x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ლოურენს კრაუსი - ჩვენი უღმერთო სამყარო გამორჩეულია
ლოურენს კრაუსი - ჩვენი უღმერთო სამყარო გამორჩეულია

ლოურენს კრაუსი არის 1954 წელს დაბადებული ამერიკელი-კანადელი თეორიული ფიზიკოსი და კოსმოლოგი. ის გახლავთ დამფუძნებელი პროფესორი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი დედამიწისა და კოსმოსის კვლევის სკოლისა. ის ძალიან ბევრს მუშაობს, რომ გაზარდოს ხალხის დაინტერესება მეცნიერებით და მეტად გაანათლოს საზოგადოება არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში. არის ცნობილი სკეპტიკოსი და ფსიქიკის და სოციუმის სიჯანსაღის დამაზიანებელი რელიგიური დოგმებისგან, ხალხის გასათავისუფლებლად იღწვის. მან ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა ცხოვრების არსზე და იმაზე თუ რატომაა მოსული ადამიანი ამ ქვეყნად, რატომ ვარსებობთ. აი რა განაცხადა მან:


"მეცნიერების მიერ წარმოდგენილი სურათი არაკომფორტულია, რადგან რაც მისგან ვისწავლეთ არის ის, რომ ჩვენ ბევრად უფრო უმნიშვნელოები ვართ, ვიდრე ამის წარმოდგენა ოდესმე შეგვეძლო. ყველაფერი რომ გაანადგურო, ჩვენი ჩათვლით, ყველა გალაქტიკა და საერთოდ ყველაფერი, რასაც ამ სამყაროში ვხედავთ, მაინც იგივენაირად დიდი იქნება ყველაფერი. ჩვენ იმ მასშტაბებში შეუმჩნეველნი ვართ, იმდენად, რომ ასეთ მასშტაბებს კოპერნიკიც კი ვერ წარმოიდგენდა. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მომავალი მეტად უბედურია. ორი მთავარი გაკვეთილი, რომლის სწავლებაც მიყვარს, არის ის, რომ პირველი: ჩვენ შეუმჩნევლები ვართ და მეორე - მომავალი მეტად უბედურია.

ახლა თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ამან დეპრესიაში უნდა ჩაგაგდოთ, მაგრამ შეგედავებით და ფაქტობრივად ამ ყველაფერმა უნდა გაგაძლიეროთ და განსხვავებულად განუგეშოთ, ვინაიდან თუ სამყაროს არ ვაინტერესებთ და შემთხვევით წარმოვიქმენით სამყაროს შორეულ კიდეში, რაღაც კუთხით ეს უფრო რჩეულებს გვხდის. ცხოვრების აზრი ჩვენს სიცოცხლეში ჩვენვე უნდა შევიქმნათ, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენს მნიშვნელობას. ჩვენ შევიქმენით ევოლუციისა და პლანეტის ფორმირების შემთხვევითობის წყალობით და კარგად უნდა გავატაროთ ეს მოკლე მომენტი მზის ქვეშ. ჩვენ უნდა გავატაროთ ცხოვრების უმეტესობა სინათლეში, ვეცადოთ ვიყოთ ბედნიერები, იმიტომ რომ სულ ესაა რაც გვაქვს. და თუ ჩვენ იმდენად იშვიათები ვართ, რომ ერთადერთი მოაზროვნე, ცივილიზაციის შემქმნელი სიცოცხლის ფორმა ვართ სამყაროში, რაც ძალიან მეეჭვება, ესეც კი, რაღაც კუთხით ნიშნავს, რომ რაც უფრო შეუმჩნეველნი ვართ, მით უფრო გამორჩეულები ვართ. ჩვენ დაჯილდოებულნი ვართ ცნობიერებით, რომელსაც შეუძლია დასვას კითხები სამყაროს წარმოშობის შესახებ და შეისწავლოს სამყარო ყველაზე დიდ მასშტაბებში და გამოსცადოს ყველაფერი, რაც ადამიანად ყოფნას ნიშნავს: მუსიკა, ხელოვნება, ლიტერატურა და მეცნიერება. ჩემთვის ეს ყოველივე სულიერად ამამაღლებელია, რომ არ ვართ შექმნილნი რაღაც მიზნით ვიღაცის მიზნით, რომელიც ზრუნავს ჩვენზე როგორც მანეკენზე ან სიმებით, რომელიც ყველაფერს განსაზღვრავს. ჩვენ განვსაზღვარვთ ჩვენსავე მომავალს და ეს ხდის ჩვენს ცხოვრებას გამორჩეულს.




სტატიის ავტორი: თორნიკე ფხალაძე


წყარო: ქართული სამეცნიერო ფეისბუქგვერდი "Pale Blue Dot"


3
193
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
193
  
2018, 15 აგვისტო, 11:25
რომ გავიგებ, გეტყვი აუცილებლად))))
2018, 15 აგვისტო, 11:21
აბა რა განსაზღვარს ჩვენს მომავალს? :)
2018, 15 აგვისტო, 11:13
მე ვსვამ კითხვებს, მაგრამ ვერ ვიღებ პასუხებს... ,,ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენსავე მომავალს,,? არა მგონია...
0 1 3