x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
გიგა მაქარაშვილი პირდაპირ ეთერში მარიხუანას მოწევის გამო ბოდიშს იხდის
image

2 დღიანი ძალიან მძიმე ბულინგის ტალღის შემდეგ, დადგა დრო, გავაკეთო განმარტება ჩემ მიერ პირდაპირ ეთერში დემონსტრაციული მოწევის ფაქტზე:
ჩემი საქციელი იყო მხოლოდ და მხოლოდ "ბნელებზე" და საშინლად არასამრთლიან ნარკოპოლიტიკაზე გამარჯვების აღნიშვნის მცდელობა. თუმცა ჩემგან სრულიად დაუგეგმავად პირდაპირ ეთერში მოწევა შესაძლებელია მარიხუანის პოპულარიზაციის და პროპაგანდის მცდელობად ყოფილიყო აღქმული, რაც კატეგორიულად არ მინდოდა და ძალიან ვდარდობ.


ბ ო დ ი შ ს ვუხდი ყველა ბავშვს, ვინც ეს კადრები ნახა და იფიქრა, რომ უნდა მომბაძოს.


არ უნდა მომბაძოთ. უბრალოდ, ისე უნდა მოიქცეთ, როგორც საჭიროდ თვლით და უნდა იცოდეთ კანონი, რომელიც უშუალოდ კანაფის მოხმარებას არ კრძალავს.



რაც შეეხება ჩემს საქმეს, დეტალური გამოკვლევის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩემს სისხლში ვერც ერთი აკრძალული ნივთიერების კვალი ვერ აღმოაჩინა და ახლა მხოლოდ მარიხუანის პროპაგანდის ბრალდებით მემუქრება ადმინისტრაციული სასჯელი, რომელსაც თუ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, აუცილებლად გადავიხდი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დეკრიმინალიზაციას და მედარდება იმ მშობლებზე, ვინც საღამოს ეთერში იბერიას აყურებინებს ბავშვებს, სადაც 2 ბნელი და 1 ჩემნაირი დარტყმული განიხილავს ნარკოპოლიტიკას!
წარმატებები ჩვენს ქვეყანასimage

2
283
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
283
  
2018, 8 სექტემბერი, 13:06
ადმინისტრაციული სასჯელიც "გაირტყა"...
0 1 2