საზოგადოებრივი მსოფლიოში ყველაზე მსმელი ქალები უკრაინელები არიან 2018, 25 აგვისტო, 7:03 ![]() უკრაინელი ქალები მყარად დგანან ანტირეიტინგის სათავეში. ამერიკელმა მეცნიერებმა ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან კვლევის შედეგები ცნობილ ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ Lancet.-ში გამოქვეყნეს. ამერიკელი სპეციალისტების გამოთვლით უკრაინელი ქალები საშუალოდ 4, 2 ერთეულ ალკოჰოლს იღებენ დღე-ღამეში, ერთი ერთეული პირობითად 10 გრამ სპირტს უდრის, გამოდის, რომ სტატისტიკურად უკრაინელი ქალები დღეში სვამენ სამ ჭიქა არაყს, ოთხ ჭიქა ღვინის ან ორ კათხა ლუდს. ![]() რაც შეეხება მამაკაცებს, აქ ლიდერობს რუმინეთი, ადგილობრივი მაცხოვრებლები საშუალოდ დღეში 8, 2 ერთეულ ალკოჰოლს მიირთმევენ. ყველაზე ცოტა ალკოჰოლს მოიხმარს პაკისტანი, ბანგლადეში, ეგვიპტე და მაროკო. მთლიანად ალკოჰოლის მოხმარებით კი ლიდერობს დანია, ამა ქვეყანაში მამაკაცების 97, 1% და ქალების 95, 3% მსმელია. ![]() ალკოჰოლით გამოწვეულ სიკვდილიანობის მხრივ ლიდერობს ლესოტო, აქ ყოველ 100 ათასი მაცხოვრებლიდან 145 ლოთობით კვდება, მეორე ადგილზეა რუსეთი-118/100 ათასში, მეოთხეზე უკრაინაა, მეშვიდეზე ბელარუსი. ![]() ყველაზე ნაკლები იღუპება ქუვეითში, ირანში და პალესტინაში-0, 5/100 ათასზე. ამერიკელმა მეცნიერებმა მთლიანად გაანალიზეს 195 ქვეყნის 28 მილიონი მაცხოვრებლის მონაცემები 1990 წლიდან 2016 წლამდე. 226 8-ს მოსწონს
|