x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ მათ არ უნდათ აღმშენებლობა ამ ქალაქში - დარეჯან ლიპარტელიანი

image
„ქვეყნისთვის წყევლად და სევდად ქცეული ნაციონალები, მაინც და მაინც რატომ აპროტესტებენ, ყველაფერს კარგს და საუკეთესოს?“ - ამის შესახებ ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს.


როცა ქალაქში შენდება მწვანეში ჩაფლული და რეკრეაციული ფუნქციებით დატვირთული საგამოფენო დარბაზი "ორანჟერეა" და მიუხედავად ამისა, ქვეყნისთვის წყევლად და სევდად ქცეული ნაციონალები, მაინც და მაინც რატომ აპროტესტებენ ყველაფერს, კარგს და საუკეთესოს? მაინც, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე, როცა ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობას, ასე ერთიანი, კოლექტიური სიძულვილითა და აგრესიით რომ ებრძვიან ნაციონალები?... დავიწყოთ იქედან, რომ ჯერ ერთი, როცა ქალაქის მერიის შენობაში, საკმაოდ პრესტიჟულ განყოფილებაში სხედან საკმაოდ მაღალ პოზიციებზე ადამიანები, რომლებიც ყველანაირ მშენებლობას, რა დოკუმენტაციით გაჯერებული და იურიდიულად გამართული არ უნდა წარადგინოს მოქალაქემ, ისინი მაინც ეწინააღმდეგებიან, რადგანაც, ისინი სულით და ხორცით, პოლიტიკურად ანგაჟირებული, დამპალი და ბოროტი ნაციონალები არიან... საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ მათ არ უნდათ აღმშენებლობა ამ ქალაქში და ასევე ის, რომ ამ ხელისუფლებამ, რაიმე კეთილი და ხალხისთვის სასურველი საქმე გააკეთოს, რადგანაც თავადვე არიან დაინტერესებული, საბოტაჟითა და გაფიცვებით, რომ შემდეგ ხელისუფლების ოპონირებისთვის, თემა ჰქონდეთ, - თქვენ ვერ ივარგეთ და ხართ უნიათოები......სწორედ ამიტომ ხდება ეს ყველაფერი და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, გეგონებათ, ეს გარეწრები, თავიან სამშობლოში კი არ იმყოფებიან, არამედ, თითქოს მტრის ბოსტანში არიან შეპარული, ხილის მოსაპარად... და ასევე, მათ რომ არაფრად არ მიაჩნიათ, ის ეზო გარემო, სადაც ეგ ნაძირლები "თხილის მოსაპარად".არიან მისული.. არადა, სინამდვილეში, ამ საოცარი პროექტის განხორციელებით, თავადვე უნდა იყვნენ დაინტერესებული და აღფრთოვანებული... ნაცვლად ამისა, სწორედ მერიის სამსახურის ზოგიერთმა ინტრიგანმა თანამშრომელმა მიაწოდა, ნაციონალებს ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია და რუსთავი 2 მა, სიცრუის მანქანაც აამუშავა.. ჩვეულებისამებრ, რ2-მა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა... ყველა იმ თანამშრომლის გვარი და სახელი ვიცი, ვინც ნაციონალებსა და რუსთავი 2 აწვდის ცრუ ინფორმაციებს მერიიდან და ასევე, იმ თანამშრომლების გვარებიც, ვინც სამსახურში, შუადღეზე 1 საათზე მოდიან მუდმივად და დაკისრებულ მოვალეობას, რომ არ ასრულებენ, მხოლოდ ხელფასისთვის რომ არიან მერიაში..... ეს ის ადამიანები არიან, ხალხს განცხადებებზე პასუხს თვეობით რომ არ აღირსებენ, უცოდინრები და ტუგადუმები რომ არიან და თავში ბოროტების მეტი, სხვა რომ არაფერი უყრიათ... აი ასეთი ნაძირლებით, ინტრიგნებით და მამაძაღლებით არის სავსე სამსახურები და პროფესიონალი ახალგაზრდები, უმუშევრობით იტანჯებიან...ჩვენ ვარჩენთ მუქთახორებს და გაიძვერებს!
მე პირადად, დარეჯან ლიპარტელიანი, მოთმინებით დაველოდები იმ დღეს, როცა ქალაქის მერი კახა კალაძე, ისე ააფრიალებს იმ ხალხის გათავისუფლების შესახებ განცხადებას, როგორც დიღმის ტყე-პარკში "ორანჟერიის" მშენებლობის შემთხვევაში აუფრიალა ნაცებს და თქვა ის, რაც არის სიმართლე!
.. და ბოლოს...პასუხი უნდა აგოს ყველა იმ ჩინოვნიკმა, ვინც ხალხს აბუჩად იგდებს, პასუხს არ აძლევს და თუ აძლევს, ისიც არაპროფესიონალურსა და სულელურს... ნამდვილად სამარცხვინო და საგანგაშო მდგომარეობაა, ამ მხრივ მთელს ქვეყანაში... იმედია ქალაქის მერი ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს და იმ ადამიანებს, ვინც ქალაქის აღმშენებლობას და წინსვლას ხელს უშლის, თანამდებობებს ჩამოაშორებს!image



0
105
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0