x
image
თორ ნიკე
არაბული სამყაროს ქართველი მმართველები
არაბული სამყაროს ქართველი მმართველები

არაბული სამყაროს ქართველი მმართველები



1) ალჟირის პირველი ქართველი მეფე - ჰასან დეი, იგივე "მესხი ჰასანი"


ალჟირის პირველი ქართველი მმართველი - ჰასან დეი,  იგივე მესხი "ბაბა ჰასანი"



მე-16 საუკუნის დასაწყისში ის ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ქალაქი ალჟირი ოსმალეთის მაღრიბის პროვინციის მთავარ ქალაქად იქცა და მომდევნო 300 წლის განმავლობაში მას მართავდნენ სულთნის მიერ დანიშნული ბეილარბეგები, რომელთაც შემდგომში "დეის" წოდება მოიპოვეს. ალჟირელ დეითა შორის იყვნენ ქართველებიც, რომელთაც თავიანთი ნიჭითა და მონდომებით დიდი როლი ითამაშეს ალჟირის აღზევებასა და აყვავებაში.

ალჟირში ქართველები, ბუნებრივია ოსმალეთის გავლით ხვდებოდნენ. საქართველოდან მოტაცებული და მონად გაყიდული ტყვეები სტამბოლისა და ოსმალეთის მონების სხვა ბაზრობებზე იყიდებოდნენ. მართალია ტყვეთა უმეტესი ნაწილი ეგვიპტესა და ერაყში იყიდებოდა, მაგრამ სტამბოლელი მოხელეები და ოსმალურ საფაშოთა განმგებლები მათ ერთმანეთს საჩუქრად უგზავნიდნენ. სწორედ ამ გზით მოხვდა ქართველთა უმეტესობა ალჟირში, ტუნისსა და ტრიპოლიში.

ალჟირში ქართველები დაწინაურდნენ მე-18 საუკუნეში, როდესაც საფაშოს უმაღლესი თანამდებობა რამდენიმე ქართველმა დაიკავა. მათგან აღსანიშნავია ჰასან დეი, რომელიც არსებული ევროპული და ოსმალური წყაროების მიხედვით, ახალციხელი მესხი იყო. ჰასანი ალჟირში ძალზე ახალგაზრდა აღმოჩნდა და თავდაპირველად სამხედრო სამსახურში იდგა. ალჟირში ჩასული ევროპელი მოგზაურების აღწერით, ის ყოფილა სხარტი გონების პატრონი, საკმაოდ განათლებული და მამაცი პიროვნება. კარგად შეუსწავლია საზღვაო საქმე და თავი გამოუჩენია, როგორც ალჟირელი კორსარების, მეკობრეების მეთურს. 1770 წელს ის მეთაურობდა ალჟირელთა მთელ ესკადრას და მონაწილეობა მიიღო რუსეთ-თურქეთის ომში, რომლის დროსაც შავ ზღვაზე იბრძოდა რუსული ფლოტის წინააღმდეგ. 1775 წელს ალჟირელებმა მოიგერიეს ესპანელთა დიდი სამხედრო ექსპედიცია და სტამბოლში ამ გამარჯვების ცნობის ჩატანის პრივილეგია სწორედ ჰასანს ხვდა წილად. ჰასანმა დიდი წარმატებით გაართვა თავი ამ დავალებას და სულთნისათვის სპეციალური მოხსენებაც მოამზადა, რომელშიც საკუთარ თავს სწორედ "ახალციხელად" მოიხსენიებს. ალჟირში დაბრუნების შემდეგ ჰასანი ალჟირის საზღვაო მინისტრად მსახურებდა, აქტიურად იყო ჩაბმული მეკობრეობა~ში და იმდენად დიდ ზიანს აყენებდა ევროპულ და ამერიკულ სავაჭრო ინტერესებს, რომ ესპანეთი და აშშ იძულებულნი გახდნენ გადაეხადათ გასამრჯელო (მათ შორის ძვირადღირებული საჩუქრები და სამხედრო ხომალდიც) ალჟირისათვის. 1791 წელს ჰასანი ალჟირის ახალ მმართველად აირჩიეს. მომდევნო 8 წლის განმავლობაში 1799 წლამდე "ბაბა ჰასანმა" როგორც მას უწოდებდნენ, დაამყარა წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-თან. აღსანიშნავია, რომ ჰასანს მიმოწერა ჰქონდა ისეთ სახელმწიფო ლიდერებთან, როგორიც იყო აშშ-ს პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი, საფრანგეთს მონარქი ლუი მე-16 და სხვები.




2) ალჟირის მე-2 ქართველი მმართველი - მეგრელი "ალი ხოჯა"


ალჟირის მეორე ქართველი მმართველი - მეგრელი "ალი ხოჯა"


მესხი ჰასანის გარდა, ალჟირის დეითა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ალი ხოჯას, რომელიც წარმოშობით მეგრელი იყო. ბავშვობაში ის ტყვეობაში მოხვდა და საბოლოოდ ალჟირში აღმოჩნდა. ალი ნიჭიერი პიროვნება იყო და შეძლო გზის გაკვლევა და მონობიდან სახელმწიფოს მმართველამდე აღზევება. 1817 წლის შემოდგომაზე ალჟირის დეის მუჰამედ ბენ ალის უეცარი გარდაცვალების შემდეგ, მან შეძლო ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ევროპელი დიპლომატების მიმოწერიდან ირკვევა, რომ ალი ხოჯას დიდი პოლიტიკური ამბიციები ამოძრავებდა და მას ეგვიპტეში და ერაყში მოღვაწე ქართველი მამლუქების მსგავსად ალჟირში საკუთარი დინასტიის დაარსება სურდა. საამისოდ მან გამოიყენა უმკაცრესი მეთოდები რათა არსებული თუ პოტენციური მოწინააღმდეგეები გაენადგურებინა. 6 თვის განმავლობაში მან 1500-მდე ადამიანი დასაჯა სიკვდილით, რათა ძალაუფლება განემტკიცებინა და ადგილობრივი საზოგადოების კონსოლიდაცია მოეხდინა, მაგრამ ალი ხოჯას ოცნებები ფუჭი გამოდგა. 1818 წლის დასაწყისში ალჟირში იფეთქა შავი ჭირის ეპიდემიამ, რომელმაც დეიც შეიწირა ამავე წლის 28 თებერვალს. ალის მმართველობამ 6 თვე გასტანა, მაგრამ ისე გაითქვა სისასტიკით სახელი, რომ გიჟი ალის სახელი დაიმსახურა. როდესაც 1846 წელს ფრანგმა მკვლევარმა, პიერ ქრისტიანმა გამოქვეყნა თავისი მრავალტომიანი ნარკვევი ხმელთასუა ზღვის კორსარებზე, სატიტულო გვერდზე მან სწორედ ალი ხოჯას პორტრეტი გამოაქვეყნა, რომელიც აღსანიშნავია იმით, რომ მასზე დეი ადამიანთა მოკვეტილი თავებითაა გარშემორტყმული.



ეგვიპტის ქართველი მმართველები


განსაკუთრებით აღსანიშნავი ქართული ელემენტი ეგვიპტის სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე გახდა მე-18 საუკუნის 30-იანი წლებიდან, როდესაც ეგვიპტის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის ალამი ოსმალეთის იმპერიის გავლენებისგან წარმოშობით ქართველმა მხედართმთავრებმა აღმართეს. მე-18 საუკუნის ევროპელი აღმოსავლეთმცოდნე ფერიერსოვბეფი წერდა: "მამლუქები, ესაა ის ტყვეები, რომლებიც ოსმალებმა, თათრებმა და ლეკებმა საქართველოდან გაიტაცეს."

მსოფლიო ისტორიოგრაფიაში არ მიძებნება ისეთი არსიტოკრატიის სოციალური ფენა, როგორიც მამლუქები (თეთრკანიანი მონები) იყვნენ. ეს არისტოკრატია სალაჰ ად-დინმა შექმნა და მისმა მემკვიდრეებმა გააგრძელეს. მათი მიზანი იყო ჰყოლოდათ მრისხანე, ერთგული და უძლიერესი, ყველა თვისებით გამორჩეული საჯარისო ნაწილი, რომლითაც თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნებას და განტკიცებას შეძლებდნენ.





3) ეგვიპტის პირველი ქართველი მმართველი - მუჰამედ ბეი ქათამიში


ეგვიპტის პირველი ქართველი მმართველი - მუჰამედ ბეი ქათამიში


პირველი ქართველი მამლუქი, რომელიც ეგვიპტის მმართველი გახდა ეს იყო მუჰამედ ბეი ქათამიში (მმართველი 1730-1736 წლებში) წწ.) მას შემდეგ, რაც მამლუქებმა გადააყენეს ოტომანი ფაშა. მუჰამედ ბეი გახდა ერთპიროვნული მმართველი ეგვიპტისა. მან 5 წელი იმეფა და ბოლოს მოკლეს ოტომანმა შეთქმულებმა.





