x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
მშობლების საყურადღებოდ: რა საფრთხეებს შეიცავს საზაფხულო ბანაკები!
image

მშობლების საყურადღებოდ: რა საფრთხეებს შეიცავს საზაფხულო ბანაკები!
* * *
რა ხდება საზაფხულო ბანაკებში

ბავშვთა უფლებების დაცვის
საზოგადოების თავმჯდომარეს
ბ-ნ გურამ ფალავანდიშვილს
ფასანაურის შ. ნადიბაიძის ქ. 417
მცხოვრები ბადრი დავითურის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


მოგახსენებთ, რომ დაბა ფასანაურის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე, ჩემი შვილი დავით დავითური, სკოლის ხელმძღვანელმა და დუშეთის ე.წ. რესურს ცენტრმა ა/წ 27 ივლისს გააგზავნეს საგარეჯოს რ-ნი სოფ. მანავის სამხედრო ბაზაზე არსებულ სპორტულ შემეცნებით საზაფხულო ბანაკში ერთი კვირით. სადაც მათივე თქმით ბავშვებს ექნებოდათ შესაძლებლობა მიეღოთ განათლება. ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება.

როგორც მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მწუხარებით მინდა ავღნიშნო რომ აღნიშნულ ბანაკში სულიერების ასამაღლებელი ფაქტორები არ გამოვლენილა, პირიქით: ბავშვი ამბობს, რომ უტარდებოდათ ლექციის მაგვარი გაკვეთილები, რომელიც მიდრეკილი იყო მრუშობისკენ, გარყვნილებისკენ და უკუღმართობისკენ.

კერძოდ: 1) ასწავლიდნენ, რომ კაცი უნდა იპარსავდეს ფეხებს, 2) უნდა ეკეთოს საყურე. 3) მამაკაცს უნდა ჰქონდეს კიკინები და ა.შ.

როდესაც ერთ-ერთი წამოდგა და თქვა: “ეს დაუშვებელიაო” ლექციის ავტორებმა, ორმა ქალბატონმა მკაცრი ტონით მიმართა, რომ არასწორად ფიქრობდა და უნდა დამჯდარიყო, ხოლო ჯგუფის ლიდერმა კი უთხრა: არ შეწინააღმდეგებოდა მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაატოვებინებდნენ ბანაკს. ესეთი დაშინება იყო ჩემი შვილის და ალბათ სხვა ბევრი ბავშვის გაჩუმების მიზეზი.

ეს ქალბატონები, რომლებიც ვერ გავარკვიე საიდან იყვნენ, დუშეთის რესურს ცენტრის თანამშრომელმა კითხვაზე თუ ვინ უკითხავდა ამ ლექციებს ბავშვებს მიპასუხა, რომ: მგონი გაეროს წარმომადგენლები იყვნენო.

ზემოთ აღნიშნული ქალბატონები ბავშვებს ათამაშებდნენ სულიერებისთვის ხიფათის შემცველ თამაშებს

კერძოდ: ეკითხებოდნენ ჯგუფს

1) სიგარეტის მოწევა შეიძლება?

თუ მიიღებდნენ პასუხად არა, არ შეიძლება დაფასთან გაყვანილ ბავშვს პირზე აკრავდნენ “სკოჩს”

2) უნდა ილაპარაკო ადმიანმა თუ არა ბევრი?

3) უნდა ქონდეს კიკინა თუ არა კაცს?

არას მიღების შემთხვევაში დაფასთან მდგომ ბავშვს სკოჩვდნენ. კითხვების დასრულების შემდეგ კი ხსნიდნენ სკოჩს და ამბობდნენ დიახ! უნდა მოწიოს სიგარეტი! დიახ! უნდა ილაპარაკოს ბევრი თუ ეს მას უნდა.

ასევე დაფაზე ჩამოწერეს 15 კითხვა. აქედან იმ კითხვებს წარმოგიდგენთ რაც ბავშვმა გაიხსენა.

ვისთან ერთად იმგზავრებდით?

1) გერმანელ რეპერთან.

2) ათეისტთან, რომელიც თავის იდეებს ავრცელებს?

3) ფემინისტთან?

4) რუს მეძავ ქალთან ერთად?

რომელიმე კითხვის არჩევის შემთხვევაში უსვამდნენ უამრავ კითხვას, რას გააკეთებდი? რატომ გინდა მასთან ერთად მგზავრობა? და ა.შ.

ასევე ესაუბრებოდნენ მამაკაცის და დედაკაცის სასქესო ორგანოებზე რომელიც კითხვებიც მათ მიერვე გადაღებულ სარეკლამო ფოტოებზე სჩანს.

მე როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვფიქრობ ამ ბანაკების ასეთი ფორმით არსებობა სახიფათოა გარდატეხის ასაკში მყოფთა სულებისთვის. მათ მშობლებთან შეუთანხმებლად ჩაატარეს ასეთი გარყვნილების შემცველი ლექცია, მე ვადასტურებ, რომ დაირღვა ჩემი და ჩემი შვილის უფლებები, რომ გვცოდნოდა ამის შესახებ, ბავშვს არ გავუშვებდი ბანაკში. ჩემი შვილი 14 წლისაა ჯერ და ამ პრეტენზიის წარმოთქმისას სკოლის დირექტორმა ასეთი პასუხი გამცა: “ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავო, მადლობის მაგიერიაო? ეგ ლექცია ერთხელ ჩაუტარდაო და მორჩაო”.

ასეთივე წერილით მივმართე საპატრიარქოსაც და მოგმართავთ თქვენც რადგან სხვა გზა, სხვა ხსნა არსად ჩანს, ბოდიშის მოხდით მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუშალოთ ჩვენი მომავალი თაობების გარყვნას.

ბადრი დავითური
10.08.2018image

3
111
8-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
111
  
2018, 26 აგვისტო, 15:49
რაკი წერს ეტყობა არაა სიტუაცია სახარბიელო მანდ. :(
2018, 26 აგვისტო, 15:48
აქ როგორც ჩანს არც თუ ისე კარგადაა საქმე
2018, 26 აგვისტო, 14:36
იმ ბანაკში რა ხდება ნამდვილად არ ვიცი, ანაკლია-განმუხურის ბანაკში კი სერიოზული კონტროლია, მეგობრის შვილების სანახავად მისული ბანაკში სტატუსის მიუხედავად არ შემიშვეს, ხილის შეტანაზეც თავაზიანი უარი მი
თხრეს.
ბანაკის ტერიტორიაზე კი ქართული სამხედრო მარშის თანხლებითაა დილის მოწყობა.
0 1 3