კინო ზუზუ(ზაზა) ბეჟაშვილი-10 საინტერესო ფაქტი მისი ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან 2018, 18 აგვისტო, 11:29 ***დაიბადა თბილისში 1976 წლის 1 ივნისს, ვერაზე. ***ბავშვობიდანვე სურდა მომღერალი გამოსულიყო, საესტრადო სასწავლებელიც სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით სამსახიობოზე ჩააბარა. ***ზუზუ ბეჟაშვილის პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო ფილმში "გოგონა სლაიდიდან"(2009), სადაც ის მთავარ როლს ასრულებდა. *** 2012 წელს მსახიობს კვიპროსის მეექვსე საერთაშორისო კინოფესტივალზე, "მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის", ფესტივალის მთავარი პრიზი გადაეცა ფილმისთვის "განყოფილება", რომელიც აზერბაიჯანელმა რეჟისორის, ილგარ საფატის დადგმულია. ***2013 წელს ბეჟაშვილმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა უკრაინის, საქართველოს, სომხეთის და საფრანგეთის კინემატოგრაფისტთა ერთობლივი ფილმში "ფარაჯანოვი". ***მსახიობმა უკანასკნელად ითამაშა ერეკლე ბადურაშვილის თურქულ-ქართულ ფილმში "ხიდი", (მთავარ როლში მურატ ილდირიმი)რომელიც საბჭოთა ტერორზე გვიამბობს, ბეჟაშვილმა სურათში "კაკებეშნიკის" როლი შეასრულა, სურათი ეკრანებზე 2018 წლის ბოლოს გამოვა. ***ზუზუ ბეჟაშვილი ერთი ხანობა თამაშობდა პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ***ზუზუ ბეჟაშვილი პირველად ოფიციალურად დაქორწინდა 2018 წელს, მისი რჩეული თამარ ორაგველიძე იყო, რომელიც ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო. ***2015 წელს ინტერნეტით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ:"მგონი, ახლა რომ გარდავიცვალო, უკვე აღარ ექნებათ რეაქცია“-ამბობდა ბეჟაშვილი მაშინდელ ინტევიუში. ***ზუზუ ბეჟაშვილს ყოველთვის სურდა მომღერლობა, გთავაზობთ მის მიერ შესრულებულ სიმღერას, “რა კარგი ხარ სიყვარულო“.(საუნდრეკი ფილმიდან "მხიარული რომანი") იხილეთ აგრეთვე:ქართველი მსახიობები, რომლებმაც 50 წელიც კი ვერ იცოცხლეს2062 7-ს მოსწონს
|