x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138934
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512508
კალენდრის როლი კაცობრიობის ისტორიაში. როდის დადგება აღსასრული მისი წინასწარმეტყველების მიხედვით?
კალენდარი ჩვენი გაგებით საკმაოდ მარტივი დროის ათვლის სისტემაა, რომელიც იწყება დღეებით, დღეები ქმნიან კვირას, კვირები თვეს, თვეები წელს, წლები საუკენეს – ეს ყველაფერი ქრონოლოლოგიურად დალაგებულია, ითვლება და ინომრება მხოლოდ წლები, დღეები და თვეები ციკლურად მეორდება. ეს არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი კალენდრული სისტემა, რომლის საფუძვლად აღებულია ის დრო, რასაც დედამიწა ანდომებს თავისი ორბიტის გავლას, ანუ მზის გარშემო ერთი წრის გავლას, რაც დაახლოებით 365 დღეს წარმოადგენს, თავისი ღერძის გარშემო ერთი წრისათვის 24 საათი ჭირდება, ეს არის სულ რასაც ჩვენი კალენდარი გამოხატავს, მასში არ არის მთვარის ფაზები ან დედამიწის მდებარეობა სხვა პლანეტების მიმართ, მითუმეტეს მზის სისტემის მდებარეობა გალაქტიკაში.


რაოდენ ცივილიზებულ და თანამედროვე, კონკრეტული წლის, თვის თუ კვირის რომელიმე დღის განმსაზღვრელს არ უნდა წარმოადგენდეს კალენდარი, კაცობრიობის ისტორიაში ყველანაირი მითითებული სტანდარტით ის ქრისტეს შობამდე 5000 წლით ადრე გაჩნდა.








1. მაიას ტომის კალენდარი.

image




მნიშვნელობა არ აქვს რას ფიქრობთ მაიას ტომის კალენდრის არსებობისა და 2012 წლამდე მის წინასწარმეტყველების შესახებ, მთავარია ვაღიაროთ უტყუარი ფაქტი, რომ მისი წარმომადგენლობა და არსებობა დროში, მართლაც საოცარია. (ამ კალენდრის მიხედვით დროის ათვლა 2012 წლის დეკემბრის 21-23-ში მთავრდებოდა).



ეს არის აცტეკების კალენდარი, რომელიც მექსიკის, ქალაქ მეხიკოს ეროვნული ანთროპოლოგიის მუზეუმის განძია და წარმოადგენს უზარმაზარ, წონით 25 ტონა მონოლითურ ბაზალტს. აცტეკებმა მას "კუაუკსიკალის სხივის ბურთი" შეარქვეს (Eagle Bowl Kuauksikalli), თუმცა, ცნობილია როგორც აცტეკების ქვის კალენდარი.


image



მაიას კალენდარი მთლიანად განსხვავებულია ჩვენი კალენდრული სისტემისაგან, ეს არის რთული კომპლექსური სისტემა, რომელიც არა მხოლოდ დედამიწაზე დროის ერთხაზოვან ქრონოლოგიას აწარმოებს, არამედ ამ დროის კავშირს ცნობიერებასთან და ამით ერთადერთი და განსაკუთრებულია დედამიწაზე ოდესმე ან ახლა არსებულ კალენდრებს შორის. მაიას კალენდრის მიხედვით ყოველი დღე უბრალოდ, კვირის, თვის ან წლის მორიგი დღე კი არ არის, არამედ გარკვეული ენერგიის მატარებელი, რომელიც შექმნაში იღებს მონაწილეობას. მოკლედ რომ ვთქვათ, მაიას კალენდარი არის ცნობიერების მიერ დროსა და სივრცეში მოქმედების, მის მიერ რეალობის შექმნის განვითარების პროცესი.


image



არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, თვითონ მაია, ვინც შეინახა ეს წინასწარმეტყველება, და რომლისთვისაც ყოველი 52 წლიანი მრგვალი კალენდრის დასასრული შეიძლება გამხდარიყო კაცობრიობის დასასრული, ამ თარიღს დასასრულად კი არა, დასაწყისად თვლის. სრულდება მხოლოდ დრო, ისეთი როგორიც ვიცით, რადგან სრულდება განვითარების გარკვეული ეტაპი (მაიასთვის კი დროის მდინარება მჭიდრო კავშირშია ქმნილების პროცესთან), ამ პროცესს შეიძლება თან ახლდეს კატაკლიზმები, მაგრამ ეს არ ნიშნავს კაცობრიობის ან დედამიწის დაღუპვას, თუნდაც გარკვეული რაოდენობის ადამიანების ფიზიკური სიკვდილი ამ ეტაპზე, სულაც არ წარმოადგენს მათ განადგურებას, ან განვითარების პროცესიდან ამოვარდნას, რადგან მათი შეხედულებით ჩვენ უკვე დავამთავრეთ განვითარების ციკლი და ამ ციკლისთვის განკუთვნილი დრო, ახლა კი, 2011 წლის 11 ნოემბრიდან გარდამავალ უდროობის დასასრულში ვცხოვრობთ. (არსებობს მრავალი წიგნი აცტეკების- მაიას ტომის ამ კალენდრების შესახებ უფრო დაწვრილებით ცნობებზე, რაც ადვილად გასაგები რომ გახდეს, თქვენს უდიდეს ყურადღებას მოითხოვს, მე კი სტატიას ამ თემაზე აღარ განვავრცობ).






2. ეგვიპტელების ასტრონომიული კალენდარი.imageimage



წარმოადგენს Dunder-ის ზოდიაქოს და მოიცავს ბარელიეფს ჭერამდე, რომელიც მიეძღვნა ოსირისს ქალაქ Dunder-ის Hathor-ის ტაძარში. მოცემულია 12 თანავარსკვლავედი თავისი ნიშნებით, თითოეულიდან კი ფორმირდება 36 დღე და პლანეტები, რაც წარმოადგენს პირველი ვარსკვლავური ჯგუფების სიდიადეს. უძველეს ეგვიპტეში გამოიყენებოდა და ეფუძნებოდა ძირითადად მთვარის ციკლს. სწორედ, ზოდიაქოს ეს ნაწილი იყო დახატული სამხრეთ ეგვიპტის ტაძარ Hathor-ის ჭერზე.

image







3. ძველი რუსული (სლავურ-არიული) კალენდარი.image






4. დაახლოებით 1383 წელს ქ.შ-მდე ინგლისში ასტროლაბით (ძველებური კუთხსაზომი ხელსაწყო) შექმნილი კალენდარი.image






5. უძველესი ინდური კალენდარი. ორიგინალი Codex Borbonicus 1507.image






იხილეთ აგრეთვე:


დროის 10 საიდუმლო, რომლებიც დღემდე იდუმალ ჩიხშია (ნაწილი1)image





დროის 10 საიდუმლო, რომლებიც დღემდე იდუმალ ჩიხშია (ნაწილი2)image





4 მიზეზი, თუ რატომ გადის დრო ასე სწრაფად მას შემდეგ, რაც გავიზარდეთ!image






დროის ოპტიმიზირების 10 საუკეთესო საშუალება, რომელიც გაგიადვილებთ ყოფასimage


1
303
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
303
  
2018, 5 სექტემბერი, 12:45
მაგარია, კოლხური ფესკოს გაშიფრვა ნელა, მაგრამ როგორც ვიცი წინ მიიწევს, საინტერესო იქნება საბოლოო დასკვნა...
0 1 1