x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
სტალინი და ჰიტლერი: იპოვეთ განსხვავება (+ ნაციზმი და კომუნიზმი – პლაკატებით გაშიშვლებული იდეოლოგია)
image


ჰიტლერს წითელი დროშა ჰქონდა.

სტალინის დროშაც წითელი იყო.


ჰიტლერი ქვეყანას მუშათა კლასის სახელით მართავდა. მისი პარტია ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია იყო.

სტალინიც მუშათა კლასის სახელით მართავდა ქვეყანას. მისი ხელისუფლების სისტემა, ოფიციალურად, პროლეტარიატის დიქტატურაზე იყო დაფუძნებული.


ჰიტლერს სძულდა დემოკრატია და მას ებრძვოდა.
არც სტალინი იყო მისი მომხრე და ისიც ებრძვოდა მას.



image


ჰიტლერი სოციალიზმს აშენებდა.
და სტალინიც სოციალიზმს აშენებდა.


ჰიტლერს მიაჩნდა, რომ სოციალიზმის შენების მისეული გზა იყო ერთადერთი ჭეშმარიტი, – ყველა დანარჩენ გზას, ის მანკიერად თვლიდა.
სტალინსაც სოციალიზმის შენების თავისეული გზა მიაჩნდა ერთადერთად და ჭეშმარიტად – ყველა სხვა, გენერალური ხაზიდან გადახვევად მიაჩნდა.


თანაპარტიელებს, რომლებიც სწორი გზიდან უხვევდნენ, ისეთებს როგორც რემი და მისი გარემოცვა იყო, ჰიტლერი უმოწყალოდ ანადგურებდა.
სტალინიც ყველას ანადგურებდა, ვინც მისი არჩეული გზიდან გადაუხვევდა.


image


ჰიტლერს ქვეყნის შენების ოთხწლედები ჰქონდა.
სტალინს – ხუთწლედები.


ჰიტლერის დროს, ერთი პარტია იყო ხელისუფლებაში, დანარჩენი – ციხეში.
სტალინის დროსაც ერთი პარტია იყო ხელისუფლებაში – დანარჩენი ციხეში.


40-იან წლებში გერმანიაში და სსრ კავშირში «ზეპარტიული» მმართველობა იყო და ორივე ქვეყანას პარტიის ბელადები, ჰიტლერი და სტალინი მართავდნენ.


image


მთავარი ზეიმი საბჭოთა კავშირში 1 მაისი და 7-8 ნოემბერი (რევოლუციის წლისთავი) იყო.
ჰიტლერის გერმანიაში, ყველაზე მასშტაბურად, 1 მაისს და 9 ნოემბერს (ვილჰელმ II ტახტიდან გადადგომის წლისთავი) ზეიმობდნენ.


ჰიტლერს – ჰიტლერუნგენდები (ახალგაზრდა ჰიტლერელები) ჰყავდა.
სტალინს – კომკავშირლები (სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირი ანუ ახალგაზრდა კომუნისტები).

imageგერმანიისთვის ჰიტლერუ უცხოელი იყო. ხელისუფლებაში მოსვლამდე, ის ავსტრიის მოქალაქედ რჩებოდა.

სტალინი საბჭოთა კავშირის მოქალაქე იყო, მაგრამ ის უცხოელი იყო რუსებისთვის.


image


სტალინს ბელადს ეძახდნენ.

ჰიტლერს – ფიურერს, რაც თარგმანში, იგივეს ნიშნავს.


ჰიტლერს მოსწონდა ციკლოპური ნაგებობები.
სტალინსაც უყვარდა გრანდიოზული შენობები.

ორივე ფიქრობდა საკუთარი ქვეყნის დედაქალაქის რეკონსტრუქციას და ცათამბჯენების აშენებას.imageimage


უცხოელები იშვიათად, მაგრამ სტალინს მაინც სტუმრობდნენ კრემლის ბინაში და ისინი გაკვირვებულები რჩებოდნენ მისი მოკრძალებული მოწყობილობით: უბრალო მაგიდა, კარადა, რკინის საწოლი, ჯარისკაცის პლედი.
ჰიტლერმა მისი ბინის ფოტოს პრესაში გამოქვეყნება ბრძანება გასცა და მსოფლიო გააკვირვა, ფიურერის მოკრძალებულმა საცხოვრებელმა: უბრალო მაგიდა, კარადა, რკინის საწოლი, ჯარისკაცის პლედი. განსხვავება მხოლოდ ერთი იყო – სტალინის პლედს, ნაცრისფერ ფონზე, შავი ზოლები ჰქონდა, ხოლო ჰიტლერის პლედის ზოლები თეთრი იყო.

ორივე ბელადს ბუნების სიღრმეში, განმარტოებულ, კარგად დაცულ ადგილებზე რეზიდენცია ჰქონდა (თან არა ერთი), რომელიც განდეგილის კელიას ნამდვილად არა ჰგავდა.

imageimage


ჰიტლერის საყვარელი ქალი მარია (ჰელი) რაუბალი 19 წლით უმცროსი იყო მასზე.
სტალინის მეუღლე ნაძეჟდა ალილუევა 22 წლით უმცროსი იყო ქმარზე.

