x
image
თორ ნიკე
2018 წლის სამეცნიერო აღმოჩენები
1) პირველად ისტორიაში ასტრონომებმა მოახერხეს და ფოტო გადაუღეს ეგზოპლანეტის დაბადების პროცესს ჯუჯა ვარსკვლავის - PDS 70-ის გარშემო. ეს მოახერხა გერმანიის მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა. ამ პლანეტის ვარსკვლავის სისტემა ჩვენგან 370 სინათლის წლითაა დაშორებული. ამ პლანეტას უწოდეს PDS 70b. ფოტოს გადაღება მოხერხდა ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ერთ-ერთი უმძლავრესი ინსტრუმენტის - Very large Telescope (VTL) -ის გამოყენებით.


პლანეტის დაბადების პირველი ფოტო ისტორიაში




2) მეცნიერებმა შეძლეს და გაარკვიეს დედამიწის პირველი გლობალური დათბობის მიზეზი, რამაც დიდი მასობრივი გადაშენება გამოიწვია. დაახლოებით 540 მილიონი წლის წინ დედამიწაზე გამოჩნდნენ ცხოველები, რომელთაც პირდაპირ გამოიწვიეს გლობალური დათბობა, მაგრამ იმდროინდელი დათბობაც კი არ იყო ისეთი სწრაფი და ინტენსიური, როგორიც დღევანდელი ანთროპოგენური ფაქტორებით გამოწვეული დათბობაა. 540 მილიონი წლის წინ დაიწყო ამგვარი პროცესი: ზღვის ფსკერზე გადანაწილდნენ ჭიების და ხოჭოების მსგავსი ციცქნა არსებები, დაიწყო მკვდარი ორგანული მასებისა და გადამუშავების პროცესი, რასაც ბიოტურბაციას უწოდებენ. ამ პატარა ცხოველების ეფექტი იმდენად დიდი იყო, რომ პლანეტარული ცვლილებები გამოიწვია, ვინაიდან ისინი ტრილიონობით იყვნენ და კოლოსალურად დიდ ბიომასას შეადგენდნენ. მათ გამო მთელი დედამიწის ოკეანის ფსკერი ბიოტურბაციულ მდგომარეობაში გადავიდა. ამ პატარა ცხოველთა ევოლუციამ ნამდვილად შეამცირა ჟანგბადის რაოდენობა ოკეანესა და ატმოსფეროში, ნახშირორჟანგისა კი იმდენად გაზარდეს, რომ გლობალური დათბობა დაიწყო.


გლობალური დათბობის მომწყობები 540 მილიონი წლის წინ





3) მილიარდობით წლის წინ ჩვენი გალაქტიკა - "ირმის ნახტომი" შეეჯახა "სოსისის გალაქტიკას" (ასე იმიტომ უწოდეს, რომ მისი ვარსკვლავების მოძრაობის მოდელი სოსისის ფორმას ქმნიდა), რომელიც დაახლოებით 10 მილიარდი მზის მასის იყო. ეს უდიდესი - გალაქტიკური შეჯახება დაახლოებით 9 მილიარდი წლის წინ მოხდა. შეჯახება იმდენად კატაკლიზმური იყო, რომ ჩვენმა გალაქტიკამ ახალი ფორმა მიიღო, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაეწყო და თავისი ჩვეული - ამოზნექილი დისკოს ფორმა დაიბრუნა.


გალაქტიკური შეჯახება




4) ასტრონომებმა ადრეული სამყაროს ყველაზე კაშკაშა ობიექტი აღმოაჩინეს. ეს გალხავთ დედამიწიდან 13 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული კვაზარი, რომელიც წარმოიქმნა მაშინ, როდესაც ჩვენი კონკრეტული სამყარო ჯერ მხოლოდ 800 მილიონი წლის წარმოქმნილი იყო. კვაზარი არის გალაქტიკის ერთ-ერთი ტიპი, რომელში არსებული უსწრაფესად მოძრავი ვარსკვლავებიც გარს უვლიან მატერიით აქტიურად მკვებავ, სუპერმასიურ შავ ხვრელს. ობიექტი აღმოაჩინა რადიოტელესკოპმა - Very Long Baseline Array (VLBA). თავად ამ კაშკაშა კვაზარს კი - PSO J352.4034-15.3373 უწოდეს ასტრონომებმა.


13 მილიარდი წლის,  ჩვენთვის ცნობილი ყველაზე კაშკაშა ობიექტი სამყაროში



5) ახალმა მეგატელესკოპმა MeerKAT -მა მოახერხა და გადაიღო უპრეცენდენტო და ძალიან საინტერესო ფოტო, რომელზეც ასახულია ჩვენივე გალაქტიკის ცენტრი. აქამდე არ ვიცოდით თუ როგორ გამოიყურებოდა იგი. ცეცხლოვანი სურათი გასაოცარ დეტალებში ასახავს რეგიონს, რომელიც გარს აკრავს ჩვენი გალაქტიკის ცენტრში გაწოლილ სუპერმასიურ შავ ხვრელს ჩვენგან სულ რაღაც 25, 000 სინათლის წლის მანძილზე.


ჩვენი გალაქტიკის ცენტრი




ასევე დაგაინტერესებთ:


1) 2018 წლის 5 საინტერესო აღმოჩენა

2) 2018 წლის 3 საინტერესო აღმოჩენა

3) 2018 წლის 4 საინტერესო აღმოჩენა

4) შავი ხვრელების ისტორია

5) ბავშვი სამყაროები - ტრილიონობით ტრილიონი პარალელური სამყარო

6) მარსის ტერაფორმირება ანუ გარდაქმნა საცხოვრებლად ვარგის პლანეტად

7) ნილ დიგრას ტაისონი - ყველაზე საოცარი ფაქტი სამყაროს შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
406
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
406
  
2018, 1 სექტემბერი, 23:19
მშვენიერი ახსნა იყო..ცოტათი გამიქრა უსუსურობის გრძნობა :დდ
2018, 1 სექტემბერი, 23:11
ზოგი ფიქრობს, რომ ადამიანი ამ სამყაროში ერთი პატარა მტვრის ნამცეცია და მეტი არაფერი. ისინი ცდებიან, ვინაიდან სამყარო იმდენად წარმოუდგენლად დიდია, რომ მასში ზომებს მნიშვნელობაც კი ეკარგება. ყველაფერი, რაც ეხება ადამიანებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად, ჩვენი ტვინი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთელი გალაქტიკა იმიტომ, რომ ამ სამყაროში ზომებს კი არა, სტრუქტურულ სირთულეს აქვს მნიშვნელობა. მაგალითად გალაქტიკა კოლოსალურად დიდია, მაგრამ ვერ აზროვნებს (ყოველ შემთხვევაში ეს ნამდვილად არაა დამტკიცებული), აი ჩვენ კი ნამდვილად ვაზროვნებთ. ჩვენ ვართ გზა სამყაროსთვის, რომ შეიცნოს საკუთარი თავი. როგორც დიდ სუფიებს უყვარდათ თქმა: "ღმერთი (სამყარო) იძინებს ქვებში (ვარსკვლავებში, პლანეტებში), სიზმრებს ხედავს ცხოველებში და იღვიძებს ადამიანში." ხოლო ყოველი დაბადებული ადამიანი ცალკე სამყაროა. ;)
2018, 1 სექტემბერი, 22:41
როცა ასეთ ფაქტებს და ციფრებს ვეცნობი, სულ ვფიქრობ, თუ რა უსუსურები ვართ ამ უზარმაზარ სამყაროში :)
0 1 3