x
image
მაკუნა
Mediator image
რატომ აჩქარდა დრო?!


image დროის აჩქარების ფენომენი საზოგადოებამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად იგრძნო, 21 საუკუნის ადამიანისათვის დრო დეფიციტური გახდა. როგორც ჩანს მისი აჩქარება სამყაროში არსებული კანონზომიერების ნაწილია, ყოველ შემთხვევაში ასრტროლოგი დავით ბუტიკაშვილი ამას ამტკიცებს:
“ ადამიანებს ბოლო დროს აქვთ შეგრძნება, რომ დრო გაცილებით სწრაფად გადის, თუმცა რეალურად დრო კი არ ჩქარდება, უბრალოდ ადამიანის დამოკიდებულება მოვლენებისადმი და იმ ინფორმაციისადმი რაც მასთან მოდის იცვლება, ამიტომ ადამიანი სხვადადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირად იყენებს დროს. მაგალითად თუ ავიღებთ ვიქტორიანული ეპოქის ინგლისს, ეს იყო საკმაოდ მდორე ცხოვრების ტემპი, ანუ ადამიანები ძალიან აუჩქარებლად მოქმედებდნენ და ითვლებოდა კარგ სტილადაც, იმ დროს შეიძლება ითქვას დრო შედარებით ნელა მიდიოდა, მაგრამ თუ შევადარებთ 21 საუკინის ეპოქას დრო აშკარად დაჩქარდა. საქმე იმაშია, რომ თვითონ ადამიანის ქვეცნობიერში კიდევ უფრო გაიხსნა ახალი არხები, ჩვენ ამ საუკუნის ადამიანები უკვე ინფორმაციას ვღებულობთ უამრავი ხერხით და ძალიან სწრაფად, გასულ საუკუნეებთან შედარებით.
ასტროლოგიურად თუ განვიხილავთ რამდენად სწრაფად მიდის დრო გარკვეულ ეპოქაში, ჩვენ უნდა განვიხილოთ პლანეტა პლუტონის მდებარეობა, რომელიც ეპოქალური ცვლილებების პლანეტაა. ამჟამად პლუტონი მოძრაობს თხის რქის ზოდიაქოში, ნიშანდობლივია რომ როცა ამ ზოდიაქოში გადავიდა, სწორედ მაშინ დაიწყო საუბარი დროის დაჩქარებაზე. პლუტონის მდებარეობიდან გამომდინარე ადამიანები განიცადიან ტრანსფორმაციას. უფრო მეტად რაციონალურები ხდებიან. თანამედროვე ადამიანის ამოცანაა, რაც შეიძლება სწორედ დაგეგმოს ყოველი დღე, რათა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება მოასწროს, ყველაფრის გაკეთებას ნამდვილად ვერ მოასწრებს, ამიტომ ახლანდელი ეპოქა შეიძლება ითქვას, კაცობრიობას ასწავლის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების გამოყოფას და უფრო მეტ რაციონალიზმს.
როდიდან დაიწყო დროის აჩქარების შეგრძნება ადამიანებში? და როდის დასრულდება ეს პერიოდი?
– 2008 წლის 7 თებერვლიდან გადავიდა პლუტონი თხის რქაში, სწორედ ამის შემდეგ იგრძნო უამრავმა ადამიანმა განსაკუთრებულად დროის აჩქარება. 2023 წლის შვიდ Aპრილს სრულდება ეს პერიოდი, ამ დროს პლანეტა პლუტონი თხის რქიდან მერწყულში გადავა, სიტუაცია შეიცვლება რადიკალურად. ამის შემდეგ დაიწყება 21 წლიანი პერიოდი, როდესაც ადამიანებს დრო ექნებათ თავზესაყრელი, ახლა თუ წუწუნებენ რომ დრო არაფერზე ყოფნით, მერე იწუწუნებენ რაში დახარჯონ.
– რომელი წელი იქნება პიკი დროის აჩქარების მხრივ?
– შეიძლება ითქვას რომ ეს იქნება 2012 წელი, რომელიც ყველაზე რთული და საერთოდ გარდამტეხია, ფაქტიურად ახალი ეპოქის დასაწყისია.
