x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
მეგა პროექტების ქალაქი - 5 რამ, რის ნახვასაც მხოლოდ დუბაიში შეძლებთ!

დუბაი არის არაბთა გაერთიანებული საემიროების ყველაზე ხალხმრავალი და განვითარებული ქალაქი. დუბაი მდებარეობს სპარსეთის ყურის სამხრეთ–აღმოსავლეთ სანაპიროზე და ერთ–ერთია იმ შვიდი საამიროდან, რომლებიც ქვეყანას ადგენს. დუბაი მსოფლიოს წინაშე წარდგა, როგორც გლობალური ქალაქი და ბიზნეს ცენტრი სპარსეთის ყურის რეგიონში. ეს ქალაქი გახდა სიმბოლური თავისი ცათამბჯენებითა და მაღალსართულიანი შენობებით, განსაკუთრებით მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობით – ბურჯ-ხალიფათი.


დუბაის ხსენებაზე ქალაქის ცხოვრების წესი გვიდგება თვალწინ: მილიონერები, ნავთობი, საუკეთესო ავტომობილები და ცათამბჯენები. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის! მეგა-პროექტების ქალაქში თქვენ შეგიძლიათ აგრეთვე იხილოთ 5 რამ, რასაც სხვა ვერსად ვერ ნახავთ. წარმოგიდგენთ ამ ჩამონათვალს:



image



1. მსოფლიოს უდიდესი ხელოვნური კუნძული


image


ქალაქის ერთ-ერთ უგრანდეზიულეს მეგა-პროექტს წარმოადგენს ხელოვნური კუნძული - Palm Cumeyra. მხოლოდ ქვიშისგან და კლდებიისგან გაკეთებული კუნძული კოსმოსიდანაც ჩანს, პალმის ხის მსგავს კუნძულზე 10 000 - ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, აქვე გაშენებულია ძალიან ბევრი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საშიშროება კუნძულის ჩაძირვის, ხალხი მაინც ყიდულობს ბინას ამ ხელოვნურ კუნძულზე.




2. ჭკვიანი პალმები


image


სად თუ არა დუბაიში? ქალაქის სანაპიროებზე, ქუჩებში და პარკებში ხშირად ვხედავთ მზის ენერგიით მომუშავე ჭკვიან პალმებს. და რა ფუნქცია აქვს ამ ხელოვნურ პალმის ხეებს? - თუ მობილური ტელეფონის სატენის არ ქონა დუბაიში პრობლემას არ წარმოადგენს, "ჭკვიან პლამებს" გააჩნია მობილურის დამუხტვის ფუნქციები. გარდა ამისა, თუ თქვენ ისარგებლებთ უფასო ინტერნეტით, ტურისტული კატალოგით და ქალაქის რუკით. ჭკვიანი პალმები ადგილობრივების ყურადღებას ნაკლებად იპყრობს, თუმცა ტურისტებს ძალიან აბედნიერებს!




3. 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო


image


მსოფლიოს ნომერ პირველი 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო - Burj Al Arab-ი დუბაიში მდებარეობს. სასტუმრო აშენებულია პატარა კუნძულზე, არის უმაღლესი კომფორტი და ამ სასტუმროდან ჩანს მთლიანად არაბეთის ყურე. როგორ კომფორტს გვთავაზობს Burj Al Arab-ი? - სპეციალური კინოთეატრები, პლაჟები, Rolls Rolyce-ის და ვერტმფრენის მომსახუროება, ჭკვიანი ტელევიზორები, ყველა ოთახში ipad-ი. ეს ჩამონათვალი უბრალოდ რამოდენიმეა იმ მრავალრიცხოვანი მომსახურებიდან, რომელსაც 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო გვთავაზობს.




4. აქლემის ხორცი



image


დუბაის სამზარეულოში აქლემის ხორცი საკმაოდ აქტუალურია, რითაც მსოფლიო ყურადღებას იპყრობს. სხვა წითელ ხორცთან შედარებით, აქლემის ხორცი უფრო გემრიელი და ძვირადღირებულია. რესტორნებში მოსახლეობის 75% აქლემის ხორცს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა შესაძლოა იშვიათ საკვებ პროდუქტადაც გამოვაცხადოთ (ფასიდან გამომდინარე). თუ ოდესღაც მოხვდებით დუბაიში, მიმართეთ რესტორანს, სახელწოდებით - Local House, სადაც შეძლებთ აქლემის ხორცით დამზადებულ ჰამბურგერის მირთმევას.




5. ოქრო ბანკომატებში


image


და ბოლოს... დუბაიში არსებობს ისეთი ბანკომატები, სადაც ფულის ნაცვლად ოქროა. ოქროს ბანკომატებით სარგებლობენ მხოლოდ სუპერ მდიდრები, რომლებიც ალბათ ფულს არც კი ითვლიან!



ბონუსი:


აი რა ხდება კიდევ ამ ქალაქში... ავტომობილები, რომლებიც ტექდათვალიერებას ვერ გადიან...


image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. დღეში მხოლოდ 2 წუთი - კბილების გათეთრება სახლის პირობებში

2. "ქართველო ნუ ყიდი საქართველოს, ანუ რა გველის ჩვენი დღევანდელი ბედოვლათობის გამო" - გურამ ქართველიშვილი

3. 10 რთული წესი, რომლის დაცვა ანტიკური რომის იმპერიაში უწევდათ!

4. 5 ბუნებრივი ფენომენი, რომელიც აპოკალიფსის მოახლოებას გვიმტკიცებს!

5. მიმდინარე წელს დასრულებული, წლის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერები (II ნაწილი)

6. ვაკანსია - უნდა მოუაროთ 55 კატას, პირობები: უფასოდ სახლი, სამჯერადი კვება და 2000 ევრო ხელფასი

7. იაპონური ექსპერიმენტული პროცედურა: რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 1 თვის განმავლობაში უზმოზე წყალს დალევთ?

8. საუდის არაბეთი - 17 უცნაური ფაქტი ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის შესახებ!

9. 18 დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ აშშ ყველაზე "მანიაკი" ქვეყანაა მსოფლიოში!

10. "ბინები დღიურად" და სამარცხვინო სიმართლე!

0
715
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
715
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0