x
image
თამილა გურაშვილი
რატომ არის საზიანო ცივი სასმელი წყალი და რა დადებითი თვისებები აქვს თბილი წყლის დალევას?
image
როცა ზაფხულის ცხელ დღეებში ცივ წყალს სვამთ, წარმოუდგენელ სიამოვნებას გრძნობთ. რამდენიმე წამში გაგრილების სიამოვნება გაივლის. რა კვალს ტოვებს ეს სიამოვნება? რჩება სხეულის დაზიანებები გაცილებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. რატომ არის საშიში ცივი წყალი?

ცივი წყლის მიღება არღვევს კუჭ-ნაწლავის მონელების პროცესს. ნაწლავების შიდა კედლების მუშაობა ძნელდება. განსაკუთრებით, ცხიმიანი საკვების მერე არის მავნებელი ცივი წყლის მიღება. ამ დროს საკვები კუჭში "აგურივით" ხდება.

ყინულის წყლის ნაწლავის ღრუში მოხვედრა ენერგეტიკულ ცვლილებებზე უარყოფითად მოქმედებს. სხეული ხარჯავს ენერგიას, არა საკვების მონელების პროცესზე, არამედ, ტემპერატურის რეგულირებაზე. საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს დამატებითი სითხის დაკარგვას.

ასევე, ცივი წყალი ხელს უწყობს ლორწოს წარმოქმნას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სხეულის იმუნურ ფუნქციას. ამის მერე კი ადვილი შესაძლებელია, რომ ადამიანი გაცივდეს.


ყოველივე ამისგან განსხვავებით, აღსანიშნავია, რომ თბილი სასმელი წყალი არის ძალიან სასარგებლოა.

1. ორგანიზმის დატენიანება ძალიან დაჩქარებულია.

2. ხდება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების წარმოების სტიმულირება.

3. გაცილებით იოლია საკვების მონელება

4. აუმჯობესებს ნაწლავის მეტაბოლიზმს.

5. აჩქარებს დეტოქსიკაციის პროცესს

6. ეფექტურად იწმინდება სისხლი და შინაგანი ორგანოები (თირკმლები, ღვიძლი)

ასწავლე საკუთარ თავს ოთახის ტემპერატურის წყლის დალევა, უფრო უკეთესი კი თბილი წყალია.

ცოტა ხნის შემდეგ, შეამჩნევთ საჭმლის მონელების პროცესების გაუმჯობესებას და შაქრის მოთხოვნილების შემცირებას. რესტორანში ან კაფეში შესვლისას შეახსენეთ მიმტანს, რომ თქვენ არ სვამთ ცივ სასმელს. ამ ჩვევის მოშლით თქვენ დაეხმარებით თქვენს ორგანიზმს.

1
163
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
163
  
2018, 13 აგვისტო, 18:19
მე მაინც ცივი წყალი მირჩევნია.
0 1 1