x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
რატომ გადაიღო უკანასკნელი ფოტოები ლევან აბაშიძემ იარაღით ხელში? - დღემდე უცნობი წინასწარმტყველური ფაქტი
image მას ვერ შეცვლის, ვერ დააბერებს დრო, სულ ახალგაზრდა იქნება - ეს სტიყვები ხშირად გვესმის ქართული კინოს მარად ახალგაზრდა ლეგენდის, ლევან აბაშიძის შესახებ, რომელიც საქართველომ აფხაზეთთან ერთად დაკარგა..

დღემდე ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც "ფესვების ფინალურ" სცენაზე არ ეტიროს, თუმცა ლევანმა იცოდა, რომ თავისი ცხოვრების მთავარ გატაცებასთან - კინოსთან ერთად პირველ რიგში სამშობლოს ეკუთვნოდა და მის სადარაჯოზე დადგებოდა, თუკი მას დასჭირდებოდა.

image


1992 წელს, აფხაზეთის (რუსეთ-საქართველოს) ომის დროს მას ერთდროულად 3 ფილმში იღებდნენ, ერთ-ერთი ფილმის გადაღება ბათუმში მიმდინარეობდა, როდესაც ლევანმა მოულოდნელად დატოვა გადასაღები მოედანი, 5 სექტემბერს თბილისში ჩამოვიდა და მეორე დღეს მეგობრებთან ერთად წავიდა ომში. ერთი დღის შემდეგ კი ტრაგიკულად დაიღუპა. 7 სექტემბერი ლევან აბაშიძის გარდაცვალების დღეა..


არსებობს ერთი საინტერესო ფაქტი - მისი უკანასკნელი ფოტოების ისტორია, ფოტოები თითქოს წინასწარმეტყველურია, . საინტერესოა, რატომ გაუჩნდა მსახიობს ასეთი სურვილი, რომ კადრი იარაღით ხელში ყოფილიყო? ამ ამბავს ასე იხსენებს თავად ფოტოგრაფი:

image

" ეს არის ლევან აბაშიძის ჩემ მიერ გადაღებული ბოლო ფოტო.. ძალიან უცნაურია.. ლევანთან ვმეგობრობდი. ერთხელ შევუარე სახლში და მთხოვა, ფოტოები გადამიღეო. დავიწყეთ გადაღება და ეს ნაგანი გამოიტანა. მე არ მიყვარს იარაღი და ვუთხარი, რომ შეენახა. მაგრამ არ დამიჯერა, გადამიღეო და აი, ასეთი ფოტო გამოვიდა, ცოტა ამერიკულ სტილში.

ამის მერე მალევე წავიდა ომში და იქ დაასრულა სიცოცხლე. მე კი რაღაც ნიშანივით დამრჩა მისი ბოლო კადრი იარაღით ხელში." - გურამ წიბახაშვილი

image


0
565
1-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
565
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0