მხატვრობა როგორ ვხედავ სამყაროს უსათვალოდ 2018, 18 აგვისტო, 23:26 ოდესმე წარმოგიდგენიათ, როგორია სამყარო ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც სერიოზული მხედველობის პრობლემები აქვთ? მხატვარმა კეიპ ტაუნიდან, ფილიპ ბარლოუმ იფიქრა ამ საკითხზე და თავისი აზრი საკუთარ შემოქმედებაში გამოხატა. მან შექმნა მთელი სერია ნამუშევრებისა, რომელიც თითქოს ბლარითაა მოცული და ბინდში გახვეული. ამ სურათების დათვალიერებისას გამეღიმა, რადგან ამ არტისტმა თითქოს სამყაროს ჩემი თვალებით შეხედა და შემდეგ ტილოზე გადაიტანა. რთულია როდესაც არცისე შორს მდგომი ნაცნობი ფიქრობს რომ აიგნორებ, მაშინ, როდესაც შენ უბრალოდ, სათვალე სახლში დაგრჩა და ლინზებიც არ გიკეთია. სათვალის სადმე დატოვებისაგან გამოსავალი თითქოს ვიპოვე, როდესაც მისი გულზე დაკიდება დავიწყე, მაგრამ ...
ის მაინც ყველგან მრჩება...
ამ არტისტის ნამუშევრები ნამდვილად ახლოდან დაგანახებთ იმ ადამიანების ბრძოლას სამყაროს წინააღმდეგ ვისაც მიოპია და ახლომხედველობა აწუხებთ (ყველაზე გავრცელებული ფორმები).
ერთი შეხედვით მხატვრის ნამუშევრები წააგავს ცუდად ფოკუსირებულ ფოტო სურათებს. მაგრამ სინამდვილეში ეს ჰიპერრეალისტური ნამუშევრები შესრულებულია ზეთის საღებავებით ტილოზე. ისინი კარგად ასახავენ ბუნდოვან ეფექტებს და ვისაც სურს გაიგოს როგორ ვხედავთ სამყაროს სათვალიანი ადამიანები უსათვალოდ მაშინ ამ ავტორის ეს სერია უნდა დაათვალიეროს...
28 4-ს მოსწონს
|