სულის შემძვრელი ისტორია - წერილი ემიგრანტ დედას ქალიშვილისაგან...წერილი ეწერა დღიურში, რომელიც იპოვეს საბერძნეთის აეროპორტში. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა და გადაწყვიტეს ამ სტატიის გავრცელება.
– დედა... მე ხომ სულ რაღაც თვეების ვიყავი, როცა ჩემი დატოვება მოგიხდა და გადახვეწა სხვა ქვეყანაში. მაშინ როდესაც უსუსურ ჩვილს დედა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მე შენს გარეშე დავრჩი...როცა პირველად რაღაც ბგერები შევაკოწიწე, ჩემი პირველი სიტყვა"დედის"
ნაცვლად ბებო ყოფილა.ბებო რომელიც ზრუნავდა ჩემზე...მერე ათასჯერ დავცემულვარ მუხლები გადამტყავებია...თუ სხვა პატარები ასეთ დროს ვაიმე დედას იძახდდნენ .მე ვაი ბებოს ყვირილი მიწევდა...ვეგოსიტობდი როცა დედებს სასეირნოთ მიყავდათ პატარები მათთან ერთად მხიარულობდნენ.მე კი შენი სახის ნაკვთებიც კი არ მახსოვდა დედა...როგორ მაკლდა გულში ჩაკვრა დედის...წამოვიზარდე...მახსოვს უკვე რაღაც საჯანდაბე ყუთთან დამსვეს რასაც კომპიუტერი ერქვა...იმ დროისთვის ბედნიერების ყუთს ვეძახდი, ჩვენი პირველი კონტაქტი სწორედ კომპიუტერის საშვალებით დაიწყო.მერე გახშირდა სკაიპში საუბრები.თითქოს რაღაც სულ მარტო არ ვიყავი მაგრამ მაინც ყოველთვის მაკლდი დედა...
ის დღეც მახსოვს ჩემი პირველ კლასში პირველად სკოლაში წასვლის დღე ყველას თავისი დედა ახლდა ყვავილებით ხელში ამშვიდებდნენ გულაჩუყებულ ბავშვებს რომელთაც ცხოვრების ახალი ეტაპი ეწყებოდათ.მე კი იქაც შენს გარეშე ვიყავი დედა...წამოვიზარდე ბებო შეუძლოდ გახდა ეხლა ბებოზეც მე უნდა მეზრუნა როგორც ბებო ზრუნავდა ჩემზე.ამიტომ სახარბიელო მოსწავლე ვერ დავრჩი დედა ვერ გავამართლე შენი იმედები.ვფიქრობდი როგორ შეგეძლო წლები არ გენახე წლები გეცხოვრა ჩემს გარეშე.ხანდახან მიფიქრია რომ ისე ძალიან არასოდეს მოგნატრებივარ როგორც მე მენტრებოდი დედა...
...წლები გავიდა ბებო გარდაიცვალა მე უკვე საკმაოდ დიდი გოგო ვიყავი.გემუდარებოდი რომ დაბრუნებულიყავი დედა რაღაცას ვიზამდით ოღონდ დაბრუნებულიყავი.შენ იძახდი ცოტაც დედი ცოტაც და ჩამოვალ მშიერი ვერ გამყოფებ გული გამისკდებაო.ნეტა მშიერი კუჯი ყოფილიყო დედა და არ მეგრძნო ის სულიერი შინაგანი შიმშილი სულ რომ მშიოდი და მწყუროდი...მერე აგრესია დამეწყო ჩავთვალე რომ შენთვის სულ ერთი ვიყავი...და ვერა და ვერ ვეღირსე დანაყრებას შენით პირიქით დედა პირიქით ერთხელაც ვერ ჩაგიკარი გულში...
...უბედური დღე დამიდგა ჯოჯოხეთი გავიარე დედა როცა საქართველოში ჩამოასვენეს შენი ცხედარი და მე ვტიროდი უცნობ დედას .მიცვალებულს გიკოცნიდი თვალებს...ვერ გპატიობდი ვერაფრით იმას რომ შენს გარეშე გავიზარდე და შენი სითბო მაკლდა მხოლოდ სიდუხჭირის გულისთვის.
...მაგრამ განვლო წლებმა მე გავთხოვდი არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში.სიდუხჭირეში...დიდ სიტყვებს ვამბობდი ჩემს შვილს ვერასოდეს დავტოვებ თქო, მაგრამ მე შენი გზას დავადექი დედა.გზას რომელიც შენ გაიარე...ახლა როცა აეროპორტში ვზივარ და უკვე დედის გადმოსახედიდან დედის შინაგან განცდებს ვიგებ მრცხვენია რომ მეგონა რომ არ გიყვარდი...ეხლა ვხვდები რა მყკივნეულია რა მწარეა როცა გულიდან იგლეჯ თოთო ბავშვს...წინასწარ იცი ვერ გაიგებ მის პირველ აღუს, პირველ "დედას"ვერ იბედნიერებ მისი პირველი ნაბიჯების მზერით.ცრემლები მახრჩობს და ჩემში მოკვდა ადამიანი ეხლა რკინის მანქანას ვგევარ რომელმაც ემოციის და სისუსტის უფლება არა აქვს რომ ოჯახი არჩინოს, რომ მისი შვილი დანაყრებული იძინებდეს, რომ ოჯახი გადარჩეს...
დედა ეეხლა ვხვდები რა ჯოჯოხეთიც გამოგივლია ჩემთვის...
...შენი ყოველი დღე წარმოვიდგინე ჩემს გარეშე დედა და ლამის გული გასკდა იმდენად მწარეა ამ ყველაფრის წარმოდგენა...მაგრამ მე სუსტი დავრჩი ძალიან სუსტი რადგან აი ამ წამს გადავწყვიტე რომ წელში რომ გავწყდე მჭადზე რომ გავზარდო, ერთმანეთს არ უნდა დავშორდეთ არავითარ შემთხვევაში...
მე ვერ დავრჩი შენებრ ძლიერი დედა მადლობა იმისთის რომ ასე გიყვარდი...თავი გაწირე გული გაგისკდა დარდით დედა ეს იყო შენი სიკვდილის მიზეზი.
მე კი არ მინდა დავშორდე დავაობლო ჩემი შვილი ალბათ გამიგებს დედა ...ალბათ გაუძლებს დედა“, ალბათ გაუძლებს სიდუხჭირეს ერთად ყოფნისთვის...
დედა ეს სიტყვები მინდა ზეცამდე ამოვიდეს მინდა მიხვდე რომ აქ აეროპორტში უკვე ნათელი გახდა შენი ტკივილიანი და ჯოჯოხეთური გზა უჩემოდ.გზა რომელსაც ემიგრანტი დედა გადის...შვილებო გაუფრთხილდით დედებს ხელი ჩასჭიდეთ ხმელა პური ჭამეთ და გვერდით იყოლიეთ ამის ფასი
არაფერია.
არ დაგავიწყდეს უთხრათ დედას ძალიან ხშირად :
– დედა მიყვარხარ...
შვილის გაზრდას თუ არ უყურე და მისი ლხინი და ჭირი არ გაიზიარე კაპიკია გამოგზავნილი ევროების ფასი.
შემირცხვენია ის ქართველი ჯანმრთელი მამაკაცი, მეუღლეს მოჯამაგირედ, რომ უშვებს უცხოეთში.
"ცხვირით უნდა მოხნას მიწა და ოჯახი შეინახოს"-ესაა ჩემი კომენტარი.