თავად დრო ჩვეულებრივად მიდის?
– თვითონ თუ ავიღებთ დროის ფენომენს, ეს სცილდება ასტროლოგიის სფეროს. ასტრონომიულად, აინშტაინის ფარდობითობის თეორიის თანახმად, დროს ქმნის გრავიტაცია, დრო არის ერთ-ერთი მეოთხე განზომილება და ა.შ. მაგრამ ეზოთერიკულად თუ მივუდგებით, დრო მიდის ჩვენგან დამოუკიდებლად, თვითონ კოსმოსში პლანეტების მოძრაობა არც დაჩქარებულა, არც შენელებულა, საქმე იმაშია ჩვენ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ამ დროსთან. ანუ დამოკიდებულებააა პრობლემა. სხვათაშორის დროის აღქმაში, ადამიანების ქვეცნობიერის ცვლილება უკავშირდება კიდევ ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორსაც, ესაა უფრო აქტიური გლობალური დათბობის პერიოდი, თუ ადრე მდორედ მიდიოდა დათბობა 1998 წლიდან დაიწყო უფრო აქტიურ ფაზაში შესვლა, რამაც გამოიწვია წელიწადის დროების არევა. გასულ წელს შემოდგომა არ ყოფილა, ზაფხულიდან ფაქტიურად პირდაპირ დაიწყო 6თვიანი ზამთარი, ზამთრიდან კი პირდაპირ სითბოში გადავხტით. გრადუსობრივად განსხვავება-დიფერენციაცია შედაგენს დაახლოებით 15 გრადუსს, რაც არადეკვეტურია. ეს მოვლენები ხომ სამყაროში მიდის რისი შემადგენილი ნაწილიც ჩვენც, ადამიანებიც ვართ, ამიტომ რა თქმა უნდა ვიცვლებით ისე, როგორც იცვლება ჩვენი პლანეტა. მაგალითად ზამთარში შეიძლება იყოს ადამიანი მოდუნებული, ისე სწრაფად ვერ ახერხებდეს რეაგირებას გარემოებებზე, მითუფრო რომ მიჩვეული ვიყავით 3 თვიან ზამთარს. სწორედ ამ წელიწადების დროების არევამ შეუწყო ხელი იმას რომ ადეკვატური რეაგირების უნარი დავკარგეთ. მაგრამ კოსმოსში და სამყაროში რაც ხდება, ეს სასიკეთოდ ხდება . ცვლილებაც, რაც პლუტონის თხის რქაში გადასვლით იგრძვნეს ადამიანებმა, სასიკეთოა. რადგან თხის რქა არის რაციონალური ნიშანი, ადამინებს ასწავლის უფრო უკეთესად გამოიყენოს დრო.
ის ვინც ვერ აუწყობს ფეხს ამ ცვლილებას?
– ეს გამორიცულია, სამყაროში რაც ხდება გინდათ თუ არ გინდათ თქვენ მაინც შეგცვლით, სამყარო ჰუმანურია. სამყაროსთვის, ღმერთისთვის ყველა ადამიანი ერთნაირია . შეიძლება ვერ აცნობიერებთ ცვლილებას, მაგრამ ქვეცნობიერი გრძნობს. საერთოდ როგორც გითხარით, წლევანდელი 2012 წელი გარდამტეხია, ადამიანებში ამ წლიდან მოხდება ახალი მიდგომების ჩამოყალიბება. პრიორიტეტების გადაფასება საზოგადოებაში.
ის რომ დროის დეფიციტს განიცდიან ადამიანები, ძალიან კარგია და ამაზე ნერვიულობა და ცხოვრების წესის შეცვლა არაა საჭირო, რადგან თვითონ ცხოვრება შეგვაცვლევინებს წესს თან კარგისკენ . ეს გაგრძელდება 2023 წლამდე.
– რას მოუტანს ქართველ საზოგადოებას ეს ცვლილებები?