4) ეგვიპტის მეორე ქართველი მმართველი - იბრაჰიმ ქათხუდა ალ-ქაზდაღლი


ეგვიპტის მეორე ქართველი მმართველი - იბრაჰიმ ქათხუდა ალ-ქაზდაღლი


ის იყო ეგვიპტის მმართველი 1748-1754 წლებში. მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე არაბი ისტორიკოსის ალ-ჯაბართის ცნობით, იბრაჰიმ ქათხუდა ალ-ქაზდაღლის ჰქონდა "იმგვარი დონის ძალაუფლება, დიდება, გავლენა, სიბრძნე მენეჯმენტში და შეუდარებელი ავტორიტეტი, რომ ასეთი რამ ეგვიპტის ისტორიაში არავის ახსოვს." იგივე ისტორიკოსი აგრძელებს - "ქაიროს ლამაზმანები მის დროში შეუდარებელნი გახდნენ. მისმა აღმატებულებამ დაამარცხა ყოველი მისი მეტოქე." ღარიბებს ცხოვრება შეუმსუბუქდათ. მისი მეფობის ჟამს ორივე - ღარიბიც და მდიდარიც სიუხვეში ცხოვრობდა."





5) კიდევ ერთი ქართველი მმართველი - იბრაჰიმ ბეი, რომელიც 1791 წელს შავი ჭირით გარდაიცვალა, იყო იბრაჰიმ ქათხუდას მამლუქი და მისი სიძე, რომელიც მეთაურობდა ეგვიპტის მამლუქების პრო-ოსმალურ ფრთას. მას პერიოდულად ეკავა შაიხ ალ-ბალადის უმაღლესი თანამდებობა.


იბრაჰიმ ბეი ქართველი






6) ეგვიპტის მეოთხე ქართველი მმართველი - მეგრელი ალი ბეი ალ ქაბირი (დიდი)


ეგვიპტის ქართველი მმართველი - მეგრელი ალი ბეი ალ ქაბირი (დიდი)


ალი ბეი ალ-ქაბირი (1768-1772 წწ.) ეგვიპტის მმართველი. მეგრული წარმოშობის მამლუქი. მან დაამარცხა ბედუინები, გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე. შემოიერთა ჰიჯაზი. დაიწყო რეგულარული არმიის შექმნა. გაატარა დიდი რეფორმები სამართალწარმოებასა და საფინანსო სფეროში. გაანადგურე ეგვიპტეში მდგარი ოსმალური საჯარისო ნაწილები და შეწყვიტა ოსმალეთისთვის ხარკის გადახდა. 1770 წლის ივლისში ეგვიპტის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სულთნის ტიტული მიიღო. 1771 წელს ალი ბეი ქართველმა აიღო მეორე მექად წოდებული დამასკო - სირიის დედაქალაქი და იქიდან პალესტინაში შევიდა საზეიმოდ აღჭურვილ ქართველ და ჩერქეზ მრავალ ათას მამლუქთან ერთად. ეგვიპტელებმა სათაყვანებელ სულთანს "ორი ზღვის ყაენი" უწოდეს. შავი ზღვის ნაპირებიდან გატაცებული მეგრელი ბიჭი აფრიკისა და აზიის გზაგასაყარზე ორი ზღვის მბრძანებლად იქცა. ასეთი პატივი ეგვიპტეში არც მანამდე არც მას შემდეგ არავის რგებია. ალი ბეი ეგვიპტეს 1757 წლიდან 1773 წლამდე მართავდა და ისტორიკოსთა ნაწილი მას ახალი ეგვიპტის ფუძემდებლადაც კი მიიჩნევს. ისტორიული წყაროების თანახმად, ალი ბეი ეგვიპტეში ტყვედ გაყიდული მეგრელი იყო. 1728 წელს სამურზაყანოში (გალის რაიონი) მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში დაიბადა და იოსები დაარქვეს. 13 წლის იყო როდესაც მოიტაცეს და ტყვედ გაყიდეს. იგი ქართული წარმოშობის მამლუქმა - იბრაჰიმ ქათხოდამ იყიდა, გაამუსლიმა, ახალი სახელი დაარქვა და თავად აღზარდა. ქათხოდას გარდაცვალების შემდეგ კი დაიკავა მისი ადგილი. ალი ბეი ალ ქაბირთან დაახლოებულ კავკასიელ მამლუქთა შორის მისივე აღზრდილი ქართველი - მუჰამედ ბეი აბუზაჰაბი, რომელიც ალი ბეის სიძეც იყო. სწორედ მუჰამედი დაუპირისპირეს ალი ბეის წარმატებით შეშფოთებულმა ოსმალებმა ეგვიპტის მეგრელ მმართველს. 1773 წელს, როდესაც ალი ბეი სირიაში იმყოფებოდა, ეგვიპტეში დარჩენილმა მუჰამედმა, საკუთარი აღმზრდელის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო. აჯანყების ჩასახშობად სირიიდან ეგვიპტისკენ გაემართა ალი ბეი, მაგრამ ქაირომდე მისვლა ვერ მოასწრო. აჯანყებულმა ბეგებმა მისი ჯარი დაამარცხეს. ამ ბრძოლაში დაიჭრა ალი ბეი და 1773 წელს, 8 მაისს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ეგვიპტის მმართველი მუჰამედ ბეი აბუზაჰაბი გახდა.





7) აბრამ (იბრაჰიმ) ბეი შინჯიკაშვილი. ეგვიპტის მეხუხე ქართველი მმართველი სოფელ მარტყოფიდან


აბრამ (იბრაჰიმ) ბეი შინჯიკაშვილი. ეგვიპტის მმართველი სოფელ მარტყოფიდან


იბრაჰიმ ბეი, ეგვიპტის მამლუქთა მეთაური, სამხედრო მმართველი და ეგვიპტის დიდი განმგებელი დაიბადა 1735 წელს საქართველოში. სოფელ მარტოფში. მას ჰქონდა შეიხ ალ ბალადი, რომელიც იყო მამლუქების უმაღლესი წოდება. როდესაც 15 წლის იყო ის გაიტაცეს მუსლიმებმა და სტამბოლის ბაზარზე მონად გაყიდეს. ის ეგვიპტეში იქნა წაყვანილი. ეგვიპტელმა მფლობელმა ისლამი მიაღებინა და სახელი შეუცვალა. ბეის წოდება მან მოგვიანებით - 1767 წელს მიიღო. იბრაჰიმის პატრონი ეგვიპტის იმდროინდელი მმართველი იყო, მან გაათავისუფლა იბრაჰიმი მონობისგან ერთგულად მსახურობისთვის. როდესაც მისი ყოფილი პატრონი გარდაიცვალა იგი, სხვა ქართველ მამლუქთან - მურად ბეისთან ერთად ქვეყნის სადავეები იგდო ხელთ. პიერ ლარუსის ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: "იბრაჰიმ ბეიმ მოიგერია ჰასან ფაშას მრავალრიცხოვანი ექსპედიციების ტალღა და 1800 წელს სწრაფი დარტმით კაირო დაიკავა."

აი როგორ აღგვიწერს მის პიროვნებას არაბი ისტორიკოსი აბდარაჰმან ალ-ჯაბარტი: "დიდი ემირი, ცნობილი აბრაჰამ ბეი ალ-მუჰამედი, ყველაზე წარჩინებული ათასობით ეგვიპტელ ემირს შორის. დაბალი მდგომარეობის ემირებს მეტი მზრუნველობით ეპყრობოდა, ვიდრე მაღალ მდგომარეობაში მყოფთ. ფხიზალდ იცავდა ერთიანობასა და გულითად თანხმობას ემირთა შორის. მისთვის დამახასიათებელი იყო მამაცობა და გმირობა. ბევრი ომი ჩაუტარებია, იყო მშვიდი, მომთმენი, კეთილი, მეგობრული, ჰქონდა მიდრეკილება თვითშეზღუდვისკენ. უყვარდა სამართლიანობა, გართობა მისთვის იშვიათი შემთხვევა იყო და როცა თავშექცევას მიეცემოდა, თავაზიანობის ფარგლებს მაშინაც არ გადადიოდა. ამაოდ სისხლისღვრას ერიდებოდა, ცდილობდა არ შეემჩნია თანამებრძოლთა ცუდი საქციელი და არ გამოეყენებინა თანამდებობა ბოროტად. ამიტომ ისინი - მურად ბეი და მისი ხელქვეითნი ბევრ საქმეში ხელს უშლიდნენ. ის ამაზე თვალს ხუჭავდა, ყურადღებას არ აქცევდა. არ ამჟღავნებდა თუ ეს ყოველივე რა შთაბეჭდილებას ახდენდა მასზე. ზრუნავდა მხოლოდ იმაზე, რომ ემირთა შორის დიდსულოვნება ყოფილიყო."

