საბუნებისმეტყველო ათვლა დაიწყო: NASA-მ მზეზე სამეცნიერო ზონდი გაუშვა 2018, 16 აგვისტო, 9:31 ოთხიოდე დღის წინ, 2018 წლის 12 აგვისტოს, კანავერალის კონცხიდან მზისკენ გაშვებული იქნა მზიდი რაკეტა Delta IV Heavy, რომელმაც მნათობზე ზონდი "პარკერი" უნდა მიიტანოს. აპარატი მზის ორბიტის გარშემო 24 წრეს დაარტყამს და ამ მანევრის დროს მაქსიმალურად მიუახლოვდება მას. რეკორდული მიახლოება მოხდება 7 წლის შემდეგ და ზონდი მზის გვირგვინის შიგნით აღმოჩნდება. სწორედ ამ მომენტს უცდიან მეცნიერები დიდი ინტერესით.
აი რამდენიმე ციფრი, რომელიც ამ ისტორიულ გაფრენას უკავშირდება: - სამეცნიერო-კვლევით ზონდ ''პარკერის'' დამუშავება, შექმნა და გაშვება 1, 5 მილიარდი დოლარი დაჯდა; - მაქსიმალური სიჩქარე, რომელსაც ზონდი განავითარებს, იქნება 700 კმ/სთ; - ორბიტის გარშემო მოძრაობის დროს ზონდი შვიდჯერ შემოუფრენს ვენერას და გამოიყენებს ამ პლანეტის გრავიტაციას მზესთან მაქსიმალურად მიახლოებისათვის; - ტემპერატურა, რომელსაც ზონდი განიცდის მზის გვირგვინში შესვლისას, იქნება 1370 გრადუსი ცელსიუსით; - ზონდს უნარი შესწევს გაუძლოს ამ ტემპერატურას უნიკალური 12 სმ სისქის ეკრანის დამცავით, რომელიც მრავალფენიანი ნახშირბად-პლასტიკისგანაა დამზადებული. "ჩვენ მივემგზავრებით იქ, სადაც აქამდე ვერცერთმა კოსმოსურმა ხომალდმა და რაკეტას ვერ გაბედა მიახლოებაც კი, ჩვენ მივდივართ მზის გვირგვინში, -განაცხადა ჯონ ჰოპკინისის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიის თანამშრომელმა ნიკი ფოქსმა, - ორბიტის ირგვლივ განხორციელებული ყოველი ბრუნისას ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა დავაკვირდეთ მზის ატმოსფეროს და შევისწავლოთ ვარსკვლავების მექანიკა, რაზეც დიდი ხანია ვოცნებობდით''. ზონდს სახელი ამერიკელი ასტროფიზიკოსის იუჯინ პარკერის პატივსაცემად უწოდეს, რომელმაც ჯერ კიდევ 1958 წელს იწინასწარმეტყველა მზის ქარების არსებობა. 91 წლის მეცნიერი "პარკერის" გაშვებას ესწრებოდა და მან შეძლო სეხნიასთან დამშვიდობება. ეს ანიმაციური გამოსახულება გვიჩვენებს, თუ როგორ იმოძრავებს "პარკერი" ელიფსურ ორბიტაზე და როგორ თანდათანობით მიუახლოვდება მზეს. გრავიტაციული ურთიერთქმედება ვენერასთან ზონდს საშუალებას მისცემს შეამციროს გვერდითი მოძრაობები ორბიტაზე და მაქსიმალურად მიუახლოვდეს მზეს. თავდაპირველად გაშვება დაგეგმილი იყო 11 აგვისტოს, მაგრამ რიგითი მოვლენების გამო ის ერთი დღით გადადეს. მაინც რისთვისაა საჭირო მზის გარე გვირგვინის გამოკვლევა?- პირველ რიგში იმისათვის, რომ უფრო ღრმად იქნას შესწავლილი მზის ქარების წარმოშობის მექანიზმი და მიზეზები. ზონდი მეცნიერებს საშუალებას მისცემს გამოიკვლიონ მზის ქარების აჩქარება, დაკვირვება აწარმოონ მზეზე მომხდარ აფეთქებებზე და გვირგვინის ნაწილაკების გამოტყორცნაზე, რომელიც დიდ გავლენას ახდენს კოსმოსურ ამინდსა და დედამიწასთან ახლოს არსებულ საკომუნიკაციო სისტემებზე. მეცნიერები სულმოუთქმელად ელიან მზის ზონდ "პარკერიდან" მიღებულ პირველ ცნობებს. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის და "პარკერი" მშვიდობიანად შეაღწევს მზის გვირგვინში, თუმცა ამ მოვლენის სანახავად არც ისე ცოტა დრო -7 წელია საჭირო. 147 8-ს მოსწონს
|