ჰ. რაუბალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ნ. ალილუევამაც თავი მოიკლა.


image


რაუბალმა თავი ჰიტლერის პისტოლეტით მოიკლა.
მეუღლის იარაღით მოიკლა თავი ალილუევამაც.

რაუბელის სიკვდილის გარემოება საიდუმლოდ დარჩა. არსებობს ვერსია, რომ ის ჰიტლერმა მოკლა.
უცნობია ალილუევას სიკვდილის გარემოებაც. ამ შემთხვევაშიც არსებობს ვერსია, რომ ის საკუთარმა მეუღლემ მოკლა.

ჰიტლერი ერთს ამბობდა და მეორეს აკეთებდა, – ისევე, როგორც სტალინი.
ჰიტლერმა თავისი მმართველობა დაიწყო ლოზუნგით – «გერმანიას მშვიდობა უნდა». შემდეგ, ნახევარი ევროპა დაიპყრო.

სტალინი ევროპაში «კოლექტიური უსაფრთხოებისთვის» იბრძვოდა... და ნახევარი ევროპა დაიპყრო.


image


ჰიტლერმა მილიონობით ადამიანი დახოცა.

სტალინის მსხვერპლიც მილიონობით ადამიანი იყო.

ჰიტლერს გესტაპო (გერ. Geheime Staatspolizei – საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია) ჰქონდა.
სტალინს – НКВД (რუს. Народный комиссариат внутренних дел – შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი).

ჰიტლერს ოსვენციმი, ბუხენვალდი და დახაუ ჰქონდა.

სტალინს – გულაგი.


image


ჰიტლერი არ უყვარდა მედლებით დამშვენებული პიჯაკის ტარება.

და არც სტალინს უყვარდა მედლებით დამშვენებული გულ-მკერდით სიარული.


ჰიტლერი ნახევრად სამხედრო ფორმაში დადიოდა, ამოსცნობი ნიშნების გარეშე.
სტალინიც - ნახევრადსამხედრო ფორმაში დადიოდა, ასევე ამოსაცნობი ნიშნების გარეშე.

სტალინმა მარშლის წოდება 1943 წელს მიიღო, სტალინგრადის ბრძოლის შემდეგ, – როდესაც ცნობილი გახდა, რომ ჰიტლერმა ომი წააგო. საბჭოთა ბელადი, იმ მომენტისთვის, 65 წლის იყო. ჰიტლერმა თავი 56 წლის ასაკში მოიკლა და ჩვენ არ ვიცით, რას გააკეთებდა ის კისევ 10 წელი რომ ეცოცხლა.

ამით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან, სხვა დანარჩენში – ემთხვევა.


image


სტალინს წვერი არა ჰქონდა, მაგრამ მისი ულვაშები ყველასთვის იყო ცნობილი. არც ჰიტლერი ატარებდა წვერს და მასაც სახასიათო, ყველასთვის ცნობილი ულვაშები ჰქონდა.

მაშინ, განსხვავება რაშია?

რაში და – ულვაშეს ფორმაში.

განსხვავება კიდევ იმაშია, რომ ჰიტლერის ქმედება მსოფლიოში უდიდეს ბოროტებად ითვლება. ხოლო, სტალინის ქმედება, მთელს მსობლიოში, მშვიდობის და პროგრესისთვის ბრძოლად აღიქმება.

მსოფლიოს სძულდა ჰიტლერი და თანაუგრძნობდა სტალინს.

ჰიტლერმა ნახევარი ევროპა დაიპყრო და მთელმა მსოფლიომ ომი გამოუცხადა.

სტალინმა ნახევარი ევროპა დაიპყრო და მთელი მსოფლიო მის ამ ქმედებას მიესალმებოდა.

იმისთვის, რომ ჰიტლერს არ შეენარჩუნებინა დაპყრობილი ტერიტორიები, დასავლეთი ძირავდა გერმანიის გემებს, ბომბავდა გერმანიის ქალაქებს, ხოლო შემდეგ, მეორე ფრონტი გახსა და საბჭოთა ჯარებთან ერთად, გერმანია დაამარცხა.

ხოლო იმისთვის, რომ სტალინს დაკავებული ტერიტორიები შეენარჩუნებინა, დასავლეთმა ასამდე სამხედრო გემი, ათასი სამხედრო თვითმფრინავი და ტანკი, ასი ათასი საუკეთესო სამხედრო ავტომობილი, მილიონი ტონა პირველი ხარისხის საწვავი, ტყვია-წამალი... აჩუქა.


imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image

წარმოუდგენელი ფაქტები დამთხვევების ისტორიიდან

გერმანელი ჯაშუშების ამოცნობის საიდუმლო
ნაკლებად ცნობილი ფაქტები II მსოფლიო ომის ისტორიიდან

3
1716
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1716
  
2019, 7 იანვარი, 11:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 7 იანვარი, 11:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 24 აგვისტო, 9:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3