ემირები კი ნებადართულის საზღვრებს გადადიოდნენ. ხელი შეაჩვიეს ევროპელი ვაჭრების საქონელს. მუქთად იტაცებდნენ უცხოთა ავლადიდებას. პატივს არ სცემდნენ სულთანს. ხაზინაში არ შეჰქონდათ ფული. ამას მოჰყვა ჰასან ფაშას ლაშრობა და ბოლოს ფრანგული ექსპედიცია, რასაც შეეწირა იბრაჰიმ-ბეის კარიერა: თუმცა მარტყოფელმა მამლუქმა, იბრაჰიმ შინჯიკაშვილმა ასევე წარმოშობით ქართველ, თურქთა დიდვეზირ იუსუფ ზიასთან ერთად სასტიკად დაამარცხა აკას ციხესთან, სირიაში ნაპოლეონის საექსპედიციო კორპუსი საბოლოო გამარჯვების ღირსი ვერ შეიქნა: პირამიდებთან და ჰელიოპოლისის ბრძოლებისას იბრაჰიმი ნაპოლეონს ეომებოდა და ორივე ბრძოლაში დამარცხდა. ამ დამარცხების შედეგად მან ქვეყანაში ძალაუფლება დაკარგა. ნიშანდობლივია, რომ ქაიროში შესულმა ნაპოლეონმა ასეთ მანიფესტი გამოაქვეყნა:

"ეგვიპტელო ხალხო! თქვენი განმგებელი და მჩაგვრელი ბეგები დიდი ხანია შეურაცხყოფენ ფრანგ ერს. მის სოვდაგრებს, მათი დასჯის ჟამმა დარეკა. მრავალი საუკუნია კავკასიასა და საქართველოში ნაყიდი მონების ეს ბრბო, ქვეყნიერების უმშვენიერეს ნაწილს აწამებს, მაგრამ ღმერთმა, რომლის ნებაზეც არის ყოველივე დამოკიდებული, ბრძანა, რომ დადგეს მათი ძალმომრეობის აღსასრული."


იბრაჰიმს კავშირი არ შეუწყვეტია საკუთარ ქვეყანასთან. მოახერხა და მშობლიურ სოფელში, მარტყოფში წერილი გაგზავნა, სწორედ მისი გამოგზავნილი ფულით არის აგებული მარტყოფის ცენტრში მდგარი ქრისტიანული ტაძარი, რომელიც იბრაჰიმმა მოხუცებული დედისთვის ააგებინა, რომელსაც სოფლიდან მოშორებით მდგარ წმ. ნიკოლოზის ტაძარში სიარული უჭირდა. ფრანგი ისტორიკოსები ლეონიდე პინო და პაულ მასონი აღნიშნავდნენ: "იბრაჰიმ ბეი ქართველი მღვდლის შვილია და კარგადაც ახსოვს თუ მამასთან ერთად როგორ მონაწილეობდა სიონის ტაძარში შესრულებულ წირვა-ლოცვაში." იოანე ბატონიშვილის "კალმოსობაში" საუბარია იბრაჰიმ ბეგის ურთიერთობაზე საქართველოს სამეფო სახლთან. "იბერიმ ბეგ დიდი ერთგული და მოსიყვარულე იყო თვით საქართველოს მეფეთა - ირაკლისა და გიორგისა, რომეიცა ძღვნიდა მუნებურთა არმაღანთა და ეგრეთვე ამდიდრებდა მუნ მომსვლელთა ქართველთა. ბეგები ეწეოდნენ ყოველთა მუნ მისრულთა ქართველთა.


1801 წელს იბრაჰიმ ბეგისა და უსმან ბეგის ხელმძღვანელობით მამლუქები განაგრძობდნენ ბრძოლას ეგვიპტის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ოტომანთა იმპერიის და ბრიტანეთის წინააღმდეგ. ბრძოლა თითქმის 5 წელი გაგრძელდა. პარალელურად ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსეტის კონსულთან ისტანბულში რომ დამარცხების შემთხვევაში საშუალება მისცემოდათ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ რუსებმა მათ უარი უთხრეს. ამ პერიოდში საქართველოში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა აგორდა და ისეთი სახელოვანი მეომრების გამოჩენა საქართველოში, როგორიც მამლუქები იყვნენ რუსებს სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა.


ქართველთა მიერ მართული ეგვიპტისა და საქართველოს ურთიერტობას შეგნებულად ხელს უშლიდა ასევე ოსმალეთის იმპერია. მათ კარგად იცოდნენ, რომ ეგვიპტეს მრავალრიცხოვანი და უძლიერესი შეიარაღებული ძალები ჰყავდა. ამ ძალების მასშტაბურობაზე წარმოდგენას გვაძლევს ეგვიპტის მამლუქთა ცხენოსანი ჯარების რეესტრი, რომელიც ამ პერიოდის არაბულ წყაროშია დაცული:


ჯონდი ალ-ჰალკა ანუ სულთნის არმია - 24, 000

სულთნის მამლუქები - 10, 000

ეგვიპტის ამირთა მამლუქები - 8, 000

დამასკოს ჟანდარმერია და დამასკოს მამლუქები - 15, 000

ალეპოს ჟანდარმერია და ალეპოს ამირთა მამლუქები - 8, 000

ტრიპოლის ჟანდარმერია და ტრიპოლის ამირთა მამლუქები - 5, 000

საფადის ჟანდარმერია და საფადის ამირთა მამლუქები - 2, 000

სირიის ციხე-კოშკთა გარნიზონები და მათივე მამლუქები - 60, 000

მამლუქთა ქვეშევრდომი არაბების ცხენოსნები.

სირიისა და დიარბექირის მიწა-წყალზე გაფანტული თურქმანი მეომრები, რომლენიც აღრიცხვაზე ჰყავდათ და ექვემდებარებოდნენ მამლუქებს - 215, 000

ქურთების ცხენოსნები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ მამლუქებს - 20, 000

ე.წ. ეგვიპტის მილიცია, რომელიც მაშინდელი ეგვიპტის 33, 000 (ოცდაცამეტი ათას) სოფელს გამოჰყავდა - 66, 000

სულ - 526, 000 (ხუთასოცდაექვსი ათასი) მეომარი.






8) მურად ბეი (1750-1801 წწ.) ეგვიპტის ქართველი განმგებელი


მურად ბეი (1750-1801 წწ.) ეგვიპტის ქართველი განმგებელი


მურად ბეი თბილისში მცხოვრები ქართველი იყო, რომელიც ყმაწვილობაში თურქების მიერ იქნა გატაცებული და მონად გაყიდული ეგვიპტელ მამლუქებზე. მან დიდი ძალისხმევის ფასად არათუ მონობიდან გამოისყიდა თავი, არამედ ბეის ტიტულს მიაღწია და შემდეგ მთელი ეგვიპტის მმართველიც გახდა.

მურად ბეიმ ეგვიპტის განმგებლობა ხელთ იგდო წინა განმგებლის - ალის ბეისთან დაპირისპირებით. სალაჰიესთან ბრზოლაში მან მხარი დაუჭირა ძველი პატრონისგან განმდგარ სირიის ჯარების სარდალ აბუ-ზ-აჰაბს. მანამდე უძლეველი ალი ბეის ლაშქარი, ფეხი შედგა თუ არა უდაბნოში, რომელიც ღაზას ეგვიპტისგან გამოყოფს, სალაჰიესთან გადაეყარა ათას რჩეულ მამლუქს, რომელთაც ახალგაზრდა მურად ბეი სარდლობდა. ფარულად ჩასაფრებულმა რაზმმა ფიცხელი იერიშით მოწინააღმდეგის რიგები არია. შენიშნა თუ არა ალი-ბეი მურად-ბეიმ მას ხმლის ერთი მოქნევით თავში მიაყენა ჭრილობა და მიჰგავარა აბუ-ზ-აჰაბს.


როგორც ამბობენ მურად-ბეის საქციელი განპირობებული იყო დიდწილად ქალის სიყვარულით. მას შეუყვარდა ალი-ბეის ულამაზესი ქართველი ცოლი და აბუ-ზ-აჰაბი დაჰპირდა, თუ ალი-ბეის ჩამაბარებ, მე იმ ქალის ცოლად ოყვანის უფლებას მოგცემო. ქალის სახელი იყო სიტეჰ-ნეფისეჰ, რომელსაც აღფრთოვანებით აღწერენ თავად ნაპოლეონის ექსპედიციის ევროპელი ისტორიკოსები: "ქალთა შორის ცოტა ვინმეს თუ უჩვენებია იმდენი ღირსება, რამდენიც მან აჩვენა, მისი კეთილშობილური ხასიათი და კდემამოსილება ფრანგების აღტაცებას იწვევდა. ახასიათებდა ისეტი განსწავლულობა, რასაც აღმოსალვეთის ქალებში ჩვეულებრივ ვერ ვხვდებით ხოლმე."


