საბუნებისმეტყველო ბავშვი «შეკვეთით». შვილისთვის თვალის და თმის ფერის შერჩევა დაბადებამდე 2018, 27 აგვისტო, 9:27 CRISPR-გენომის რედაქტორი არის, რომელსაც შეუძლია ადამიანს დაბადებამდე – მის მუცლად ყოფნის პერიოდში, სერიოზული დაავადებები ააცილოს თავიდან. მაგრამ, რა მოხდება, თუ აღნიშნულ ტექნოლოგიას მხოლოდ სამკურნალოდ კი არა, კოსმეტიკური მიზნებისთვისაც გამოვიყენებთ? სავსებით შესაძლებელია, რომ ახლო მომავალში, ამის შესაძლებლობაც გაჩნდეს. The Independent-ის ცნობით, სენგერის ინსტიტუტის (Wellcome Sanger Institute) მეცნიერებმა (კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი) უკვე საკმაოდ კარგად აითვისეს გენების რედაქტირების ტექნოლოგია და მათ შეუძლიათ, მშობლების სურვილით, ცვლილება შეიტანონ ბავშვის გარეგნობაში. როგორც სტატიიდან ირკვევა, CRISPR-ის გამოყენებით, შესაძლებელია ემბრიონისთვის თვალის და თმის ფერის შეცვლა და თქვენ წარმოიდგინეთ, სიმაღლის კოდირებაც კი. უნდა აღინიშნოს, რომ ადრე, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, ჩანასახის დნმ-ში ცვლილების შეტანა საკმაოდ სერიოზულ მორალუ-ეთიკურ პრობლემად ითვლებოდა და მიუღებელი იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში, სიტუაცია შეიცვალა და ახლა მსგავსი პროცედურები დასაშვები არის. «მე ვთვლი, რომ ადამიანის დნმ-ში ცვლილების შეტანა მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება: I. ეს არ უნდა იწვევდეს დიდკრიმინაციის ზრდას; II. ცვლილებების შეტანამ არ უნდა შეუწყოს ხელი საზოგადოების ფენებად დაყოფას» განაცხადა ბიოეთიკის კომისიის (Nuffield Council of Bioethics) ექსპერტმა პროფესორმა კარენ იუნგმა. მაგრამ, გენური ინჟინერიის ჩარევით, ადამიანის გარეგნობის კორექცია, კამათის და ვნებათაღელვის საფუძველი გახდა, არა მარტო საზოგადოებაში, არამედ, სამეცნიერო წრეებშიც. იდეის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი, «ბავებოს შეკვეთით» შექმნას გაუხსნის კერს: «ეს სირცხვილია. ჩვენთან უკვე 30 წელია მოქმედებს საერთაშორისო აკრძალვა ევგენიკურ (ძვ. ბერძ. εὐγενής — eu-საწყისი. genes-დაბადება. სელექციური შერჩევის გზით კეთილშობი, საუკეთესო ადამიანის დაბადება) გენურ ინჟინერიაზე. მაგრამ, მეცნიერთა ეს ჯგუფი ფიქრობს, რომ მათ ყველაფერი სხვებზე უკეთესად იციან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცედურებისგან, სამედიცინო თვალსაზრისით, არანაირი სარგებელი არ არის» – აღნიშნული საკითხის შეფასებისას, განაცხადა კომპანია Human Genetics Alert-ის დირექტორმა დევიდ კინგმა. Nuffield Council-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჰიუ უიტალის აზრით კი, საჭიროა იმის დადგენა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გენური რედაქტირების უფლების გაცემა და ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება. აღნიშნული ორგანიზაცია, «გენების რედაქტირების კლინიკური უსაფრთხოების დადგენის მიზნით», შემდგომი კვლევების გაგრძელების რეკომენდაციას იძლევა. გარდა ამისა, ის საკითხთან დაკავშირებით, ფართომასშტაბიანი გამოკითხვის და დისკუსიების გამართვას აპირებს, საზოგადოების რაც შეიძლება მეტი ჩართულობით. ყველაფერი კი, იმით დაიწყო, რომ 2012 წელს ადამიანის გენომის შეცვლის CRISPR მეთოდი აღმოაჩინეს, რომლის გამოყენებით, დნმ-ში ცვლილებების შეტანა გახდა შესაძლებელი. CRISPR-ი, საწყის ეტაპზე, გენომის სკანირებას ახორციელებს, დნმ-ის ჯაჭვში საჭირო მონაკვეთის მოსაძიებლად. ხოლო შემდეგ, Cas9 ცილა გამოიყენება დნმ-ში შესაღწევად და გარკვეული ნაწილის ამოსაკვეთად. მეცნიერები ამ მეთოდს, უჯრედებში დნმ-ის დეფექტური მონაკვეთის გამოსავლენად იყენებენ. თუმცა, ექსპერტების აზრით, მისი ეფექტურობის მიუხედავად, თეორიულად არსებობს იმის ალბათობა, რომ დნმ-ის მეტისმეტად დიდი მონაკვეთის ამოკვეთა მოხდეს. რაც, თავის მხრივ, სხვა მნიშვნელოვანი გენების ცვლილების მიზეზი გახდება. შედეგად – შეიძლება ისეთი დაავადება განვითარდეს, მაგ., როგორიც სიმსივნეა. გარდა ამისა, ყველაზე წინააღმდეგობრივი ამ საკითხში ასპექტია, რომელიც ჩანასახის ხაზში დნმ-ის ისეთი ცვლილებების შეტანას ეხება, რომელიც მომავალში, თაობიდან თაობას გადაეცემა. მიუხედავად იმისა, რომ CRISPR უკვე გამოიყენება მუცლადმყოფი ბავშვის ისეთი სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც აუტიზმი, ორგანოების თანდაყოლილი მანკი და სიმსივნისადმი მიდრეკილებაა, გენომის რედაქტორის გამოყენება ჯერ-ჯერობით სისტემატურად არ ხდება. თუმცა, ეს მხოლოდ ჯერ-ჯერობით... თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * გენები თუ აღზრდა, რა უფრო მნიშვნელოვანია პიროვნების ფორმირებაში? * ჰომოსექსუალობა აღზრდაზე და გარემოზე არ არის დამოკიდებული – ჰომოსექსუალებად იბადებიან 85 8-ს მოსწონს
|