ამოირჩიეთ ფოტო, რომელიც ყველაზე მეტად გაშინებთ და თქვენი ყველაზე მოულოდნელი მხარე გამოაშკარავდება!
ეს არის ტესტი, რომელიც გამოავლენს თქვენს შიშებს, ვნებებს და სურვილებს. მზად ხართ გაიგოთ რაღაც ახალი საკუთარი თავის შესახებ?!
აირჩიეთ ადგილი, რომელში შესვლისაც ყველაზე მეტად გეშინიათ.
ესეც შედეგები:
1.
თუკი ამ ყინულის მღვიმეში შესვლა გაშინებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ემოციური სითბო გჭირდებათ. ამ ფაქტის მიუხედავად თქვენ ცხოვრებაში ყოველივე არსებული შეგესაბამებათ თქვენ, კარგად გაქვთ გააზრებული ვინ ხართ, არ ვარდებით დეპრესიაში, როცა ყველაფერი კარგად არ მიდის. ყველაფრის მიუხედავად თქვენ მაინც განიცდით მარტოობის, იმედგაცრუების და მწუხარების შიშს.
საგანძური, რომელსაც ამ გამოქვაბულში ეძებთ სიყვარულია. ალბათ ჯერ ვერ აცნობიერებთ რამდენად გჭირდებათ ეს, მაგრამ როდესაც იპოვით მიხვდებით რამდენს კარგავდით. თუკი უკვე გაქვთ ურთიერთობა, მაშინ სხვა ტიპის სიყვარულთან გვაქვს საქმე. მაგ, იქნებ დროა ცხოველთა თავშესაფარს ესტუმროთ და ფუმფულა ლეკვი აიყვანოთ?!
2.
თუკი შიში ამ საშინელმა გვირაბმა მოგგვარათ, ეს ნიშნავს რომ ემოციური მოგზაურობა გჭირდებათ. ჭუჭყიანი წყალი გვირაბში, თქვენს გონებაში არსებული სიბნელი სიმბოლოა და ნიშნავს, რომ ის გასუფთავებას საჭიროებს. საჭიროა მოიშოროთ ყველა ცუდი აზრი, რათა თქვენი მიზნები უკეთესად დაინახოთ.
განძი, რომელსაც გვირაბში ეძებთ თვითშდაჯერებულობაა. სცადეთ თქვენში მიმდინარე პროცესები სიტყვიერად გადმოსცეთ და დაიმახსოვრეთ რომ ყველაზე ყველაზე ბნელი გვირაბის ბოლოსაც კი არის სინათლე.
3.ამ კედის შესახებ საშინელი აზრები გიჩნდებათ. არ იცით რა გელოდებათ ბოლოში. ის განასახირებს თქვენს მოწყენილობას. თქვენ გაჭედილი ხართ ერთ ადგილას და ელოდებით ვინმეს ვინც გადაგარჩენთ. გჭირდებათ ცხოვრებაზე დაფიქრება და ყველაფრის გაანალიზება.
საგანძური რომელსაც ეძებთ არის მოგზაურობა. გირჩევთ მაქსიმალური დრო გაატაროთ გარეთ, ისწავლოთ ახალი რაღაცები და დატკბეთ ცხოვრებით. რატომ არ დაიწყებთ ახალ მოგზაურობას დაუყოვნებლივ?
4. გაშინებთ ეს ფუღურო? თქვენ სავარაუდოდ ის ადამიანი ხართ, ვინც ოჯახის წევრების და თანამშრომლების გარემოცვაში თავს კომფორტულად გრძნობს.
საგანძური, რომელსაც ფუღუროში ეძებთ არის ცხოვრების მნიშვნელობა. თქვენ შესაძლოა უცნაური შეგრძნებები გეუფლებათ, როცა ცხოვრების არსში ჩაწვდომას ცდილობთ, თუმცა მერწმუნეთ ეს სწორედ ის არის, რასთან გადადგმული თითო ნაბიჯიც კი ბედნიერებასთან მიგაახლოვებთ.