დაჭრილი ალი-ბეი მესამე დღეს მიიცვალა, ხოლომურად ბეი იბრაჰიმ ბეისთან ერთად ჩაუდგა სათავეში ეგვიპტეს. ამ მმართველობამ 20 წელიწადს გასტანა. ქვეყანას ისინი საკმაოდ დიდი სიმკაცრით მართავდნენ, ძალიან მკაცრი მეთოდები იყო გადასახადების აკრეფისას. ხალხს პირდაპირი მნიშვნელობით რაზმებს უსევდნენ და ატერორებდნენ. მურად ბეის ხელქვეითები ძალიან დიდი ზარალს აძლევდნენ ევროპელ ვაჭრებს და ამის გამო კინაღამ დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიეს ფრანგებსა და ოსმალეთის იმპერიას შორის. ამიტომ თურქეთის სულთანი იძულებული გახდა ჩარეულიყო და 1786 წელს იქაური ქართველი ჰასან-ფაშა თავისი ლაშქრით, აქაურ ქართველებს მურად ბეისა და იბრაჰიმ ბეის აძევებს ზემო ეგვიპტეში.


ფრანგები დაჟინებით მოითხოვდნენ ეგვიპტელთაგან უცხოელ პარტნიორთა ინტერესების დაცვას და 1798 წლის 1 ივლისს ნაპოლეონ ბონაპარტემ ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის პორტს 400 სამხედრო გემი მიაყენა, 33, 000 შესანიშნავად ეკიპირებული ფრანგი ჯარისკაცით. მამლუქთა ეგვიპტე ასეთი ძალის წინააღმდეგ, რომელსაც ასეთი წინამძღოლი მეთაურობდათ, არ აღმოჩნდნენ საკმარისად მომზადებულნი. თუმცა მთელი 1798-99 წლები მურად ბეი სათავეში ედგა ფრანგების წინააღმდეგ მებრძოლ მამლუქებს, თუჯმცა დიდი ბრძოლის შემდეგ პირამიდებთან, სადაც გაშლილ ველზე ნაპოლეონმა მოახერხა გაერთიანებული მამლუქთა არმიის დამარცხება, მურად ბეი ზემო ეგვიპტეში გაიქცა თანამებრძოლებთან ერთად. მან იქ ძალები შემოიკრიბა და ფრანგების წინაარმდეგ მთელი ეგვიპტის მასშტაბით პარტიზანული ომი გააჩაღა. ამ პერიოდში მურად ბეიმ ძალიან ბევრი ომი და ბრძოლა გადაიტანა. ერთ-ერთი ფრანგული საბუთი გვამცნობს რომ დეზესთან ბრძოლაში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ მურად ბეის 46 ფრანგი ჩავარდნია ტყვედ: 3 პოკოვნიკი, 2 კაპიტანი, 4 ლეიტენტი, 4 ქირურგი, 19 დაბალი სამხედრო ჩინის პირი. 4 კომისარი და 8 ლაქია.


1800-1801 წლებში მურად ბეი ცდილობდა საერთო ენის გამონახვას ბონაპარტეს გენერლებთან - პლებერთან და მენთან, მაგრამ 1801 წელს მურადი შავმა ჭირმა იმსხვერპლა. მისი ულამაზესი ქართველი ცოლი ნეფისეჰი შავით შეიმოსა და ქმარს აკლდამა აუგო მცირე კარაფას სასაფლაოზე, მაგრამ ქმარი ვრ გადმოასვენა. ის დაკრძალეს სამხრეთ ეგვიპტეში, სოჰაჯის ერთ-ერთ მეჩეთთან. მისი საფლავი დღეს დაკარგულია. მურად ბეის დასაფლავებისას, თავიანთი ბელადის დაკრძალვის დღეს მამლუქებმა დაამსხვრიეს თავიანთი აბჯარ-საჭურველ და მათი ნამსხვრევებისგან მამლუქთ-მამლუქს სახელდახელოდ აუგეს პირამიდის ფორმის ძეგლი. მათ თქვეს: "ამიერიდან არ ვართ ღირსი ვატაროთ ეს ხმლები."


მურადის პორტრეტს ასე აღწერენ თანამედროვენი: ის იყო საშუალო ტანის, ქერა თმა-წვერით და გამოკვეთილი ცხვირით, სახეზე ხმლის ნაიარევი აჩნდა. მის შესახებ ნაპოლონ ბონაპარტე ამბობდა: "განგებამ იგი დააჯლდოვა დიდებულებით, შესანიშნავი სიმამაცითა და შორსმჭვრეტელობით, თავისი გონებრივი ხედვით ის იპყრობდა ბრძოლის ველს ისეთი ხელოვნებით, რომ ყოველ დიდ მხედართმთავარს შეშურდებოდა მისი ეს რომ ენახათ..."

ბურიენი კი აღნიშნავდა: "ბონაპარტე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მურად ბეის განადგურებას. რადგან მას თვლიდა ყველაზე მამაც, ყველაზე აქტიურ და ყველაზე სასიშ მტრად მთელ ეგვიპტეში. აღსანიშნავია, რომ ნაპოლეონი დიდხანს ინახავდა ევიპტიდან ნადავლის სახით წამოღებულ მურად ბეის ხმალს. მხოლოდ 1814 წელსღა შეელია ამ ხმალს იგი და საჩუქრად და მოსავლელად გადასცა მარშალ მაკდონალდს, ელბაზე გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე.


იბრაჰიმ და მურად ბეების ქვეშევრდომობაში მყოფი, ეგვიპტის სხვადასხვა რეგიონის მმართველი ბეებიდან 12-დან 16-მდე ბეი ქართველი იყო.






ერაყის ქართველი მმართველები


1747 წლიდან 1831 წლამდე ერაყი ფაქტობრივად ავტონომიურად იმართებოდა ოსმალური თურქეთისგან ქართველი მამლუქების მეთაურობით. ქართველ მამლუქებს სხვანაირად ასევე ერაყში ქულემენებსაც უწოდებდნენ. მათ სათავე დაუდეს ქვეყანაში წესრიგის განმტკიცებას და ეკონომიკურ აყვავებას.




9) ჰასან ფაშა - ქართველ მამლუქთა აღზევება ერაყში


ჰასან ფაშა - ერაყის ქართული სამეფო დინასტიის ფუძემდებელი


სულთან აჰმედ მესამის მმართველობის პერიოდში, რომელიც გამოირჩეოდა შედარებითი სტაბილურობითა და რეფორმებით, ერაყში იწყება ქართველ მმართველთა აღზევება და ბაღდადსი უზენაეს ხელისუფლებას ეუფლება ჰასან ფაშა (1704-1723 წწ.) იგი ქმნის მამლუქთა პირველ გაერთიანებას (კოალიციას). ის და მისი თანამებრძოლები აურვებენ დაუმორჩილებელ ტომებს და ხალხებს. კრეფენ მათგან გადასახადებს და ირანელი სეფევიდებისაგან იცავენ ქვეყანას. ჰასან ფაშამ თავის ხელში მოაქცია მთელი ერაყის განმგებლობის სადავეები ქურთისტანის ჩათვლით. - მე-18 საუკუნეში ქვეყანას ხელმძღვანელობნდნე მისი თვისტომი, ქართველი ფაშები. სამხრეთ ერაყის მიერთებასთან ერთად, ჰასანის სამბრძანებლოში მოხვდა ტერიტორია, რომელიც ტოლს არ უდებდა ეგვიპტეს ფართობით და მოიცავდა სივრცეს სპარსეთის ყურედან სირიისა და სპარსეთის საზღვრებამდე.

ბაღდადის ფაშა იყო ყველაზე გავლენიანი ოსმალეთის იმპერიის ყველა სხვა პროვინციათა ვალს შორის. მთელი შემოსავალი მას შესდიოდა სხვადასხვა ქვეყანათა ვაჭრობის შედეგად, რომელთა ცენტრშიც სწორედ მათი სამფლობელო მდებარეობდა.

ჰასან ფაშამ ბაღდადში ხელმწიფოს კარი შექმნა ოსმალეთის იმპერიის სამეფო კარის მიხედვით. მისი ხელისუფლება და სამხედრო ძლიერება ემყარებოდა ერაყის 40, 000-იან არმიას. რომელთაც ემატებოდა რამდენიმე ათასი მოსამსახურე და პაჟი, პირადი მცველები და სხვა პირები, რომლებიც პირადად მის სამსახურში იდგნენ. ბაღდადის ფაშას სასახლის კარს დიდებულებით, სიმდიდრითა და ბრწყინვალებით ბადალი არ ჰყავდა იმპერიაში და მას მხოლოდ სულთნის სასახლის კარი თუ მიედრებოდა. თვით ჰარემიც კი ტოლს არ უდებდა სტამბულის ჰარემს და რაც მთავარია აქ სპეციალურად განისწავლებოდნენ ქართველი პაჟები იმ დროისთვის უმაღლეს ოსმალურ სასწავლებლებში ბაღდადის სამეფისნაცვლოში უმაღლესი თანამდებობების დასაკავებლად.





