მსოფლიო დონალდ ტრამპი: ანტირუსულ სანქციებს გავაუქმებთ თუ რუსეთი შემდეგ პირობებს დათანხმდება 2018, 21 აგვისტო, 10:03 ![]() როგორც Reuters-ი იუწყება, ტრამპმა ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ მზადაა მოხსნას სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ, თუ რუსეთი აშშ-სთან ითანამშრომლებს. აშშ-ს პრეზიდენტი განიხილავს ანტირუსული სანქციების მოხსნას იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი გადადგამს საპასუხო ნაბიჯებს ისეთ საკითხებზე, როგორიც სირია და უკრაინაა. ტრამპმა ისიც განაცხადა, რომ ამ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე, რომელიც 16 ივლისს ჰელსინკში გაიმართა. შეგახსნებთ, ახალი ანტირუსული სანქციები ძალაში შევა 22 აგვისტოს, შეზღუდვები დაწესდება იარაღის და ორმაგი დანიშნულების საქონელზე, მათ შორის არის ავიანაწილები, ძრავები და სხვადასხვა ელექტრონიკა. ამასთანავე ვაშინგტონმა შესაძლოა სანქციები დააწესოს კომპანია «Северный поток - 2»-ის(მაგისტრალური გაზსადენი რუსეთსა და გერმანიას შორის) წინააღმდეგ, საპასუხოდ მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკვე მზადაა სანქციებისათვის და აშშ-ს არ ეგონოს, რომ ამით "ვინმეს შეიტყუებს საკუთარი თხევადი გაზის ბაზარზე", ხოლო რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა დასძინა, რომ "არავინ აპირებს იგლოვოს ვაშინგტონთან ცუდი ურთიერთობის გამო". 272 5-ს მოსწონს
|