწილეობენ, არამედ ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი ჯარი და მონღოლეთის არმია. ![]() "რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, ჩვენ არ გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს აგრესიული გეგმები, ჩვენი საგარეო პოლიტიკა მიმართულია ღირებულ თანამშრომლობაზე ყველა იმ ქვეყანასთან, რომლებიც ამით დაინტერესებულები არიან-აღნიშნა პუტინმა. ამასთანავე რუსეთმა უნდა დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება და თუ საჭიროა დაემხაროს მოკავშირე ქვეყნებს, -დასძინა პუტინმა. სამხედრო წვრთნები "ვოსტოკი-2018" ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ღონისძიებაა 1981 წლის შემდეგ. ![]() 53 4-ს მოსწონს
|