10) აჰმედ ფაშა (მმართველობის პერიოდი - 1723-1747 წწ.) ძე ჰასან ფაშასი.


აჰმედ ფაშა - ჰასან ფაშას ძე


აჰმედ ფაშა აგრძელებდა ქართველი მამლუქების დანიშვნას სახელმწიფო ადმინისტრაციულ და სამხედრო თანამდებობებზე. აჰმედ ფაშას გარდაცვალების დროისთვის, მამამისის - ჰასან ფაშას მიერ შექმნილ ელიტურ კორპუსში - "ქართულ გვარდიაში" - 2000 საუკეთესო მხედარი ირიცხებოდა. როგორადაც არ ცდილობდა სულთანი ფრთები შეეკვეცა ქართველი მამლუქებისთვის, მას ეს არანაირად არ გამოსდიოდა.





11) სულეიმან აბუ ლაილი (ღამის მამა) - (დაიბადა 1694 წელს - გარდაიცვალა 1762 წელს.) - ერაყის ქართველი განმგებელი. ერაყს განაგებდა (1749-1762 წწ.)


სულეიმან აბუ ლაილა ფაშა


სულეიმან აბუ ლაილა ფაშა 12 წლის წაიყვანეს უცხოეთში, მოიტაცეს და ერაყის განმგებელს - ჰასან ფაშას მონად მიჰყიდეს. ნიჭისა და მამაცობისთვის ჰასან-ფაშამ ის მონობიდან გაათავისუფლა და დააწინაურა. ის 1749 წელს სრულიად ერაყის განმგებელი გახდა. სულეიმან ქართველმა დიდი ბრძოლა გამოუცხადა ოტომანებზე დამოკიდებულებას და გაატარა დამოუკიდებელი პოლიტიკა. ასევე გატეხა ქურთული და არაბული ტომების წინააღმდეგობა და სრულად დაიმორჩილა ისინი. მან მოიგერია ალ-მუნთაქიფი სამხრეთით და აღადგინა კონტროლი ქალაქ ბასრაზე. სულეიმან აბუ ლაილა ფაშამ დაამყარა დიდი სავაჭრო კავშირები დასავლეთის ქვეყნებთან და მისცა უფლება ბრიტანულ აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიას, რომ დაეარსებინა საკუთარი სააგენტო ქალაქ ბასრაში 1763 წელს.





12) ომარ ფაშა - ერაყის ქართველი მმართველი 1762-1776 წლებში.


ომარ ფაშა - ერაყის ქართველი მმართველი


ომარ ფაშაც დამოკიდებული იყო თავის ოტომან სუზერენებზე სტამბულში, მაგრამ ცდილობდა გაეტარებინა თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკა. ამასი ასევე ხელს უშლიდნენ ერაყში მოქმედი რელიგიური ელიტა და ცდილობდნენ, რომ მათ მოეხდინათ გავლენა ქვეყნის მართვაზე. 1776 წელს ერაყს თავს დაესხა ირანის მმართველი ქერიმ ხანი და მოახერხა ერაყის დაპყრობა, მაგრამ საოცარი წინაარმდეგობა მიიღო მამლუქი გენერლისგან, სულეიმან აღასგან.




13) სულეიმან ბუიუქი (დიდი) (დაიბადა 1722 წელს - გარდაიცვალა 1802 წ.) - ბაღდადის ფაშა (1780-1802 წწ.).


სულეიმან ბუიუქი (დიდი)


ახალგაზრდობაში გაიტაცეს საქართველოდან და ოსმალეთში ტყვედ გაყიდეს. იგი ბაღდადში მიიყვანა და ქართველ მმართველს - სულეიმან აბუ ლაილს უფეშქაშა მარდინის ვოევოდამ მუჰამად ეფენდი ბეგმა. 1765 წელს დანიშნეს ბასრის განმგებლად. 1780 წელს ჩაუდგა სათავეში ერაყის ხელისუფლებას და 22 წლის განმავლობაში განაგებდა მას. მისი მმართველობა იყო ძალიან წარმატებული პირველი წლების განმავლობაში და თანდათან შესუსტდა მოხუცებულობისას. მან ძალიან ბევრი ქართველი იყიდა, გადაარჩინა მონობას და გაზარდა შემდეგ კი თავისი ქართული კლანი მათით ძალიან გააძლიერა ერაყში. მან დაამყარა დიდი კავსირები ევროპასთან კომერციისა და ვაჭრობის სფეროში. მან ძალადობრივად, სისხლში ჩაახშო არაბული ტომების აჯანყებები. ქურთისტანში კი დაარსა ქალაქი "სულეიმანია" თავისი სახელის უკვდავყოფისთვის.


ერაყის ქართველი მეფის დაარსებული ქურთული ქალაქი - სულეიმანია




14) ალი ფაშა (მეფობდა 1802-1807 წლებში)


ალი ფაშა ქართველი


სულეიმან ფაშა იქნა ჩანაცვლებული ალი ფაშას მიერ დიდ ბრძოლაში მამლუქებს შორის ძალაუფლებისათვის ისევ ქართველმა გაიმარჯვა. მან დიდი ბრძოლა გამოუცხადა ვაჰაბიტ ანუ სალაფიტ აჯანყებულებს ნაჯაფში და ჰილაჰში და ჩაახშო ისინი სისხლში 1803 და 1806 წელს, მაგრამ მაინც ვერ დაასრულა მათი დომინაცია უდაბნოებზე და სამწუხაროდ უდაბნოში მცხოვრებ ხალხებზე მათი გავლენა ვერ აღმოფხვრა.





15) სულეიმან ფაშა ქუჩუკი (მცირე)


სულეიმან ქუჩუკი


სულეიმენ ქუჩუკი დაიბადა 1785 და გარდაიცვალა 1810 წელს. ბაღდადის ფაშა იყო 1807-1810 წლებში. ეს ქართველი ბიჭი ბაღდადში წაიყვანა ბიძამ - ჰაფიზ ალი ფაშამ. იყო მამაცი განმგებელი. მოსახლეობის აქტიური მხარდაჭერით იცავდა მამლუქთა რეჟიმს ირანის შაჰის, ვაჰაბიტებისა და ოსმალეთის სულთნის ხელყოფისაგან. მანვე ჩაფუშა საფრანგეთისა და ინგლისის ცდები, გადაექციათ ერაყი თავიანთ კოლონიად. დაიღუპა ქურთების წინააღმდეგ ბრძოლაში.





16) ერაყის უკანასკნელი მამლუქი განმგებელი - დაუდ ფაშა გურჯი (დავით მანველაშვილი) - "ერაყის აღმაშენებელი"


დაუდ ფაშა გურჯი (დავით მანველაშვილი - ერაყის უკანასკნელი მამლუქი განმგებელი


5 წლის ბიჭი იყო, როდესაც დუშეთიდან მოიტაცეს ის იყო ერაყის ფაშა 1815-1831 წლებში. ბოსნიის ბეგლარბეგი გახლდათ 1834-1836 წლებში. ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს - "დივანი"-ს თავმჯდომარე იყო 1838-1839 წლებში. ამის შემდეგ 1839 წლიდან 1841 წლამდე განაგებდა ანკარის ვილაიეთს. 1846 წელს დაუდი მუჰამედ წინასწარმეტყველის აკლდამის ზედამხედველად - შეიხ ულ-ჰარამად დაინიშნა მედინაში. დაუდ ფაშა გურჯი გარდაიცვალა 1851 წელს მედინაში და იქვე განისვენებს, ხალიფა ოსმანის აკლდამის გვერდით. დაუდ ხანმა უდიდესი როლი შეასრულა ერაყის ისტორიაში. იგი იბრძოდა ერაყის დამოუკიდებლობისთვის. შექმნა ძალიან ძლიერი არმია, რისთვისაც ჩამოაყვანინა სპეციალისტები ევროპიდან. კავშირები დაამყარა რუსეთის იმპერიასთან, საფრანგეთთან, ცნობილია დაუდ ხანის საქართველოსთან ურთიერთობის ზოგიერთი დეტალიც, მათ შორის თავისი დედისთვის მინაწერი წერილი, რომელიც ისევ საქართველოში ცხოვრობდა. ერაყის მმართველმა დავითმა შესთავაზა მოხუც დედას ჩასვლა ერაყში და ქალაქ ბაღდადში სამეფო სასახლეში ცხოვრება, საოცარია, მაგრამ ქალმა საქართველოში დარჩენა არჩია, თავისი მიწის და ხალხის სიყვარულის გამო. იმ წერილში ასევე ეწერა: კაცი ქვეყანაზე მოვა და ვენახს გააშენებს, რათა ნაყოფი მიიღოს. თქვენ ვენახი გაგიშენებიათ, მაგრამ ნაყოფი ვერ მიგიღიათ. ჩემთვის ილოცეთ მოწყალეო დედაო. თქვენი ძე - ხალიფა ბაღდადისა.


