x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„ვალები დავფარე და როგორც იქნა პლიუსში ვარ, აწი რემონტის ფულს დავაგროვებო" - ტატო ცეცხლაძე
imageდა მაინც რა უცაბედია სიკვდილი.
სამსახურში მისული თანამშრომელი, რომელთანაც დავმეგობრდი მეძახის. რესტორნის უკან გავედით, ტბის პირას ჩავჯექით და მუშაობის დაწყებამდე მუსაიფი გავაბით. რემონტი ჰქონდა და რამდენიმე წუთი ჩემთვის საყვარელ თემაზე ვისაუბრეთ. ვალები დავფარე და როგორც იქნა პლიუსში ვარ, აწი რემონტის ფულს დავაგროვებო, თან ჩემს ბუსუნას (შვილს) რაღაცეებს ვუყიდიო. ჩემი ყოფილი ქმარი კი მეხმარება, მაგრამ მე სულ ვმუშაობდი და ჩემი ფული მინდაო.
მგონი გავცივდიო, დილით ჭაჭები მტკიოდა და ანტიბიოტიკები დავლიეო.
თავს მიხედე-თქო და ისევ დარბაზში დავბრუნდით. მე კომპიუტერთად დავჯექი, ის სტაფთან წავიდა.
10 წუთიც არ იყო გასული დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა.
ლალი იატაკზე იყო გაშოტილი. სახე გაუშავდა, სუნთქვა შეუნელდა.
ყველა მიცვივდა. მე მისვლა ვერ გავბედე და იქვე გავიყინე.
იმის გათვალისწინებით, რომ იდიოტურ მელოდრამაზეც კი მეტირება და პულსაცია და წნევა მიწევს, თავს შემოვუძახე და ვეცადე სხვა რამეზს გადამეტანა ყურადღება.
ეს არც ისე იოლია, როცა ორი თვე, ყოველ დღე ადანიანს ხვდები და დღითი დღე უმეგობრდები, საუბრობ, მსჯელობ...
სასწრაფო მალევე გამოვიძახეთ, თუმცა არ მოვიდა. პოლიციიდან დარეკეს რა მოხდაო, თუმცა არც პოლიცია მოვიდა.
10 თუ 15 წუთი 650 კაციანი რესტორანი ფეხზე დადგა, მაგრამ სასწრაფო მაინც არსად ჩანდა.
ხელში აიყვანეს, კერძო პირის მანქანაში ჩასვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მალევე დარეკეს გარდაიცვალაო.
იმ დღეს სასწრაფო თუნდაც ერთი საათის მერეც კი არ მოსულა.
სტაფი ტიროდა... ზოგი კულისებში, ზოგი ბართან. ისეთი ადამიანი იყო, თუ გაიცნობდი, ქვის გულის მქონეც კი ატირდებოდა.
გულის შეტევის დროს მისი 10 წლის შვილი იქვე კულისებში იჯდა.
ლალი თბილისელი იყო და სეზონურად სამუშაოდ იყო ჩამოსული. ბავშვი ჩემთან მინდა მყავდესო. ნაქირავებ ბინაში ხომ არ ჩავკეტავო და სამსახურში მოყავდა ხოლმე.
ერთ-ერთმა მიმტანმა იყოჩაღა და სასწრაფოდ ბავშვი სასეირნოდ ბულვარში წაიყვანა. ასე ატარეს ბავშვი მანამ სანამ არ მოვიფიქრეთ, როგორც აგვეცილებინა ეს ტრავმა. აბა როგორი სათქმელია 10 წლის შვილისთვის, დედაშენი 5 წუთის წინ შუბლზე რომ გაკოცა უკვე მკვდარიაო.
საბოლოოდ იმ გოგონას გავაყოლეთ ბინაში, ვისთან ერთადაც ჰქონდა ნაქირავები.


მოგვიანებით საათი მომიტანეს. ლალის საათი, რომელიც ეკეთა. დაცემისას გატეხილიყო, თუმცა მუშაობდა.
მოგვიანებით, რომ ვნახე საათი აღარ მუშაობდა. გაჩერდა... გაჩერდა როგორც ლალის ცხოვრება 41 წლის ასაკში.


რესტორანში სტუმრები შემოდიოდნენ, იცინოდნენ, სვამდნენ, ჭამდნენ. სტაფი დათრგუნული, დამძიმებული მაგრამ მაინც აგრძელებდა მუშაობას.
ერთ-ერთ მაგიდასთან სტუმარი აყვირდა, მე 15 წუთია მწვადს ველოდები და არ მომიტანესო. ავუხსენი რაც მოხდა და ბოდიშიც მოვუხადე. გაუქმების ბარათი გარდაცვლილს ჰქონდა და ვერ ვაუქმებთ, ამიტომ სხვა რამეს გამოგიგზავნით საჩუქრადო. არაო, ხმას მოუმატა, მე ეს მწვადი აღარ მინდა და საერთოდ არ გადავიხდი ანგარიშსო. სულ არ მაინტერესებს ვინ გარდაიცვალაო.
საბოლოოდ დაგვემუქრა, აი ნახეთ რა რევიუს დაგიწერთ ფეისბუქზე, სულ გაგათახსირებთო.


რევიუ ვიღას აინტერესებდა, თანამშრომელი და მეგობარი ჩაგვაკდა ხელში.
ეს გუშინ მოხდა. დღეს კი იმ სტუმარს დაბალი შეფასება დაეწერა და რესტორანი გაელანძღა.



განა კომენტარზეა ან 1-იანის დაწერაზე, მაგრამ... მაგრამ ლალისთან ერთად ჩემთვის “სტუმარი ყოველთვის მართალია“ მცნება მოკვდა.imageimage

2
94
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
94
  
2018, 17 აგვისტო, 19:50
ვერ აგინეთ მაგ არაკაცს?
2018, 17 აგვისტო, 18:47
რა პირუტყვი უნდა იყო ასეთი რეაქცია რომ გქონდეს ადამიანის სიკვდილზე...მაგრამ პირუტყვების და საქონლების მეფე ხომ ადამიანია, ორფეხა პირუტყვი
0 1 2