x
image
მე-ლანქოლიკი
როგორ ექცევა ლიბერთი ბანკი პენსიონრებს

რამდნეიმე წუთის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუქში ნანუკა ბრეგაძე ავრელებს პოსტს, თუ როგორ ექცევა ბანკი პენსიონრებს.

image

პოსტს გთავაზობთ უცვლელად:

ეს ფოტო რამდენიმე წუთის წინ ატენიდან გამომიგზავნეს. მოხუცები 2 საათის შემდეგ ელოდებიან "ლიბერთი ექსპერსის" მანქანას, პენსიების ასაღებად. 5-ის 9 წუთზე დავრეკე ბანკში. ოპერატორი ამბობს 3 საათზე იქ უნდა ყოფილიყვნენ და არ არიანო?! გაგირკვევთო. 13 წუთის შემდეგ სხვა მირეკავს და ახლა იქ არიან და კიდევ 21 აგვისტოს მივლენო. არა, ქალბატონო, არ არიან მისულები და გაარკვიეთ რა დროს მივლენ-მეთქი. ( პირველ ოპერატორს ეგ უნდა გაერკვია, იდეაში ) ამანაც, გაგირკვევთო. კიდევ 2 წუთის შემდეგ მითხრა, სხვა სოფელში არინ, 30-40 წუთი დასჭირდება ატენში მისვლას და მერე თვითონ დარეკავენ მაგ გაჩერებაზე მოასწრებენ თუ არაო მისვლასო. ახლა 6-ის 5 წუთია. 6-ზე წყვეტენ მუშაობას. ატენის პირველ გაჩერებაზე მისულია თუ არა მანქანა არავინ იცის. ეს ფოტო მეორე გაჩერებაზეა გადაღებული. პირველზე რომ მივლენ, იქ ხომ პენსიის დარიგებასაც დრო უნდა. ანუ ეს ხალხი, ოოორი საათიდან რომ იქ ყურყუტებს, დღე პენსიის აღებას თუ ვერ მოასწებს ეს მანქანა ატენში 21 აგვისტომდე აღარ მივა.
P.S.მაგალითად, აქედან, ერთ-ერთი 83 წლის არის და დღეს, პენსია რომ აიღოს, წამლების საყიდლად გორში ვეღარ წავა ტრანსორტის გამო და საერთოდ თუ ვერ აიღოოოო....
p.s. და რამდენ სოფელშია ახლა ანალოგიური სიტუაცია?!


4
162
3-ს მოსწონს
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
162
  
2018, 17 აგვისტო, 7:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 15 აგვისტო, 11:06
გეთანხმებით!!!!!!
2018, 14 აგვისტო, 21:38
როგორც ყველა ბანკი,ესენიც წურბელები და უთოფო ყაჩაღები არიან.პენსიონერებს წინასწარ აღებულ პენსიაში 80%-ს ახდევინებენ,თანაც,პენსიონერს უფლება არა აქვს ფულის შოვნის შემთხვევაში დროზე ადრე გადაიხადოს კრედიტი.
0 1 4