მხატვრობა მხატვარი საკუთარ ნამუშევრებს სიცოცხლეს გახევით ჰმატებს 2018, 17 აგვისტო, 19:52 HuskMitNavn- რაც დანიურად ნიშნავს დაიმახსოვრე ჩემი სახელი, არის კოპენჰაგენელი არტისტის ფსევდონიმი, რომელიც უბრალო შავი პალმით თეთრ ფურცელზე ქმნის გრაფიკულ ნამუშევრებს. მხატვრის სამუშაო თემა და ინტერესის სფერო არის ყველაფერი, ადამიანთა ყოველდღიურობა იქნება ეს, კინო, ანიმაცია თუ ცნობილი ადამიანები. იგი საკუთარ ნამუშევრებზე პატარა ნაწილის ჩამოხევით, გაკეცვით, დაკუჭვითა და დანაწევრებით მათ ანიჭებს სამგანზომილებას და უფრო მეტად რეალურსა და ცოცხალს ხდის მათ. 43 1-ს მოსწონს
|