ბიოგრაფია გაოცებული ინდოელი - "ვინა ხართ თქვენ, ქართველები...?!" 2018, 4 სექტემბერი, 23:46 ცნობილმა ქართველმა ასტროლოგმა და მწერალმა რამაზ გიგაურმა ასეთი ამბავი მოყვა, რაც თავს გადახდა: "ინდოეთში ყოფნისას უდაიპურისკენ მიმავალ გზაზე, ინდოელი გიდი შემეკითხა: - ალბათ, ქართული ენა ინდო-ევროპულ ოჯახს განეკუთვნება არა? - არა, ქართულ ენას თავისი, საკუთარი ოჯახი აქვს. - რამდენი ხართ ქართველები? მოწკურა თვალები დამცინავად. - საქართველოში დაახლოებით 4.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში ქართველები ვიქნებით ალბათ, ასე 3 მილიონი... - ვუპასუხე მე. - და 3 მილიონ ადამიანს საკუთარი ენობრივი ოჯახი გაქვთ? შეუძლებელია! - შეიცხადა. - დაგუგლე სუშანტ - ვუთხარი მე, რადგან იგი ინტერნეტს აქტიურად იყენებდა. დაგუგლა.. არის ჩუმად, ხმას არ იღებს... იყურება ფანჯარაში... კიდევ დაგუგლა, კითხულობს... ისევ ჩუმად იყურება ფანჯარაში. - რაო? რა წერია? - ვერ მომითმინა გულმა, უცბათ მოტრიალდა გიჟივით: - თითქმის მთელი ევროპის ენები ინდო-ევროპული ენის ოჯახს ეკუთვნის (ინდო-ევროპულს ხაზს უსვამდა ხოლმე) და ვინა ხართ თქვენ - ქართველები, რომ ასეთ მცირე ხალხს ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ? უცებ ამიდუღდა სისხლი: - ჩვენ ქართველები.... - აქ ჩამეხრინწა ხმა და ვეღარ ამოვიღე. თვალები ცრემლით ამევსო, ახლა მე გავიხედე ფანჯარაში. მანქანა მიჰქროდა უდაიპურისკენ და მე გულში ვიმეორებდი: "ჩვენ ქართველები"... ავტორი: თორნიკე ფხალაძე 3026 4-ს მოსწონს
|