სისხლის სამართალი დედამ სპეციალურად წყალში ჩაძირა ავტომობილი, რომ შვილები მოეშორებინა 2018, 8 აგვისტო, 16:00 26 წლის ახალგაზრდა ქალმა მისურიდან შერონ რენეა დინგლიდეინმა(Scharron R. Dingledine)ავტომობილი სპეციალურად მიმართა მდინარე კანზას-რივერისკენ, რომ შვილები: ერთი წლის ბიჭუნა და 5 წლის გოგონა წყალში დაეხრჩო და ამ გზით ისინი მოეშორებინა.
თუმცა შერონს ჩანაფიქრის ბოლომდე განხორციელება არ დასცალდა, შემთხვევითმა მოწმეება ამ უცნაური სურათის ხილვის შემდეგ მაშველებს გამოუძახეს, შარონი და 1 წლის ბიჭუნა წყლიდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რაც შეეხება 5 წლის გოგონას სახელად ამია, ის მეორე დღეს აღმოაჩინეს გარდაცვლილი. ამჟამად შარონ რენეა დინგლიდეინი დაკავებულია და იმყოფება დუგლასას საოლქო ციხეში. მასზე დანიშნულია გირაო 1 მილიონი დოლარის ოდენობით. ოლქის პროკურორი ჩარლზ ბრენსონი დარწმუნებულია, რომ შერონი სახიფათო პიროვნებაა და იგი საშიშია საზოგადოებისათვის, სხვათა შორის, ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რატომ უნდოდა შერონს შვილების მოშორება. 240 8-ს მოსწონს
|