x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კიბოსთან ბრძოლა – კიბოს უჯრედებს შეუძლია

image


მეცნიერებმა, კიბოს შესახებ, თითქმის ყველაფერი იციან. თუმცა, სპეციალისტებმა, ამ სახიფათო დაავადების სრულად დამარცხება, ჯერ კიდევ ვერ შეძლეს. მაგრამ, თუ კიბოს უჯრედები ორიენტირებულია ირგვლივ ყველაფრის განადგურებაზე, მაშინ რატომ არ შეიძლება, საქმის ისე წარმართვა, რომ ამ უჯრედებმა საკუთარი სახეობა გაანადგუროს?

მსგავსი ექსპერიმენტი ბრიგამის უნივერსიტეტის (Brigham Young University, იუტას შტატი, აშშ) მეცნიერებმა ჩაატარეს და Science Translational Medicine გამომცემლობის ცნობით, მკვლევარებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს, პირველადი, კიბოს განმეორებადი და მეტასტაზური ფორმების მკურნალობის პროცესებში.

«ეს მხოლოდ დასაწყისია. უჯრედებზე დაფუძნებული თერაპია, დიდ პერსპექტივაა, წამლების უშუალოდ, სიმსივნეში მიწოდების თვალსაზრისით. ჩვენ შეგვიძლია კონფიგურაცია შევუცვალოთ კიბოს უჯრედებს და კიბოს წინააღმდეგ სამკურნალოდ გამოვიყენოთ! გარდა ამისა, ის შეიძლება, გამოყენებული იქნას ყველა სახის კიბოს უჯრედების წინააღმდეგ» – განაცხადა შრომის ერთ–ერთმა ავტორმა ჰალიდ შაჰმა

ასეთი შედეგის მისაღებად, მეცნიერთა ჯგუფმა 2 მეთოდი შეიმუშავა. პირველ შემთხვევაში, სპეციალური სიმსივნური უჯრედები ნულიდან იყო «აწყობილი». მეორე შემთხვევაში კი, CRISPR–ის (დნმ-ის თანმიმდევრობის განმეორებითი ჯგუფები) გამოყენების წყალობით, ექსპერტებმა იგივე გააკეთეს, მაგრამ უკვე არსებული სიმსივნის უჯრედებით. შედეგად, ორივე ტიპის უჯრედმა, ორგანიზმში შეყვანის შემდეგ, მიგრაცია სიმსივნის მიდამოებში მოახდინეს და მისი «შთანთქმა» დაიწყო. და უფრო მეტიც, კიბოს განადგურების შემდეგ, «სიმსივნის საწინააღმდეგო სიმსივნე» თვითგანადგურების მექანიზმსაც რთავს და ნაწილებად იშლება.

«ჩვენი კვლევა ადასტურებს, რომ სიმსივნის უჯრედებს, როგორც კიბოს საწინააღმდეგო თერაპიულ საშუალებას, დიდი პოტენციალი აქვს. ახალი მეთოდის გამოყენება, მაშინაც კი შესაძლებელია, როდესაც სიმსივნემდე წამლის მიწოდება რთულია» – ამბობენ კვლევის ავტორები.


image

სხვა სიახლეები:


* რატომ არ მიიღეს ებრაელებმა ქრისტიანობა?

* სტალინის ორეულები

* სად გაქრა ომის შემდეგ, გესტაპოს უფროსი ჰაინრიხ მიულერი?

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
115
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0