სიახლეები "კალაშნიკოვმა" წარმოადგინა TESLA-ს კონკურენტი "იჟ-კომბის"ბაზაზე 2018, 27 აგვისტო, 13:34
«Армия-2018-ის ფორუმის ფარგლებში კონცერნმა "კალაშნიკოვმა" წარმოადგინა ახალი ელექტრომობილი, რომელიც საბჭოთა "იჟ-კომბის" ბაზაზე არის დამზადებული, კონცერნის მტკიცებით, ახალი ავტომობილი"გვერდით დაუდგება ელექტრომობილების მსოფლიო ლიდერებს და კონკურენციას გაუწევს თუნდაც Tesla-ს".
ელექტრომობილის "CV-1 "Калашников"-ის ტექნიკური მახასიათებლები შემდეგია:100 კილომეტრს სიჩქარეს კრიფავს 6 წამში, ნომინალური სიმძლავრე 250 კილოვატია, გადაადგილების მაქსიმალური მანძილი-350 კილომეტრი.
CV-1-ის სიტემაში გამოყენებულია მოდულის მართვითი კვების ელემენტები, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს 2000 ამპერს(პერსპექტივაში 3000 ამპერს) და ელემენტების ბალანსირების სისტემა, აგრეთვე პანელის საერთო გამომთვლელი, რომელიც აკონტროლებს ძრავის მდგომარეობას, ინვენტორს და ბატარეას.
ამ სიახლემ ხუმრობის ხასიათზე დააყენა სოციალური ქსელის მომხმარებლები:ჯერ ავტომობილის რეტრო დიზაინის გამო და მეორეც ის, რომ CV-1 "Калашников"-ი კონკურენციას გაუწევს TESLA-ს. 396 4-ს მოსწონს
|