x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
რუსი ცნობილი ბალერინის, ანასტასია ვოლოჩკოვას ყველაზე ექსტრემალური "შპაგატები"

image ცნობილი რუსი ბალერინა ანასტასია ვოლოჩკოვა ძალიან ბევრს მოგზაურობს და ამ მოგზაურობისას შანსს არ უშვებს ხელიდან, სხვადასხვა ადგილას ჩაჯდეს "შპაგატში", თუ როგორ გამოსდის ეს, ნახავთ სურათების კოლაჟში, რომელსაც სტატიის ბოლოში ავტვირთავ თქვენთვის, პატივცემულო მკითხველო.
ცნობილი ფაქტია, რომ ცნობილმა ბალერინამ პუბლიკის ყურადღება და მოწონება დაიმსახურა არა მხოლოდ მისი საბალეტო ცეკვებით, არამედ მოგზაურობისას სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნავ ადგილებში "შპაგატში" ჩაჯდომით.
აღნიშნული "შპაგატი" კარგა ხანია უკვე რაც ვოლოჩკოვას, ასე ვთქვათ "სავიზიტო ბარათად" იქცა.
ბალერინა ასევე ძალიან აქტიურობს "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე და ხშირად დებს მისი მოგზაურობების დროს გადაღებულ სურათებს, სადაც ძირითადი ადგილი მაინც მის "სავიზიტო ბარათად" ქცეულ "შპაგატებს" უკავია.
ვოლოჩკოვას თითოეული "შპაგატი" ექსკლუზიურია და სხვადასხვა ადგილებშია გადაღებული, თან საინტერესო ისაა, რომ ვოლოჩკოვას მიერ ატვირთულ თითოეულ სურათს მისი გვერდის ხელმომწერების განსხვავებული კომენტარები მოსდევს - თუ ერთი ნაწილი აღფრთოვანებულია ვოლოჩკოვას "შპაგატებით", მეორე ნაწილი აღშფოთებას ვერ მალავს და ვოლოჩკოვას "შპაგატებს" ცნობილი სახისათვის შეუფერებელ და ვულგარულ ქმედებად მიიჩნევს.
თუმცა უნდა ითქვას, რომ ვოლოჩკოვა არასდროს რეაგირებს ამგვარ კომენტარებზე, ის უბრალოდ იგნორირებას უკეთებს მისი მისამართით გაკეთებულ კომენტარებს.
ბალერინა არ აპირებს "შპაგატში" ჩამჯდარ მდგომარეობაში გადაღებული სურათების ატვირთვის შეწყვეტას, მეტიც, მან ბოლო დასვენების ადგილიდან, კერძოდ კი, თურქულ კურორტზე გადაღებული "შპაგატების" მთელი კოლაჟი ატვირთა თავის "ინსტაგრამ" გვერდზე.
ხანდახან ვოლოჩკოვას სტატუსები ძალზე აგრესიული და გამომწვევია, ხანდახან კი ძალიან თბილი, სადაც ის თავის ხელმომწერებს და საზოგადოებას მოუწოდებს, იყვნენ სხვების მიმართ დადებითად განწყობილნი, რადგან მისი აზრით, პოზიტიური განწყობა გადამდებია და ჯობია გაღიმებული საზოგადოების ნახვა, ვიდრე გაბრაზებული და დამწუხრებული სახის საზოგადოების.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

ანასტასია გალოთდა! ასეთ დასკვნას აკეთებენ მისი მეგობრები და თაყვანისმცემლები















0
606
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
606
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0