დაუდ ფაშას მშობლები - გიორგი და მარიამი, ორბელიანების ყმები იყვნენ, რომელნიც თავდაპირველად ქვემო ქართლში სახლობდნენ, ხოლოშემდეგ თბილისში გადმოსახლდნენ. ყმა გლეხების ერთი ადგილიდან მეორეზე საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ იმდროინდელი წესით გვარებიც იცვლებოდა და მანველაშვილები - ბოჩოლაშვილებად ჩაეწერნენ. როდესაც დავითი მოიტაცეს ტყვეებით მოვაწრეებმა ის მოხვდა ისევ ბაღდადის ქართველ ფაშასთან - სულეიმან ბუიუქთან, რომელმაც მას უპატრონა და მამლუქთა სასწავლებელში მიაბარა. დაუდ-ფაშას ტახტზე ასვლის შემდეგ დაიწყო უბედნიერესი ხანა ერაყის ისტორიაში. ქვეყანას უნიჭიერესი მმართველი მოევლინა. დაუდ ფაშამ თავდაპირველად საგარეო საქმეები მოაგვარა. ჯერ ირანს წაართვა ერაყის მიტაცებული ტერიტორიები. მერე გაურჩებული ქურთისტანი მოარჯულა და შემოიერთა, მოკლე ხანში კი ინგლისელესბ ამოაკვეთინა ფეხი ერაყიდან. და ბოლოს ოსმალეთის უმძლავრეს იმპერიას აგემა უამრავი მარცხი. დავით მანველაშვილი ერაყის განმათავისუფლებლად და აღმაშენებლად შერაცხეს.


გახდა თუ არა ერაყის მმართველი, განუდგა ოსმალეთის სულთანს და ატარებდა დამოუკიდებელ სასინაო და საგარეო პოლიტიკას. სამხედრო-პოლიტიკური მანევრებით ყველას ერთნაირად აყენებდა თავისი ძალაუფლების ქვეშ - მას ერთნაირად ემორჩილებოდნენ არაბი შეიხებიც და ქურთი ბეგებიც. თურქეთს არ ეპუებოდა და მთელი ერაყიც სმენაზე ჰყავდა დაყენებული. დავითი ოცნებობდა ოსმალეთისგან სრულიად დამოუკიდებელი "ბაბილონის სამეფოს" შექმნაზე. დაუდმა მთელი ერაყის არმია გარდაქმნა ევროპულ სტილზე და ამ ჯარში გააძლიერა სპეციალური დანაყოფი - ქართული გვარდია - ეს შეიარაღებული დანაყოფი, დღიდან მისი ჩასახვისა (1703-1705 წწ.) ყოველთვის იყო ბაღდადის ფაშების საიმედო საყრდენი ძალა. დაუდის რჩეულ რაზმში სხვადასხვა ისტორიკოსის ცნობით ართველთა რაოდენობა 3000-ს აღწევდა.

ფრეზერის მიხედვით: "ეს ქართველები ჩინებულად ჩაცმულ-შეიარაღებულნი, ძლიერ ვაჟკაცური გამომეტყველებისანი არიან და საუკეთესოდ მორთულ-შეკაზმულ, მშვენიერ ბედაურებზე სხედან."

ფრანგი კონსული ფონტანიე კი წერდა: "ისინი მსოფლიოში საუკეთესო მხედრები არიან."

ფრანგი ოსე დუა წერდა: "დაუდ ფაშა, გამორჩეული ხიბლით, ევროპელ ხელმწიფეებს უფრო ჰგავს, ვიდრე აღმოსალეთის მბრძანებელს."

არაბი მეცნიერი ალ აზ-ზავი აღნიშნავდა: "დაუდ ფაშა იყო დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ფრიად განწავლული, დიდი ფილოსოფოსი, კანონმდებელი, განმანათლებელი, რომელმაც ბრწყინვალე რეფორმების წყალობით ერაყი აღმავლობის გზაზე დააყენა."

ისტორიკოსი იზ-ად დინიუსეფი კი ამბობდა: "ის იყო უდიდესი ადამიანთაგანი, რომელიც თანამედროვეთაგან გამოირჩეოდა განსაკუთრებული იდეალებით. მშვიდობის დროს იყო მჭევრმეტყველი და მხიარული, ხოლო ომში უმამაცესი. სიკეთესა და თავმდაბლობაში მას ბადალი არ ჰყავდა."

დაუდ ფაშას მოღვაწეობას ღირსებით აფასებს პროფესორი, ინგლისელი მეცნიერი ლონგრიგი და წერდა: "დაუდ ფაშას ფილოსოფია უფრო პროგრესული გახლდათ, ვიდრე რომის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის."





ავტორი: თორნიკე ფხალაძე


48
5437
6-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
5437
  
2021, 18 აგვისტო, 0:48
ქართველი გლეხის ბიჭები, რომლებმაც ახლო აღმოსავლეთის ისტორია დაწერეს. დიდებული ქართველი მამლუქების სია. ეს არის მხოლოდ ის ხალხი, ვინც ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში მოღვაწეობდა, ანუ მხოლოდ მაშრიყ-მაღრიბის (არაბული სამყაროს) და ოსმალეთის იმპერიაში მოღვაწეთა სია. ისინი რომ საქართველოში დარჩენილიყვნენ, ფეოდალურ სისტემაში რომელიც არ იყო დამყარებული, ვერაფერს მიაღწევდნენ. უცხოეთში კი სრულად გამოავლინეს ქართული მართვის ნიჭი და გონება.
Georgian peasant boys who wrote the history of the Middle East. List of glorious Georgian Mamluks. These are the only people who were the governors in the Middle East and in the North Africa, i.e. only the list of figures in the Arab world and the Ottoman Empire. If they had stayed in Georgia, they would not have achieved anything in a feudal system that was established in Georgia in the middle ages. Abroad, the talent and mind of Georgian management and governing were fully revealed.
2021, 18 აგვისტო, 0:33
Georgian Mamluks, who made a great contribution to the formation of the history of the Middle East:

1) Ismail Bey;
2) Khalil Bey;
3) Abd al-Rahman Bey;
4) Ridvan Bay;
5) Hassan Bey Al-Jedawi;
6) Khajib Bey;
7) Yusuf Bey;
ბ Mustafa Bey;
9) Ahmad Bey;
10) Yusuf Khazindari;
11) Ridvan Chukhandar Agha;
12) Utman Silahdar Agha;
13) Utman Sarikji Agha;
14) Iwaz Bey Al-Jurji;
15) Khalil Kashif al-Jurji;
16) Utman Ketkhuda Al-Jurji;
17) Ridwan Agha Al-Fakari;
18) Ali Bey Al-Hindi;
19) Muhammad Bey Kitash;
20) Ali Bey Tantawi;
21) Hasan Pasha;
22) Ajib Bey;
23) Selim Agha of Martkopi;
24) Suleiman Ketkhuda;
25) Muhammad Bey Abu L-Dhabab;
26) Yusuf Chifuchu Agha;
28) Sheikh Al-Balad Ibrahim Bey
Shinjikashvili;
29) Murad Bey;
30) Suleiman Bey;
31) Mustafa Bey Amir al-Hajj;
32) Ibrahim Bey al-Saghir;
33) Ahmed Bey Al-Kilarji;
34) Lajin Bay;
35) Utman Bey Al-Ashkar;
36) Hussein Bay al-Shift;
37) Mustafa Bey al-Silahdar;
38) Ayub Bey al-Kabir;
39) Hassan Bey al-Tantawi;
40) Ismail Azaban al-Qazdaghli;
41) in Ismail Odaba;
42) Mustafa Abdullah;
43) Hussein Abdullah;
44) Ridvan Kashif;
45) Mustafa Silahdar;
46) Yusuf al-Saghir Ibn Abdullah;
47) Suleiman Effendi al-Silihdar;
48) Suleiman Agha Al-Hanafi Knotishvili;
49) Hadim Mehmed Pasha;
50) Melek Ahmed Pasha;
51) Abaza Siavush Pasha;
52) Gurji Mehmed Pasha;
53) Ipshiri Mustafa Pasha;
54) Agha Yusuf Pasha;
55) Nisanji Suleiman Pasha;
56) Gurji Ismail Pasha;
57) Irmekekiseid Mehmed Said Pasha;
58) Shahin Ali Pasha;
59) Koja Yusuf Pasha;
60) Kor Yusuf Ziauddin Pasha;
61) Laz Ahmed Pasha;
62) Hurshid Ahmed Pasha;
63) Rashid Mehmed Pasha;
64) Husrev Pasha;
65) Mahmud Nedim Pasha;
66) Ahmed Hamdi Pasha;
67) Tunuslu Haireddin Pasha;
68) Hasan Pasha;
69) Ahmad Pasha;
2021, 18 აგვისტო, 0:33
70) Suleiman Abu Laili;
71) Omar Pasha;
72) Abdullah Pasha;
73) Suleiman Pasha the Great;
74) Ali Pasha;
75) Suleiman Pasha Patara;
76) Said Pasha;
77) David Pasha;
78) Mustafa Bash Agha;
79) Ismail Kahia;
80) Mustafa Khoja;
81) Suleiman Kahya;
82) Yusuf Amir Askar-Razava;
83) Hair ad-Din Pasha;
84) Ramadhan Bey;
85) Al-Hajj Mustafa Lazi;
86) Al-Hajj Muhammad Lazi;
87) Al-Hajj Ali Lazi;
88) Abu al-Fida Ismail;
89) Al-Shahir Mustafa Khuja;
90) Abu R-Rabbi Suleiman Al-Awwal;
91) Al-Hassan Ali Buzghaia;
92) Abu N-Najat Salim Khuja;
93) Abu Muhammad Rashid Khuja;
94) Abu L-Mahasin Yusuf Qahya;
95) Abu Abd Allah Muhammad Shulak Al-Kurji;
96) Abu R-Rabbi Suleiman Qahya;
97) Abu al-Abbas Ahmad al-Jaziri;
98) Abu Muhammad Khair ad-Din Kahia;
99) Abu N-Nukhba Mustafa Sahib At-Tab;
100) Abu L-Fida Ismail Qahia;
101) Abu L-Mahasin Yusuf;
102) Abu N-Nukhba Mustafa Agha;
103) Abu Muhammad Rashid;
104) Kuchuk Hussein Kapudan Pasha;
105) Hasan Ibn Yusuf "Sidi Gurji" - "Sidi Georgian";
106) Hasan Gurji;
107) Ibrahim Gurji Agha;
108) At-Tarabulus Borghul-Gorj;
109) Hasan Ibn Yusuf from Akhaltsikhe;
110) Al-Hajj Ahmad Gurji Al-Balushi;
111) Mustafa al-Ahmar;
112) Suleiman Bey Tarbaidze;
113) Selim Agha Dzananashvili;
114) Sayyid Ali Pasha;
115) Gurji Mehmed;
116) Dervish Pasha Al-Kurji;
117) Muhammad Pasha al-Kurji;
118) Mehmed Pasha Al-Kurji;
119) Suleiman Pasha al-Adil;
120) Ali Bey al-Qabir;
121) Asandamur Said Ad-Adin Kurji;
122) Yirmisekiz Mehmed Çelebi Efendi;
123) Hein Ahmed Pasha;
124) Jezairli Ghazi Hassan Pasha from Dusheti;
2021, 17 აგვისტო, 12:22
ქართველი მამლუქები, რომლებმაც ახლო აღმოსავლეთის ისტორიის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

