ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში დგას 5 სართულიანი კერძო სახლი პირდაპირ კლდის ფერდობზე. პროექტი "სახლი-კლდე"(Cliff House) შექმნა კომპანია Modscape Concept -მა საკუთარი კლიენტებისთვის - ცოლ-ქმრისთვის,
ემა და დევიდისთვის.
მეუღლეები ფლობენ მიწის კლდიან ნაკვეთს, რომელიც ოკეანეს გადაჰყურებს. განსაკუთრებული გრუნტის გამო გაძნელებულია მიწაზე სახლის მშენებლობა, , ამიტომ ინჟინრებმა გადაწყვიტეს, კლდის ფერდზე აეშენებინათ ბინა. მათივე განცხადებით, ასეთი იდეა შთააგონა გემებზე მიკრულმა ნიჟარებმა და იფიქრეს, რატომ არ შეიძლებოდა ანალოგიურად, კლდეზე სახლის "მიაწებებაც"?!
5 სართულიანი სახლის მოდული აგებულია პრინციპით "ფენოვანი ღვეზელი", ყველა სართული კლდეზე სპეციალური ფოლადის ბერკეტებით მაგრდება ერთმანეთზე.
![თქვენ იცხოვრებდით ამ სახლში? - ყველაზე
ექსტრემალური საცხოვრებელი
მსოფლიოში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201808/201808110906066227.jpg)
ზედა სართულზე, რომელიც კლდის დონეს უთანაბრდება, განთავსებულია გარაჟი ორი ავტომობილისთვის, შემდეგ კიბით შესაძლებელია ქვედა სართულებზე ჩასვლა. სახლში სამი საძინებელია, ორი აბაზანა, მისაღები ოთახი, სამზარეულო, SPA სალონი და ბარბექიუს მოსამზადებელი კუთხე.
![თქვენ იცხოვრებდით ამ სახლში? - ყველაზე
ექსტრემალური საცხოვრებელი
მსოფლიოში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201808/201808110906436227.jpg)
ამის გარდა, სახლის ყველაზე დაბალი სართულის იატაკი შუშის პანელებისგან არის დამზადებული, დიზაინერების ჩანაფიქრით, ოკეანის პანორამა სრულად უნდა შეიგრძნონ მასპინძლებმა თუ სტუმრებმა, შეექმნათ ღია სივრცის ილუზია და მცირე ადრენალინის დოზაც მიიღონ.
![თქვენ იცხოვრებდით ამ სახლში? - ყველაზე
ექსტრემალური საცხოვრებელი
მსოფლიოში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201808/201808110907156227.jpg)