x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
რუსი ჯარისკაცის, საშა დროზდოვის ინტერვიუ

image
რუსი ჯარისკაცის, საშა დროზდოვის ინტერვიუდან:
''რაციით გადმოგვცეს, რომ ცხინვალთან ახლოს ჩვენს ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს და დახმარება იყო საჭირო. სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანებში და წავედით. გასასვლელთან რომ მივედით, ჩვენი საქმე უკვე ცუდად იყო: ქართველები თავის აწევის საშუალებას არ გვაძლევდნენ, მიცვალებულიც ბევრი ჰყავდათ და დაჭრილიც. ესენი ვინ არიან, ეშმაკები, ალქაჯები თუ ადამიანები?! ყვიროდა მეთაური. - უკვე საათია, ასეთ დღეში ვართო. 15 წუთში კიდევ ერთი დამხმარე ჯგუფი მოვიდა თავისი შეიარაღებით. ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა.
როგორც გავიგეთ 12 ქართველი გვებრძოდა. მხოლოდ 12!!! მათგან ცოცხალი არავინ დარჩა და ვინც ჩვენს ტყვიებს გადაურჩა, თვითონ მოისწრაფა სიცოცხლე. ჩვენი მეთაური 12 ქართველი ჯარისკაცის ცხედართან იდგა ჩუმად, ბოლოს ერთი ამოიოხრა და თქვა: ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო..... სიტყვა აღარ დაასრულა და ისე ჩაჯდა მანქანაში.''
I'm from Georgia and 20% of my country is occupied by Russia.

image


0
406
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0