1) ისმაილ ბეი;
2) ხალილ ბეი;
3) აბდ ალ-რაჰმან ბეი;
4) რიდვან ბეი;
5) ჰასან ბეი ალ-ჯედავი;
6) ხაჯიბ ბეი;
7) იუსუფ ბეი;
8. მუსტაფა ბეი;
9) აჰმად ბეი;
10) იუსუფ ხაზინდარი;
11) რიდვან ჩუხანდარ აღა;
12) უთმან სილაჰდარ აღა;
13) უთმან სარიქჯი აღა;
14) ივაზ ბეი ალ-ჯურჯი;
15) ხალილ ქაშიფ ალ-ჯურჯი;
16) უთმან ქეთხუდა ალ-ჯურჯი;
17) რიდვან აღა ალ-ფაქარი;
18) ალი ბეი ალ-ჰინდი;
19) მუჰამედ ბეი ქითაშ;
20) ალი ბეი ტანტავი;
21) ჰასან ფაშა;
22) აჯიბ ბეი;
23) სელიმ აღა მარტყოფელი;
24) სულეიმან ქეთხუდა;
25) მუჰამედ ბეი აბუ ლ-დჰაბაბი;
26) იუსუფ ჩიფუჩუ აღა;
28) შეიხ ალ-ბალად იბრაბიმ ბეი
შინჯიკაშვილი;
29) მურად ბეი;
30) სულეიმან ბეი;
31) მუსტაფა ბეი ამირ ალ-ჰაჯჯ;
32) იბრაჰიმ ბეი ალ-საღირ;
33) აჰმედ ბეი ალ-ქილარჯი;
34) ლაჯინ ბეი;
35) უთმან ბეი ალ-აშქარ;
36) ჰუსეინ ბეი ალ-შიფთ;
37) მუსტაფა ბეი ალ-სილაჰდარ;
38) აიუბ ბეი ალ-კაბირ;
39) ჰასან ბეი ალ-ტანტავი;
40) ისმაილ აზაბან ალ-ქაზდაღლი;
41) ისმაილ ოდაბაში;
42) მუსტაფა აბდალლაჰ;
43) ჰუსეინ აბდალლაჰ;
44) რიდვან ქაშიფ;
45) მუსტაფა სილაჰდარ;
46) იუსუფ ალ-საღირ იბნ აბდალლაჰ;
47) სულეიმან ეფენდი ალ-სილიჰდარ;
48) სულეიმან აღა ალ-ჰანაფი კნოტიშვილი;
49) ჰადიმ მეჰმედ ფაშა;
50) მელექ აჰმედ ფაშა;
51) აბაზა სიავუშ ფაშა;
52) გურჯი მეჰმედ ფაშა;
53) იფშირი მუსტაფა ფაშა;
54) აღა იუსუფ ფაშა;
55) ნისანჯი სულეიმან ფაშა;
56) გურჯი ისმაილ ფაშა;
57) ირმისეკისზეიდ მეჰმედ საიდ ფაშა;
58) შაჰინ ალი ფაშა;
59) ქოჯა იუსუფ ფაშა;
60) კორ იუსუფ ზიაუდინ ფაშა;
61) ლაზ აჰმედ ფაშა;
62) ჰურშიდ ახმედ ფაშა;
63) რეშიდ მეჰმედ ფაშა;
64) ჰუსრევ ფაშა;
65) მაჰმუდ ნედიმ ფაშა;
66) აჰმედ ჰამდი ფაშა;
67) თუნუსლუ ჰაირედდინ ფაშა;
68) ჰასან ფაშა;
69) აჰმად ფაშა;
70) სულეიმან აბუ-ლაილი;
2021, 17 აგვისტო, 12:21
71) ომარ ფაშა;
72) აბდულა ფაშა;
73) სულეიმან ფაშა დიდი;
74) ალი ფაშა;
75) სულეიმან ფაშა პატარა;
76) საიდ ფაშა;
77) დავუდ ფაშა;
78) მუსტაფა ბაშ აღა;
79) ისმაილ კაჰია;
80) მუსტაფა ხოჯა;
81) სულეიმან კაჰია;
82) იუსუფ ამირ ასკარ -ზავავა;
83) ჰაირ ად-დინ ფაშა;
84) რამადან ბეი;
85) ალ-ჰაჯჯ მუსტაფა ლაზი;
86) ალ-ჰაჯჯ მუჰამად ლაზი;
87) ალ-ჰაჯჯ ალი ლაზი;
88) აბუ ალ-ფიდა ისმაილი;
89) ალ-შაჰირ მუსტაფა ხუჯა;
90) აბუ რ-რაბი სულეიმან ალ-ავვალ;
91) ალ-ჰასან ალი ბუზღაია;
92) აბუ ნ-ნაჯათ სალიმ ხუჯა;
93) აბუ მუჰამმად რაშიდ ხუჯა;
94) აბუ ლ-მაჰასინ იუსუფ ქაჰია;
95) აბუ აბდ ალლაჰ მუჰამმად შულაკ ალ-კურჯი;
96) აბუ რ-რაბი სულეიმან ქაჰია;
97) აბუ ლ-აბბას აჰმად ალ-ჯაზირი;
98) აბუ მუჰამმად ხაირ ად-დინ ქაჰია;
99) აბუ ნ-ნუხბა მუსტაფა საჰიბ ატ-ტაბი;
100) აბუ ლ-ფიდა ისმაილ ქაჰია;
101) აბუ ლ-მაჰასინ იუსუფი;
102) აბუ ნ-ნუხბა მუსტაფა აღა;
103) აბუ მუჰამმად რაშიდი;
104) ქუჩუკ ჰუსეინ კაპუდან ფაშა;
105) ჰასან იბნ იუსუფი „სიდი ქართველი”;
106) ჰასან გურჯი;
107) იბრაჰიმ გურჯი აღა;
108) ატ-ტარაბულუსი ბორღულ-გორჯ;
109) ახალციხელი ჰასან იბნ იუსუფი;
110) ალ-ჰაჯჯ აჰმად გურჯი ელ-ბალუში;
111) მუსტაფა ალ-აჰმარი;
112) სულეიმან ბეი ტარბაიძე;
113) სელიმ აღა ძანანაშვილი;
114) სეიდი ალი ფაშა;
115) გურჯი მეჰმედი;
116) დერვიშ ფაშა ალ-ქურჯი;
117) მუჰამედ ფაშა ალ-ქურჯი;
118) მეჰმედ ფაშა ალ-ქურჯი;
119) სულეიმან ფაშა ალ-ადილ;
120) ალი ბეი ალ-ქაბირი;
121) ასანდამურ საიდ ად-ადინ ქურჯი;
122) ირმისეკიზ მეჰმედ ჩელები ეფენდი;
123) ჰაინ აჰმედ ფაშა;
124) დუშელი ჯეზაირლი ღაზი ჰასან ფაშა;
2021, 16 აგვისტო, 12:59
ამერიკის პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის წერილი ალჟირის ქართველ დეის - ჰასან ფაშას.
“ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი
ალჟირის დეისა და სარეგენტოს,
ვინაიდან გვსურს ჩვენს ხალხსა და ალჟირის დეის, სარეგენტოსა და ალჟირელხალხთან მშვიდობისა და ჰარმონიის დამყარება, განვითარება, დავნიშნე დეივიდ ჰამფრი, ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული მოქალაქე, სრულუფლებიან კომისრად. ვანიჭებ მას სრულ უფლებას, რათა აწარმოოს მოლაპარაკებები და გააფორმოს
მეგობრობისა და სავაჭრო ხელშეკრულება თქვენთან.
ვლოცულობ, რათა სრული ნდობა
გამოუცხადოთ მის მიერ შეერთებული შტატების სახელით მოწოდებულ გზავნილსთქვენდამი, განსაკუთრებით კი ჩვენს გულწრფელ სურვილს ვიქონიოთ თქვენთან და
თქვენს ხალხთან მშვიდობა და მეგობრობა. შევთხოვ ღმერთს, რათა მოგცეთ ჯანმრთელობა და ბედნიერება”.
2021, 5 აგვისტო, 17:16
Lusignan gives us a convenient list of the amīr-s /beys in service to ʿAlī Bey before his
fall. They are:
Georgian
■ Muhammad Bey Abu ’l-Dhahab, an Abkhaz
■ ʿAli Bey Tantawi, a Georgian
■ Ismail Bey, a Georgian
■ Khalil Bey, a Georgian
■ Abd al-Rahman Bey, a Georgian
■ Ridwan Bey, the nephew of ʿAli Bey, of Abkhazia
■ Hasan Bey Jeddawi, a Georgian
■ Achip Bey/ʿAjib Bey, Georgian
■ Yusuf Bey, Georgian
■ Zul or Dhu ’l-Faqar Bey, Georgian
■ Mustafa Bey, a Georgian
■ Ahmad Bey, of Abkhazia
■ Yusuf Khazindar, treasurer, Georgian
■ Ridwan Çukhadar Agha, in charge of the amir’s clothes, Georgian
■ ʿ Uthman Silahdar Agha, the Abkhazan nephew of Muhammad Bey Abu ’l-Dhahab
■ ʿUthman Sarikcı Pasha, turban bearer, Georgian
■ Yusuf Çipuçu Pasha, keeper of the pipes and tobacco, Georgian
Circassians
■ Ibrahim Bey, a Circassian
■ Murad Bey, a Circassian58
■ Latif Bey (Ayyub Bey), Circassianʿ
■ Uthman Bey, Circassian
■ Husayn Agha Ibrikıi Pasha, keeper of the ewers, basins, and towels, Circassian
■ Abd al-Rahman Agha Salaher, master of the horse, Sinopian”.
2021, 26 მარტი, 13:56
ეგვიპტის გამოჩენილი ქართველი მამლუქები
1. Iwaz Bey al-Jurji.
2. Khalil Kashif al-Jurji.
3. Uthman Katkhuda al-Jurji.
4. Ridwan Agha al-Faqari (გარდ. 1735-1736).
5. Ali Bey al-Hindi (გარდ. 1727).
6. Muhammad Bey Qitas.
7. Uthman Silahdar Agha (აფხაზი).
8. Ali Bey (აფხაზი).
9. Muhammad Bey Abu l-Dhaha (დ. 1735 აფხაზეთი – გარდ. 1775).
10. Ali Bey Tantawi (სამხედრო პირი)
11. Ismail Bey (დ. 1735 – გარდ. 1791).
12. Khalil Bey.
13. Abd al-Rahman Bey.
14. Hasan Bey.
15. Mustafa Bey.
16. Ajib Bey.
17. Dhu I-Faqar Bey.
18. Salim Agha (იანიჩარი, მარტყოფელი).
19. Sulayman Katkhuda (იანიჩარი).
Ali Bey – ს სასახლის ქართველი მსახურები: Yusuf Khazindar, Ridwan Cukhadar Agha, Uthman Sarikci Pasha, Yusuf Cipucu Pasha.
21. Shaykh al-Balad Ibrahim Bey (აბრამ შინჯიკაშვილი, დ. 1735 მარტყოფი – გარდ. 1816-1817).
22. Murad Bey (დ. 1750 თბილისი – გარდ. 1801).
23. Sulayman Bey.
24. Mustafa Bey amir al-hajj.
25. Ibrahim Bey al-Saghir.
26. Ahmad Bey al-Kilarji.
27. Lajin Bey.
28. Uthman Bey al-Ashqar.
29. Husayn Bey al-Shift.
30. Mustafa Bey al-Silahdar.
31. Ayyub Bey al-Kabir.
32. Hasan Bey al-Tahtawi.
33. Ismail Azaban al-Kazdagli.
34. Ismail Odabashi.
35. Mustafa Abdallah.
36. Husayn Abdallah.
37. Ridwan Kashif.
38. Mustafa Silihdar.
39. Yusuf al-Saghir ibn Abdallah
40. Sulayman Afandi al-Silihdar.
41. Sulayman Agha al-Hanafi (მარტყოფელი).
42. Hasan Bey al-Jiddawi.
2021, 26 იანვარი, 5:39
Sulaymaniyah City in Iraq was founded by the Georgian ruler of Iraq
Sulayman Pasha the Great (reign 1780–1802) son of Omar - the Georgian ruler of Iraq.
In his youth he was kidnapped from Georgia and sold as a captive in the Ottoman Empire. He was brought to Baghdad and ousted by the Georgian ruler, Suleiman Abu Lail, by Mardin Voivodeship Muhammad Efendi Beg. In 1765 he was appointed governor of Basra. In 1780, he took over the government of Iraq and ruled it for 22 years. His rule was very successful during the first years and gradually weakened in old age. He bought many Georgians, saved them from slavery and raised them, and then greatly strengthened his Georgian clan with them in Iraq. He established great connections with Europe in the field of commerce and trade. He violently suppressed the revolts of the Arab tribes. In Kurdistan, he founded the city of Sulaymaniyah to immortalize his name.
in 2020 Sulaymaniah citys population was 739,182.
2021, 22 იანვარი, 3:04
Georgian Ottoman Grand Viziers

