სხვა ქართველი მწერლების ოხუნჯობანი 2018, 5 აგვისტო, 10:23
*ახალი წლის ღამეს აკაკი წერეთელს ცხენი მოპარეს.-თუ ღმერთი გწამს ნუ მოძებნი-უთხრა მოურავს_ძველი წელიწადი, მთელი თორმეტი თვე უბედური იყო ჩემთვის და ახლა ეტყობა ჩემს ცხენზე შემჯდარა და ისე მიდის.აღარც იმის დაბრუნება მინდა და აღარც ცხენისო.
*მ.ერისთავი და აკაკი რაღაცაზე წაკამათდნენ.ბოლოს გაბრაზებულმა ერისთავმა მიაძახა:-ხომ არ გავიწყდება რომ ერისთავი ვარო!- ბატონო ჩვენ ერი აღარა გვყავსო და ცარიელი თავი გინდ გებას და გინდ არაო-მიუგო აკაკიმ. * ილია ჭავჭავაძეს სომეხი ფეხსაცმლის მწმენდავი ეკითხება:-მართალია ილია-ჯან, რომ დედა სომეხი გყავდა?-მართალია-მიუგო ილიამ(დედა ნახევრად სომეხი ჰყავდა ილიას.)-იმიტომაც გამოხვედი არა ეგეთი ჭკვიანი?-გააგრძელა სომეხმა.-შენ რომ დედაც და მამაც სომეხი გყავს იმიტომაც ზიხარ მანდაო-უპასუხა. ილიამ. *ერთმა პოეტმა თავისი ლექსები რუსულად ათარგმნინა.შეხვდა გალაკტიონს და ამის შესახებ მოუყვა.-შესანიშნავია ბიძიკო, ახლა ნახე ვინმე კაი მთარგმნელი და შენი ლექსები ისევ ქართულად ათარგმნინეო-ჩაიქირქილა გალაკტიონმა.
* ერთ-ერთ პოეტს სალიტერატურო საღამოზე უთქვამს-"ლექსის ვეფხვი და გრიგალი, მე ვარ და გალაკტიონი".შემდეგ გალაკტიონს შეხვედრია პოეტი და უთქვამს-კარგია ძამიკო ალიო, მხოლოდ ერთი ასო უნდა შეგეცვალა:" მე ვარ და" კი არა "მოვარდა გალაკტიონიო". *რეზო ჩხეიძეს გამოჩენილი ინგლისელი რეჟისორი ყავდა სტუმრად.ჩამოვარდა საუბარი"ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზაციაზე.ინგლისელმა რეჟისორმა მზადყოფნა გამოთქვა ფილმის გადაღებისთვის.მან სავარაუდო როლების შემსრულებლებიც დაასახელა.თინათინი-ოტრი ჰემბერნი. ნესტან-დარეჯანი-სოფი ლორენი.ტარიელი- პიტერ ო'ტული.ავთანდილი-ალენ დელონი.ფატმანი-ბრიჯიდ ბარდო, ფრიდონი-ენტონი ქუინი. -საკითხავია თუ ერთობლივი ფილმია, ჩვენებიდან ვიღამ უნდა ითამაშოს?-ჩაილაპარაკა ვიღაცამ უკმაყოფილოდ.-როგორ ვინ?-ჩაერია საუბარში იქვე მდგომი ნოდარ დუმბაძე-ამდენ ქაჯებს თამაში არ უნდა? ვითამაშოთ. *50-ანი წლების ბოლოს საქართველოში ხმა გავრცელდა, მგონი ნიკიტა ხრუშოვი გადასახლებას გვიპირებს ქართველებსო.იმ წელს თბილისში მაგრად აცივდა და დიდი თოვლიც მოვიდა.გადაიხედა თურმე ფანჯრიდან ნოდარ დუმბაძემ და ჩაილაპარაკა:-ე ბიჭო, მგონი მართლა გაგვასახლა ამ უპატრონომ, რაღაც არ გავს საქართველოსო. *ჯანსუღ ჩარკვიანი სომხეთში იყო მივლინებული.ერთ-ერთმა ადგილობრივმა პოეტმა ჯანსუღს ჰკითხა:-მართალია რომ რუსთაველი სომეხი იყოო?- მართალია-უმალ მიუგო ჩარკვიანმა-თუმცა ისე ეზიზღებოდა მშობლიური ენა, გადაწყვიტა ქართულად დაეწერაო".როგორც ბატონი ჯანსუღი იხსენებს, იმ სომეხ პოეტს თურმე იქ ყოფნის პერიოდში ხმა აღარ გაუცია მისთვის.
928 8-ს მოსწონს
|