5. თუ გეშინიათ მიტოვებულ შენობაში შესვლა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ძლიერი და ჭკვიანი ადამიანი ანალიტიკური აზროვნების უნარით. თქვენ იღებთ ცხოვრებას ისეთს, როგორც არის. გაქვთ მაღალი მორალური პრინციპები და იგივეს ელით გარშემომყოფებისაგან. კედელი სურათზე სწორედ თქვენი მაღალი სტანდარტების სიმბოლოა, რომელიც ზოგჯერ აშინებს თქვენს გარშემომყოფებს.
ამ სახლში თქვენ ეძებთ ემოციურ კმაყოფილებას. გრძნობთ, რომ წყალივით გჭირდებათ სულიერად და ემოციურად ვინმესთან ღრმა ურთიერთობა გქონდეთ.
6. ამ საშინელი მიტოვებული სახლის გეშინიათ? ალბათ იმიტომ, რომ ეს სურათი არის ყველაზე საშინელი ადგილი, რომელიც შეიძლება წარმოიდგინოთ. თქვენ ხართ დიდი გულის მქონე ადამიანი - გულუხვი, კეთილი და ერთგული. გინდათ დაიცვათ ის, ვისაც უყვარხართ.
ეს ნახევრად განადგურებული სახლი სიმბოლოა თქვენი უუნარობისა რაიმეს გასაკეთებლად. თქვენ ერთი ნაბიჯის გადადგმაც გაშინებთ. საბედნიეროდ ამის შეცვლა შესაძლებელია.
ამ სახლში თქვენ ეძებთ, ანუ ამჟამად ის რაც გჭირდებათ, ეს არის - ფინანსური სიძლიერე. სწორედ ეს განაპირობებს თქვენს კეთილდღეობას.
7. თუკი ეს კიბეები გაშინებთ, ეს ნიშნავს, რომ სიხარულითა და აღტაცებით სავსე სიცოცხლის “შიმშილს'' განიცდით. გაურკვეველი დასასრული კიბისა, სიმბოლოა სიკვდილის შიში.
უფრო მეტიც, ის ფაქტი, რომ ამ კიბეებზე ბევრი ნახმარი ნივთია, აღნიშნავს იმას, რომ თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე გარკვეული პერიოდი დასრულდა და რაღაც უცნობი გელოდებათ.
განძი, რომელსაც ეძებთ, არის ჯანმრთელობა. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მიყევით ჯანსაღ ცხოვრების წესს და მოიშორეთ მავნე ჩვევები.
8. თუ თქვენ გაშნებთ ფოტო, რომელზეც ასახულია მძიმე ლურჯი კარი გარშემორტყმული ქვებით, ეს არც ისე ცუდია. კარი არის ნათელი ლურჯი ფერი - სიმბოლური ფერი ცისა და ზღვის. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა მოიტოვოთ უკან ყოველივე ცუდი მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გამოხვალთ ამ ბნელი სივრციდან. ეს არის ასევე ფერი, რომელიც ხშირად დაკავშირებულია სტაბილურობასთან.
თუმცაღა, მიზნების მიღწევა შეიძლება ზოგჯერ რთულიც იყოს. ობის კვალი ქვებში, “ცივ'' სივრცეში დიდი ხნის მანძილზე ყოფნას გულისხმობს. ეს კი ის ადგილია, სადაც არასდროს არ გინდათ, რომ აღმოჩნდეთ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ საკუთარ თავს შრომისმოყვარე ადამიანად მიიჩნევთ, რომელიც იშვიათად იღებს შესვენებას.
საგანძური რომელსაც ამ კარს მიღმა ეძებთ არის კომფორტი. ხომ არ მოვიდა დრო, რომ შესვენება აგეღოთ?!
რომელმა სურათმა შეგაშინათ ყველაზე მეტად? აღმოაჩინეთ რაიმე საკუთრი თავის შესახებ? გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები!