x
image
მაკუნა
Mediator image
ოჯახის დამხმარე ქართულად!!! შეძლებულების პრივილეგია!!!

imageზოგისთვის აუცილებლობაა, ზოგისთვის მოდა.... ეს ერთგვარ ფუფუნებად ითვლება, თუმცა ვისაც ფული აქვს მასზე არავინ ამბობს უარს, საუბარი მაქვს ოჯახში დამხმარის "ქართულ ფენომენზე, " ქართულ ფენომენს ხაზი შემთხვევით არ გავუსვი, რადგან ე.წ. მოსამსახურეს ჩვენში მაინც სხვა დატვირთვა აქვს. ოჯახის დამხმარე თუ ძიძა ხშირად სრულუფლებიანი წევრივით ცხოვრობს "პატრონების" სახლში. ალბათ ჩაგვრა და ქედმაღლური დამოკიდებულება მაინც ისტორიის და წინასაუკუნეების კუთვნილება. მაგრამ ადვილი არ გეგონოთ ასეთ სამსახურში "მოწყობა". ე.წ. ელიტას რომელიც ამ სერვისით სარგებლობს თავისი მოთხოვნები აქვს.
ქალბატონი ლაურა 47 წლის მომხიბვლელი ქალბატონია, უკვე რამდენიმე წელია ოჯახში მუშაობს, მანამდე ხშირად უწევდა სხვდასხვა ოჯახებში მისვლა და დალაგება. კიდევ უფრო ადრე, წლების მანძილზე მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა, პედაგოგიური განათლებაც აქვს... ცხოვრების სიმძიმის გამო კი მზადა დაუღალავად იშრომოს...
– ქალბატონო ლეილა ამ სფეროში, ისევე როგორც ყველგან, საკმაოდ დიდი კონკურენციაა, რეალურად ძნელია იშოვო დამლაგებლის ან ოჯახის დამხმარის ადგილი? არ გაგიჭირდათ ასეთი ოჯახის მოძებნა?
– მანამდე დიდი დროის მანძილზე მაღაზიაში ვმუშაობდი, პერიოდულად "უბორკებზეც" დავდიოდი, ვინც მიცნობს იცის როგორი სუფთა და მოწესრიგებული ვარ. ამ სფეროში კარგი რეპუტაციაა აუცილებელი, მეც მეგობრის რეკომენდაციით დავიწყე ოჯახში მუშაობა, მაღაზიაში ნერვების შლას ჯობს! თბილად ხარ დედა, გასრიალებულ სახლში, აბა?! ხელფასი მოჭრილად გაქვს და შიში არ გაქვს რომ რამე დაგაკლდება, ამიტომ გადავწყვიტე და გამიმართლა, ძალიან კარგი ხალხი შემხვდა.
– რა გევალებათ?
– ყველაფერი რაც შეიძლება ოჯახში გააკეთო, დალაგება დასუფთავება, დაუთავება. ვაკეთებ საუზმეს სადილს, ყველაფერს რაც ოჯახში თადარიგიან ქალს ჭირდება.
– საპირფარეშოსაც ალაგებთ?
– ყველაფერს მე ვაკეთებ, საკუთარი სახლივითაა, სახლში რა "ტვალეტს" ვინმე დაგილაგებთ? ამაში არაფერია საუკადრისო, გაკრიალებული მაქვს ყველაფერი. თუ ხარისხიანად არ გააკეთე არავინ მიგიღებს. ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ როგორ გამოიყურები, მოწესრიგებული თუ არ იქნები, ფრჩხილები და თმა თუ წესრიგში არ გექნება არავის მოუნდები. აქაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციის უნარს, თუ არ გიყვარს ადამიანები სადაც ხარ და მხოლოდ იმიტომ მიდიხარ რომ ფული აიღო, ნამდვილად არ გამოგივა არაფერი, სიყალბე შესამჩნევი გახდება.
– ერთგვარად ოჯახის წევრი ხდები არა?
– თავისთავად, საკუთარი ოჯახივით მიმაჩნია, სულს და გულს ვდებ ყველაფერში, თან ყურადღებას ვაქცევ 94 წლის მოხუც დიასახლისს, რომელიც სულ ცოცხალ თვალს მოითხოვს, ძალიან თბილი ქალია, ასაკის მიუხედავად არაფერი ეშლება და ქვეყანას მომართავს რომ მიუშვა. უკვე რამდენიმე წელია მასთან მაქვს ურთიერთობა, მე მშობლები არ მყავს და სითბო და ყურადღება მასზე მაქვს გადატანილი. ისეთი საყვარელი ბებოა, მოფერება მოგინდება.
ამ განწყობით მივდივარ ყოველდღე სამუშაოდ. ყოველი დღე მიხარია და დაღლის მიუხედავად არ მეზარება "სხვის" ოჯახში რომ ვიფუსფუსო. დილის 10-დან საღამოს 6-მდე ვმუშაობ.
– ამ "ფუსფუსში" რამდენს გიხდიან? დაფასებულია ჩვენთან ასეთი "სამსახური"?
– მეტნაკლებად, მსგავს სამსახურში საზღვარგარეთ 800-1000 ევროა, მაგრამ ჩვენთან არც ისე მაღალია, 350 ლარს ვიღებ. როცა ორი შვილი გყავს, ქირას იხდი და ყოველდღიურად ფასები ძვირდება, ფაქტიურად თავის გატანაზე ვართ.
– თუმცა ევროპაში "მოსამსახურეებს" ოჯახის წევრებივით არ ექცევიან ხშირად!
– კი ასეა, ძალიან უჭირთ იქ, თან ქართველები ხომ ძალიან თავმოყვარეები ვართ, მე ზემოდან რომ მიყურებდნენ ვერ გავძლებ ისეთ ხალხთან. რომ იტყვიან "ხელი ხელს ბანს და ორივე პირსო" ასეა, მე ვეხმარევი ოჯახში ფიზიკურად, ისინი კი მატერიალურად. საქართველოშიც ხდება რომ პურსაც კი გამოზომილად აძლევენ დამხმარეს. მაგრამ ეს ადამიანზეა დამოკიდებული, ძუნწი აქაც არის და საბერძნეთშიც. თან ჩემ შვილებთან ყოფნა რად ღირს მარტო.
– ყავას და საჭმელსაც მათთან ერთად მიირთმევთ? თუ ასე ახლოს ხართ ოჯახის სტუმრებთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა გექნებათ...
– რა თქმა უნდა, უჩემოდ ვინ შეჭამს საჭმელს?! არც რაოდენობას მითვლის ვინმე ( კარგ კვებაზე ვარ და მოვიმატე კიდეც, ეღიმება)... ყავასაც ერთად მივირთმევთ, მათ სტუმრებსაც კარგად ვიცნობ... ხალისინად ვხვდები ყველას, ვიცი ყველას ისტორიები და პრობლემები... რომ მოდიან ბევრი წუწუნებს ნეტა შენნაირი გვყავდეს ჩვენცო, მაგრამ არ ვღალატობ ოჯახს.:):)
– ანუ უკვე საკმაოდ "პოპულარული" ხარ ამ შფეროში და არც გაგიჭირდება მსგავსი სამსახურის შოვნა თუ დაგჭირდა?
– კი, რომ იციან ჩემი სისუფთავის ამბავი გული წყდებათ მათ ვისაც ადრე ვულაგებდი, ზოგთან ვახერხებ დასვენების დღეს მისვლას, წლებია უკვე ურთიერთობა გვაქვს და მეგობრად მთვლიან... მაგრამ ბევრს მოუცლელობის გამო უარს ვეუბნები დალაგებაზე.
რამდენი დღე გაქვთ დასვენება?
– მხოლოდ კვირა დღე, ისიც ან ბაზარში მივდივარ პროდუქტებისთვის ან კიდევ დამატებით "უბორკაზე"... სამსახურიდან რომ ვბრუნდები უქმად არც სახლში ვარ: აჯიკას, ტყემალს ვაკეთებ ჩემი რეცეპტით და მაღაზიაში ვაბარებ. რომ არ ვიწვალო ვინ მომიტანს?!
თუ რამე განსაკუთრებული შემთხვევაა მაშინაც მათავისუფლებენ. ვერ მელევიან ხოლმე, მეც როცა ჩემ "მეორე სახლში" არ ვარ სულ ვნერვიულობ იქ არაფერი გამიფუჭდეს.
– დამატებით, გარდა იმისა რაზეც მოლაპარაკებული ხართ, აკეთებთ კიდევ რამეს?
– ვერასოდეს ვისვენებ უსაქმურად, ზამთრისთვის გავაკეთე მარაგი. მოვიტანე ბაზრიდან მე თვითონ რაღაც-რაღაცეები და "ჩავუდე ბანკაში". წინ პატარა ეზო გვაქვს, სულ მიწკრიალებული მაქვს იქაურობა, ისედაც ძალიან ლამაზია, ედემის ბაღს ეძახიან.
– ისეთი მხიარული ხართ და კარგი აურა გაქვთ მეც დიდი სიამოვნებით "დაგიხმარდით", მაგრამ ალბათ ვერ შევწვდები(ვხუმრობ) მაგრამ ყველა თქვენნაირი ხომ არაა, არც ბევრს უმართლებს ალბათ თქვენსავით, გსმენიათ რამე სხვებს როგორ ექცევიან?
– ყველა მხიარული და სანიმუშო ვერ იქნება, ბევრს შედარებით ცუდ პირობებში უწევს მუშაობა, ღამისთევითაც, რაც გაცლებით ძვირია, თან მძიმე მოხუცებს უვლიან, ყველაფერს აკეთებენ სახლშიც... რა თქმა უნდა, გაცილებით ძვირი უნდა გადაუხადონ მაგრამ ასეთ დამხმარეებს მხოლოდ 25 ლარს უხდიან "სუტკაში", ვერც ოჯახის წევრად გრძნობენ თავს ხშირად, ყველაფერი ადამიანურ ურთიერთობებზეა დამოკიდებული. შენც უნდა გასცე ალბათ სიკეთე, მათგან რომ მიიღო.
რას იზამ ჩემო კარგო, ცხოვრება რთული გასატანია და რაღაც
უნდა დავთმოთ, მთავარია არ ითაკილო და და პატიოსნად აკეთო შენი საქმე, ღმერთი აუცილებლად შეგეწევა.
– ბევრი სარგებლობს თბილისში დამხმარის სერვისით?
სადაც მე ვმუშაობ ფალიაშვილზე, ირგვლივ თითქმის ყველას ყავს დამხმარე ან ძიძა, ზოგთან კვირაში ერთხელ მაინც აუცილებლად მოდის და ასუფთავებს. ვისაც ფული აქვს რა თქმა უნდა ურჩევნია აიყვანოს დამხმარე... ეს შეძლებულების პრივილეგიაა.


გამოქვეყნებულია მხოლოდ საკუთარ ბლოგზე

6
1433
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
1433
  
2012, 4 ივლისი, 21:45
ბევრი ინტერვიუები მაქვს, სოციალურ-საზოგადოებრივ თემებზე და გაგანებივრებთ აწი
2012, 4 ივლისი, 19:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 4 ივლისი, 12:31
კი,მე ავიღე. მადლობა
2012, 4 ივლისი, 11:15
ყოჩაღ მაკუნა ძალიან მომეწონა ინტერვიუ. შენ აიღე ამ ქალისგან ინტერვიუ?
2012, 4 ივლისი, 4:22
ერთადერთი რაც მე ვიცი ისაა რომ ბავშვის ძიძა, რომელსაც 300 ლარს უხდიან ხშირად დამლაგებელიც, ჭურჭლის მრეცხავი, სადილის გამკეთებელი და პლიუს მოხუცებულისა და უფროსი შვილის აღზრდასაც ხშირად ირგებს, რაც არ უნდა იყოს რეალობა ესეთია :) ერთი შვილის ძიძად აყვანილს იმდენ ფუნქციას აკისრებენ დისკრიმინაცია და უფლებების შელახა მიმიქარავს, გაჭირვებული კი 300 ლარის გამო აკეთებს, სხვა რა გზა აქვს რომ
0 1 6