x
image
- ლანა -
''გამიმართლა, რომ დემეთი ჩემი პარტნიორია'' - ინტერვიუ ჯან იამანთან
ამჟამად ქართველი მაყურებელი ეკრანს სერიალ ''ნაადრევი ფრინველის'' გამო ვერ წყდება. სანემის და ჯანის სასიყვარულო ისტორიის პოპულარობა მომხიბვლელმა მსახიობებმა განაპირობა.

სცენარი შემდეგია: ახალგაზრდა გოგონა ოცნებობს, მწერალი გახდეს, თუმცა უსახსრობის გამო მშობლები არჩევნის წინაშე აყენებენ - იშოვოს წესიერი სამსახური ან გათხოვდეს. სანემი მუშაობას სარეკლამო სააგენტოში იწყებს. კომპანიის მმართველს და ფოტოგრაფ ჯანის ის გულში უვარდება. მათი რომანი ჩახლართულია, გოგონას გრძნობებში გამოტეხა არ სურს...

image

ინტერვიუ ჯანის როლის შემსრულებელთან, ჯან იამანთან:

- თურქულ შოუბიზნესში ახალი ლიდერი ხართ. ასეთი მყისიერი წარმატება თქვენმა გარეგნობამ, ათლეტურმა ფიგურამ მოგიტანათ?

მარტო გარეგნობით ვერაფერს გავხდებოდი. უამრავი ადამიანია ჩემზე სიმპათიური. უფალმა როგორიც გაგაჩინათ, ისეთი უნდა მიიღოთ საკუთარი თავი. საზაფხულო სერიალია და ხშირად მიწევს სხეულის დემონსტრირება. ერთმა ფანმა სწორად დაწერა:''ფერარის მანქანა რომ გამოჩნდეს, მაშინ აღარავინ შეგხედავს''. მსახიობობა ბევრ უნარს მოიცავს. ზოგჯერ შენი გამომეტყველება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეგნობა. ეს უკანასკნელი კი ინტელექტს და ემოციებს მოაქვს.


- სატელევიზიო სერიალის რეიტინგი უწინ გამომწვევი ქალების ხარჯზე იწევდა. ახლა ვნებიანი მამაკაცების ჟამი დადგა?

მთავარი ისაა, მსახიობები როგორ მოირგებენ სცენარს. ამ როლისთვის ფიზიკურადაც დიდხანს ვემზადებოდი. ძალისხმევას არ ვიშურებ - კვირაში ხუთი დღე ვბოქსაობ და ვფარიკაობ. ზამთრის თვეებიც სპორტულ დარბაზში გავატარე. ამასთან, ჩემს გენეტიკას უნდა ვუმადლოვდე. პოპულარული მინდა ჩემი შესრულებული როლი კი არ გახდეს, არამედ მე, თავად მსახიობი.image- ხალხი გაკრიტიკებს, მსგავს როლებს თამაშობსო. რას იტყვი?

ეს ხალხი არ უყურებს თურქულ დრამას, ფიქრობენ, ჩემზე ყველაფერი იციან და ამ დროს, არაფერიც არ იციან. ყველაზე მეტად მანაღვლებს, პერსონაჟი განმეორებით არ მოვირგო! Gönül İşleri-ში დიდი ოჯახის ვაჟი, Hangimiz Sevmedik-ში კი სტომატოლოგი ვიყავი. Erkenci Kuş-ში ჩემი გმირი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, ფოტოგრაფია.

- ამბობ, მელოდრამაში თამაში უფრო რთულიაო.

დიახ. დრამა მიადვილდება, თავს კარგად ვართმევ. რომანტიკულ კომედიაში თამაში რთულია, რადგან ერთდროულად მოითხოვს მოქმედებას, სიყვარულს, კომედიას და დრამას. უნდა იყო მტკიცე, მამაკაცური და რომანტიკული.

- ვისაუბროთ თქვენს ახლანდელ გმირზე - ჯან დივითზე.

საუკეთესო პერსონაჟია, რაც აქამდე მომირგია. ბევრ საერთოს ვხედავ. ჯანი განთქმულია თავისი ფოტოგრაფიით, ფული შრომით გამოიმუშავა. ვერ ჩერდება ერთ ადგილას, წელიწადში 11 თვე მოგზაურობს - ვიეტნამი, შრი-ლანკა, კამბოჯა... შემდეგ ხვდება ლაღ გოგონას, განსხვავებული სამყაროდან.

image

- ავანტიურისტია, ხომ?

დიახ. სახიფათო ადგილებში სიარული სჩვევია, ამიტომ აქვს გულ-მკერდზე შრამი. მისი მეტსახელი ალბატროსია - ფრინველი, რომელსაც შეუძლია 80000 კილომეტრი იფრინოს, 7 წელი ჰაერში დაჰყოს; ფრთის სიგრძე 4 მეტრამდეა. სერიალის გმირს მსგავსების გამო აქვს ალბატროსის ტატუ, გულსაკიდი, აქსესუარები. ტატუ ნამდვილს ჰგავს, თუმცა დროებითია; გადაღებამდე ანახლებენ, სცენის მიღმა დიდი შრომა დევს.

- ექსტრემალური სპორტი რეალურადაც გიტაცებთ, არა?

ბავშვობისას, თითქმის სპორტის ყველა სახეობას შევეჭიდე. კალათბურთს უნივერსიტეტში ვთამაშობდი. ბიძაჩემი, ფუატ იამანი Besiktas-ის ტექნიკური დირექტორია; მთელი ოჯახი ფეხბურთშია ჩართული. გადაღებამდე, სერფინგითაც ვკავდებოდი. ექსტრემალური სპორტი ხშირად ზიანის მომტანია. ხელ-ფეხის მოტეხა და სხვა ჩემს პროფესიას არ აწყობს, სიმშვიდე მჭირდება. ახლა უსაფრთხო სპორტით ვკავდები.

- მანამდე თუ იცნობდით დემეთ ოზდემირს (სანემს)?

არა. შეხვედრის პირველივე დღეს მეგონა, ნაცნობები ვიყავით. მის გვერდით თავს კომფორტულად ვგრძნობ; კარგი ადამიანი და ბრწყინვალე პარტნიორია. გადაღებისას უსაზღვრო ენერგიას აფრქვევს.

imageრეჟისორი არ გვზღუდავს, იმპროვიზაცია ჩვენზეა. გამიმართლა, რომ სანემს დემეთი ასრულებს. თუ პარტნიორი არ გერგება, მუშაობა რთულდება და ხარისხიც იკარგება. კულისებში მუდამ ჟრიამულია. ამ გადამღებ ჯგუფთან 2 წელია ვმუშაობ, სერიალ Dolunay-ის ხალხია. დემეთმა ალღო სწრაფად აუღო.

- თქვენი სახელი ისეთი მსახიობი მამაკაცების გვერდით ჩაიწერება, როგორიცაა კივანჩ ტატლიტუგი, ქენან იმირზალიოღლუ, ჩაგატაი ულუსოი...

არასდროს ვიღვიძებ იმაზე ფიქრით, თუ როგორი მომხიბვლელი ვარ. სხვაგან ვიპოვი ჩემს ადგილას, არ მინდა სხვას შევედარო. მე ვარ ადამიანი, რომელიც ცდილობს პიროვნულობის, ორიგინალობის შენარჩუნებას და საკუთარი როლის საუკეთესოდ მორგებას.

0
1058
4-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
1058
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0