x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
სადაც მარიხუანის გაყიდვა ლეგალური გახდა, ავტო-ავარიების რაოდენობის მატება აღინიშნა
image

კვლევის თანახმად, აშშ-ის იმ შტატებში, სადაც მარიხუანის გაყიდვა ლეგალური გახდა, ავტოავარიების რაოდენობის მატება აღინიშნა.


საინტერესოა, რომ პატრული მარიხუანის ტესტს ადგილზე ვერ ჩაატარებს, ხოლო მარიხუანის მოხმარების შესამოწმებლად ადამიანის პოლიციაში გადაყვანა ლეგალიზაციის შემდეგ აიკრძალა. ანუ, ფაქტიურად, ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, როცა დაბოლილ ტიპებს თავისუფლად შეეძლებათ მანქანის ტარება და პატრული მათ ადგილზე ვერ შეამოწმებს.


ხოლო არაფხიზელი მდგომარეობის დასაგდენად, მათ პოლიციაში გადაყვანას ვერავინ გაბედავს, რადგან ამაზე მუდმივად აიწევა ხოლმე წიოკი, გამოხტებიან ხოლმე გირჩები და რომ აღმოჩნდეს, რომ კაცი არ იყო არაფხიზელი და ტყუილად გადაიყვანეს, იქნება გირჩების მიერ უკანალიდან ქარიშხლის გაშვების მორიგი სერიები, რასაც პოლიცია მოერიდება.



ამიტომ, რეალურად მივიღებთ სიტუაციას, როცა დაბოლილი ტიპები უპრობლემოდ მოძრაობენ მანქანებით და მათ არავინ ამოწმებს და აფერხებს.image

1
23
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
23
  
2018, 2 აგვისტო, 16:46
"დაბოლილი" მძღოლი პოტენციური მკვლელია...
0 1 1