– აქ უკვე შესაძლებელია ასტროლოგიურად განვსაზრვროთ, თხის რქის ზოდიაქო ქართულ ჰოროსკოპში არის მეექვსე სახლი, ასტროლოგიაში მეექვსე სახლი განაგებს დამოკიდებულებას შრომისა და პროფესიონალიზმისადმი. პლუტონის მოძრაობა თხის რქის ზოდიაქოში იწვევს ტრანსფორმაციას, რომელიც ქართველებს უფრო მეტი პროფესიონალიზმისაკენ უბიძგებს. 2023 წლამდე პერიოდში გამოიკვეთება სფეროები, სადაც ქართველები ყველაზე მაგრები ვიქნებით, რაც ჯერ არა ჩანს. შრომისუნარიანობის ამაღლება ხელს შეუწყობს, 2023 წლის შემდეგი პერიოდისG სტაბილურად განვითარებას.იქნება ჩამოყალიბებული პრიორიტეტები, სფეროები რომელშიც უმაღლესი რანგის პროფესიონალბი გვეყოლება მხოლოდ ქართველებს.
– შავ ხვრელზე რას გვეტყვით? ხომ არა მოსალოდნელი საშიში ცვლილებები ჩვენს პლანეტაზე?
– ეს უფრო ასტრონომიის სფეროა, მაგრამ მე როგოგორც ასტროლოგი აუცილებელია ვერკვეოდე ასტრონომიაში, შავი ხვრელი ეს არის ყოფილი ვარსკვლავი, რომელიც შეიკუმშა მინიმალურ დონემდე, აქვს უდიდესი გრავიტაცია და სიმკვრივე. რაც შეეხება შიშს, რომელიც ჯერ კიდევ არ დაცხრა და ვრცეელდება დროდადრო ინფორმაცია დედამიწასთან ახლოს ამდებარე შავი ხვრელის შესახებ, რომელმაც შესააძლოა გადაყლაპოს დედამიწა. ეს გამორიცხულია! იმიტომ რომ, შავი ხვრელი თავისი არსებობით იმხელა გრავიტაციას ავლენს, რომ აქამდე მისი არსებობა ასტრონომებისათვის ცნობილი იქნებოდა. ჩვენი გალაკტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი კი, რომლის გარშემოც ტრიალებს ყველაფერი, მზეს 2012 წელს გაუსწორდება, ამიტომ ეს წელი იქნება მზის ენერგიის გადინების მაქსიმუმი . მაგრამ ეს არაა კარტასტროფული, ეს ციკლი კაცობრიობამ უნდა გაიაროს. ჩვენ ვიგრძნობთ მზის ენერგიის ნაკლებობას, სითბოს ნაკლებობას კი არ იქნება, იმ ენერგიის ნაკლებობა რაც დედამიწაზე ჰარმონიას ამყარებს.
ყოფა-ცხოვრებაში როგორ ვიგრძნობთ ამ ენერგიის ნაკლებობას?
– უკვე საგრძნობია, წელიწადის დროების არევაც ერთ-ერთი მანიშნებელია, ჰარმონია ირღვევა. უკვე უახლოვდება მზე შავ ხვრელს და ცვლილებები შესამჩნევია, მაქსიმუმი კი იქნება 2012 წლის დეკემბერში. გარდა ამისა, თავად საზოგადოებას ეტყობა ცვლილება, ხდება აზიაში აბსურდული მღელვარებები, რევოლუციები. დიდი დოზით ბუნებრივი კატაკლიზმები აღარ იქნება, სოცილური აფეთქებები მოხდება ემოციურ ფონზე სტაბილურ ქვეყნებში. ეს არ იქნება რაღაც რაციონალური დაგეგმვის შედეგი, უმეტესად სტიქიური ხასიათის პროცესები წავა, რადგან კაცობრიობა დედამიწის შემადგენელი ნაწილია და აქედან გამომდინარე კაცობრიობაშიც შეიძლება მოხდეს სტიქიები, კულმინაცია სოციალური კატაკლიზმებისა ჩვენს პლანეტაზე სწორედ 2012 წლის დეკემბერში ექნება, თუმცა შემდეგ პროცესები ნელ-ნელა ჩაწყნარდება.

ესაუბრა მაკა დეკანოსიძე

გაზეთი "ქართული სიტყვა"

3
880
5-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
880
  
2012, 5 ივლისი, 20:09
დილით რო ადამიანი ადგება და ეგრევე კომპიუტერთან დაჯდება მთელი დგე ისე გავა ვერც მიხვდება..და მერე გვგონია რო დრო მალე გადისო
0 1 3