1) Hadim Mehmed Pasha (Hadım -'Eunuch'- Mehmed Pasha) - 21 September 1622 - 5 February 1623. - Georgian (Gurg; Gürcü).
2) Melek Ahmed Pasha - 5 August 1651 - 21 August 1651 - Abkhazian (West Georgian).
3) Abaza Siyavuş Pasha I (1st time) - (First time - 21 August 1651 - 27 September 1651); (Second time - 5 March 1656 - 25 April 1656); (Third time - 18 September 1687 - 23 February 1688) - Abkhazian (West Georgian).
4) Gürcü Mehmed Pasha - 27 September 1651 - 20 June 1652 - Georgian (Gurg; Gürcü).
5) İpşiri Mustafa Pasha - 28 October 1654 - 11 May 1655 - Abkhazian (West Georgian).
6) Ağa Yusuf Pasha - 20 November 1711 - 11 November 1712 - Georgian (Gurg; Gürcü).
7) Nişancı Süleyman Pasha - 12 November 1712 - 6 April 1713 - Abkhazian (West Georgian).
8) Gürcü İsmail Pasha - 14 July 1735 - 25 December 1735 - Georgian (Gurg; Gürcü).
9) Yirmisekizzade Mehmed Said Pasha - 25 October 1755 - 1 April 1756 - Georgian (Gurg; Gürcü) - from Edirne (Yirmisekiz means "twenty-eight"; named as such after his father who had served in the 28th Janissary corps battalion).
10) Şahin Ali Pasha - 30 April 1785 - 25 January 1786 - Georgian (Gurg; Gürcü).
11) Koca Yusuf Pasha - (1st time - 25 January 1786 - 28 May 1789); (2nd time - 12 February 1791 - 1792) - Georgian (Gurg; Gürcü).
12) Kör Yusuf Ziyaüddin Pasha (1st time - 23 October 1798 - 24 June 1805); (2nd time - March 1809 - February 1811) - Georgian (Gurg; Gürcü).
13) Laz Ahmed Pasha - February 1811 - July 1812 - Laz (Colchian).
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10